BLOGS ON MEBLOGE
ვინ დგას აღმაშენებლის ტახტთან?!
მოკლე ფელეტენო - მონარქიის აღდგენის შესახებ მსჯელობის კვალდაკვალ

საქართველოში შაპიტო ჩამოდგა...
სანახაობის ფინალური სცენა: შუაში კაჭკაჭი ზის და ტლიკინებს.
გარშემო 10-12 ბეღურა შემოსკუპებულა..
ჭილყვავი ცოტაა, მაგრამ ჩხიკვებს შეეკრნენ და „ძალიან ხმაურია“!!!
აქვეა ბუ, ოფოფი, ქათამი...
ირგვლივ 365 ღამურა კიდია თავდაყირა - სულმოუთქმელად ელიან სიბნელეს.
- ამაზე ბნელა არ არსებობს - არწმუნებდნენ ღამურათა ერისთავს.
მოიცა კაცო...
- ვინ ერისთავს?
- ღამურათა რა! რა გჭირს? მეფის ერთგულებას იფიცებს... მთელი ღამე!
- მეფის? ნუ შემშალე! მეფე ვინაა?...
- კარგი რა...
- კი, მაგრამ...
- არწივის საქმე გადაწყდა!
არწივის საქმე გადაწყდა?
არწივის საქმე გადაწყდა..., არწივის საქმე გადაწყდა...
დროა, არწივმა იარწივოს!
- სად არის სამეფო კარი???!!! - იკივლა თუთიყუშმა.
- ბაბთ-ორდენოსანნი, თუ მარტო ბაბთ? - გუგულმა ყველას ჰკითხა.
- ტახტი განსაცდელშია! - კვნესოდა იადონი.
- თანაც, ჯერაც მართვეა.. - ჩაიღუღუნა მტრედმა.
- თუნდაც ჯერ ისევ კვერცხში იყოს, იდიოტო! - დააჩხავლა ყორანმა.
- ვერ დაველოდებით!
ქორს, ყველა დაეთანხმა.
ხოლო მიმწუხრსა, იყო რეკვა ზართა, ჰანგი ბუკთა და ნაღარათა, ქოსთა და წინწილათა გამაყრუებელი და....
შემოვიდა მამალი გედი!
შავი.
არა, თეთრი.
შავ-თეთრი, ანუ! (მოკლედ, ვერ გაიგებდი რა - ბატების აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა და, მე რაღა დავამატო?..)
- გადაცმული ფასკუნჯია! - გაისმა ალაგ-ალაგ, მაგრამ ჩაიკარგა.
სირაქლემას არაფერი გაუგია, თავის პოზაში მყოფს!
BLOGS ON MEBLOGE
23.11.2013