BLOGS ON MEBLOGE
მომილოცავს, საქართველო!

BLOGS ON MEBLOGE
მტკივა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ახალია ჭრილობა - სულ ახლახან ბერი დავითი, ჭაბუა, მზეჭაბუკ ამირეჯიბი მივაბარეთ მთაწმინდის მიწას.
უფალო, შემაძლებინე ღირსეული სიტყვით პატივის მიგება ამ ბუმბერაზი მამულიშვილისთვის...
ცოტა კი დავდარდიანდი, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მეფობს, სიცოცხლე იბადება.
გილოცავთ ახალ კალენდარულს, დამდგარ შობას და ახალ ნაღდს - ახალ წელს გილოცავთ ქართველებო.
ასე სამებით გვეზეიმოს მარადჟამს!
იხარეთ, იხარეთ, გამრავლდით და გაძლიერდით!
აქვე მსურს ხაზგასმითა და პატივისცემის გრძნობით, მივულოცო ახალი წლის დადგომა mebloge.com-ს. ამ ელექტროჟურნალს რომ ვახსენებ, უაღრესად ამაყი ვხდები.
ფრანგული ფილმი „ადამიანი ორკესტრი“ თუ გინახავთ?..
არ არსებობს, ნახვის შემდეგ კარგ ხასიათზე არ დადგე.
ჰოდა, რაღაც საერთო ამ ფილმის მთავარ პერსონაჟთან კოტეს, ამ პორტალის სულისჩამდგმელსაც აქვს, ვინაიდან და რადგანაც, იდეის ავტორი, განმახორციელებელი...
ანუ, ადმინისტრატორი, პროვაიდერი, დიზაინერი, რედაქტორი, მუსიკალური გამფორმებელიც, ფოტოგრაფი, სარეკლამო მენეჯერიც - ერთი სიტყვით, მასპინძელიც და პატრონიც ერთი კაცია - კონსტანტინე ნიშნიანიძე, რომელიც ძალზედ წინააღმდეგი იყო ამ წერილის ამ სახით და ამ შინაარსით გაშვებისა, მაგრამ „ფიშკაც“ იმაშია, რომ თავად აქვს დაწესებული ბლოგზე წესი და საკუთარ წესს თავადვე ემორჩილება - ავტორის სრული თავისუფლება საკუთარ სივრცეში. უბრალოდ, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგიტომაც ვარ ასე თამამი.
და მსურს, რომ სახალხოდ, თქვენთან ერთად, მადლიერების გრძნობით ვთხოვო: დაისვენე ჩემო საყვარელო ძმაო, დაისვენე!
დიდება საქართველოს, ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას!
გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს, სიმშვიდეს, გულს გონიერს და წრფელ სულს!
მრავალჟამიერ!
დიდება უფალს!
13.01.2014