top of page

 BLOGS ON MEBLOGE 

ბიზნესგეგმა

mebloge

„მოგონებებიც არის და მოგონებებიც... ზოგს რა ახსენდება და ზოგს რა, მაგრამ თბილისის სილამაზე, დარწმუნებული ვარ, ყველას წარუშლელ მოგონებად გაჰყვება სიცოცხლის ბოლომდე...“
თბილისში, 1998 წ.

 BLOGS ON MEBLOGE 

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic

შეიძლება ითქვას, კოლხეთის დაბლობი ხე-მცენარეებისთვის ედემის ტოლფასია.

რატომ უნდა ვთქვათ უარი სარფიან საქმეზე?

შეიძლება ვინმე შემეკამათოს, სახელმწიფოს საქმე არ არის „მაგდაგვარები“ და თუ გნებავთ, კაპიტალიზმია და კერძო სტრუქტურებმა აიღონ მწვანე სერტიფიკატიო.

მართალია. შეიძლება კერძო ფირმამ აიღოს მწვანე სერტიფიკატი.

მაგრამ ფირმამ უნდა დაპატიჟოს კერძო აუდიტი ევროპიდან, ჩამოიყვანოს, დააბინაოს, ანახოს, დაარწმუნოს, რომ მაღალი ხარისხის წარმოებას და ნერგებს ფლობს, და ყველაფრის წესრიგში ყოფნის შემთხვევაში, მისცემენ მწვანე სერთიფიკატს, ოღონდ ეს პროცესი ისე გაუძვირებს პროდუქციას, რომ...
მაგალითისთვის, მოგახსენებთ: ანაკლიის გამწვანებისთვის განკუთვნილი ევკალიპტის ნერგი, როგორც შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი მცენარე, იმავე „ფაზის პლანტში“ ღირს 16 ევრო. მწვანე სერტიფიკატის აღების შემთხვევაში კი, ევროპაში გასატანი ფასი გაძვირდება 56 ევრომდე, რაც წარმოუდგენელი მაზანდაა და გაუჩარხავი საქმე.

ანუ სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება და აღებული მწვანე სერტიფიკატი, ისევე, როგორც არის აღებული ყვითელი და ბიო სერტიფიკატები (თესლებისა და ბოსტნეულის ვარგისიანობის სერთიფიკატები).

ლანდშაფტისა და დეკორატიული მცენარეების ბიზნესში (ხე მცენარეების მოპყვანა-გაზრდა) საქართველოს კონკურენციას ვერავინ გაუწევს!

ჩინურმა ბამბუკებმა ისე გაიხარა გურიაში, რომ ჩინელი ფერმერები გაოგდნენ. ეს ზუსტად იმ ბამბუკის ჯიშია, შიგნიდან სავსე რომ არის, რომ იტყვიან: სუფთა სამასალე. თანაც, არც არავის მოუვლია მათთვის და ახლა რომ ნახო, დიდი ცაცხვები გეგონება, იმხელებია.

capitalism!

ევროპელები ლობირებენ თავის ინტერესებს - ჩვენ არ ვართ მათი წევრები.

ახალი კონკურენტი არ სურთ. პარტნიორად კი ბოლომდე ვერ გვღებულობენ.

ყვავილ-მცენარეეების ბიზნესში ინტერესთა გამტარებელი დაჯგუფება - მაფიაა!

 

ისიც შეიძლება დავუშვათ, რომ ეს მიმათულება, გაზრდილი მცენარეების რეალიზაციას ვგულისხმობ, სხვა მიმართულებაში იყოს გაცვლილი, იარაღში, ნარკოტიკში, ტრეფიკინგში...

ღმერთმა იცის, მაგრამ დღევანდელი ხელისუფალიც რომ არ აქცევს ამას ყურადღებას, ჩანს!

 

ანუ, ვერც ამ „ფერად მიმართულებას“ ჩავწერთ სტრატეგიაში. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

რასაკვირველია, საქართველოს ექნება განვითარების სტრატეგიის სხვა ეტაპებიც და ამას მომავალი თაობები ჩამოაყალიბებენ, მაგრამ დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს და სხვა სტრატეგიაა ასარჩევი.

ჩვენს რეალობაში აქტუალურად მესახება ტრანზიტი, ქვეყნის ტვირთგამტარიანობა. მაგისტრალური გაზსადენები, ნავთობსადენები, გზები, რკინიგზები, საჰაერო ტრანზიტი - ანუ სტრატეგიული მიმართულება ბუნებრივად განსაზღვრული გვაქვს.

ქართველებმა ეს მიმართულება სანიმუშოდ უნდა გავმართოდ და გადავცეთ მომავალ თაობებს, რათა მათ გაუმჯობესებული გადასცენ საკუთარ მომავალს.

ამ შემთხვევაში, განვითარების სტრატეგიაში განხილული უნდა იყოს აფხაზეთის სატრანსპორტო მიმართულებაც.

წარმოიდგინეთ რამდენად წაადგება საქართველოს ეკონომიკურად აფხაზეთის მიმართულებაზე გზის გახსნა.

მჯერა და საკამათო არა არის, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილშია გადასაწყვეტი, არაფრის ფასად არ უნდა დავთმოთ ქვეყნის მთლიანობა, მაგრამ გამომდინარე უდიდესი ეკონომიკური ეფექტიდან, რომელიც სავარაუდოდ მოელის ქვეყანას, ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც არაფერი ხდება აბაშიძე-კარასინის ფორმატის გარდა, უბრალოდ ფინანსურადაც წამგებიანია.

 

დავუბრუნდები ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმას.

წყალი, ენერგეტიკა, ესეც ბუნებრივად განსაზღვრული მიმართულებებია.
ახალი ტექნოლოგიები, მეცნიერება...
მიმართულებებს რა გამოლევს?

შეგვიძლია მიზანი განათლების კუთხითაც დავსახოთ. შევქმთან უმაღლესი სასწავლებლების მაღალკვალიფიციური, მაღალტექნოლოგიური, მრავალფუნქციური ცენტრები, რაჭაში, სვანეთში, თუშეთში, ჯავახეთში...
დავაარსოთ და გავმართოდ სტუდენტური ქალაქები და მოვემსახუროთ ამიერ და იმიერ კავკასიას.

ავამაღლოთ და მაქსიმუმს გავუტოლოთ სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი და მედიცინა აღვჭურვოთ სტრატეგიული ჯავშანით - მოვემსახუროთ და ვუმკურნალოდ ჩვენს მეზობლებს ისე, რომ ევროპაშიც კი არ გვყავდეს ბადალი.

 

ეს ყველაფერი ყველამ ვიცით. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება ეს სადღაც წავიკითხოთ, განვსაჯოთ და, ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ კურსთან ერთად, ჩვენც ჩვენი პირადი გეგმები დავსახოთ.

თუ ერთად არ დავფიქრდებით და ერთად არ გადავწყვეტთ, არაფერი გამოგვივა - ვიჩანჩალებთ ჩვენი „სასიქადულო“ ფეხბურთელებივით.

საქართველო - პოლონეთი 0:4.

სიტყვა არ დამცდება, ან რა უნდა დამცდეს...

 

რა ხდება დღევანდელ დღეს?

პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალთა გადანაწილებაა.

ჯერაც ვერ მიმხვდარვართ, რომ ერთი ძალის, გორგასალის ნაშიერნი ვართ.

ყველა თავისკენ იწევს, თავისკენ ქაჩავს.

გარედან ასე სჩანს - შიგნიდან არ ვიცი.

მაგრამ რაც გარედან ჩანს, იმის იმედს არ მიტოვებს, რომ შიგნიდან უკეთესია.

ბატონებო, იფიქრეთ სტრატეგიულ გეგმაზე. გვჭირდება ქვეყნის განვითარების ბიზნესგეგმა. დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი ერთმანეთთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, ახლობლებთან...

მარტო ის, რომ „ნატოში“ გვინდა, არ არის სამყოფი ქვეყნის გლობალური განვითარებისთვის.

ეგეც, ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც, სხვა მიმართულებების დარად, გადახედავს ჩვენი მომავალი თაობა და... ან დაეთანხმება, ან არა - ამას ჩვენ უკვე ვეღარ გავაკონტროლებთ - მათი პრეროგატივაა, ბოლო სიტყვა ყოველთვის მათ ეკუთვნით. ისინი თავიანთი რეალობის მოცემულობით იმოქმედებენ, ჩვენ ჩვენით უნდა ვიმოქმედოთ.

დღევანდელ დღეს, ჩვენი გეზი დასავლეთისკენ არის მიმართული. ეს კარგია. ევროპა დღეს ყველაზე ადეკვატურია. მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ ძირძველი ერის შვილები ვართ და როგორც უნდა ცდილობდნენ ჩვენს დაკნინებას, ჩვენ ვართ ერი ვინც შვა უდიდესი მოაზროვნენი, იოანე პეტრიწი, გრიგოლ ხანძთელი, შოთა რუსთაველი, ვაჟა ფშაველა...
ეს ადამიანები ჩვენი ერის საყვირია, ჩვენი ხმაა მსოფლიო ხალხთა შორის დიალოგში. ამ სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა, რათა მათ ღირსეული პარტნიორობა ან ოპონირება გაუწიონ მათ.

 

მშვიდობა გქონდეთ და უფალი გფარავდეთ!

 

P.S. უკვე დღეს, ნაცების მიერ ორგანიზებული მიტინგია. დასავლეთის კურსის მიმდევრებსაც ეპატიჟებიან.

ჩემი მეგობრებიც მიდიან. ზოგი საგულშემატკივროდ, ზოგიც სეირის საყურებლად.

არ დავმალავ, ფსონებიც კი დაიდო...

დღევანდელ დღეს მეც მყარი დასავლეთელი ვარ, მაგრამ მიტინგზე არ წავალ.
 

P.P.S. ქეცბაიას წასვლა ლოგიკურია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია უკან რატომ არ მიჰყვება ვერ გამიგია.

რამე კარგი მოხდა ქართულ ფეხბურთში 1981 წლის შემდეგ?

რამე მოვიგეთ? 

 - მიდიხარ სტადიონზე?

- რა ხდება, რო?

- პოლონელებს ვეთამაშებით.
- არაა... ვეღარ ვუძლებ ვერც მაგათ თამაშს და ვერც მაგათი თამაშისგან გაგიჟებულ გულშემატკივარს.

- „ქეცი“ მიდის, არ გავაცილოთ?

- კაი რა...
 

აღარ მახსოვს, სტადიონზე ბოლოს როდის ვიყავი - ალბათ წინა საუკუნეში. თავიდან, ვიფიქრე, ვთარსავ ალბათ ჩემი მისვლითმეთქი და გამოვტოვე რამდენიმე თამაში. მაგანაც რომ არ უშველა, მივხვდი, - აზრი არ ჰქონდა იქ მისვლას. 

ჩემს ჭაბუკობაში, ხალხი მხოლოდ ფეხბურთის სანახავად არ დადიოდა - თავად სტადიონზე მოხვედრა, იქაური ატმოსფერო იყო ჯადოსნური. იყო მომენტები, როდესაც 80 000 კაცი გაისუსებოდა წამიერად; შემდეგ დინჯად და აუჩქარებლად დაუკრავდა ტაშს, თითქოს თეატრში ყოფილიყვნენ „კავკასიურ ცარცის წრეზე“ და არც მოწინააღმდეგე გუნდს დატოვებდნენ აპლოდისმენტების გარეშე. 

გინება ისმოდა, ოღონდ უმეტესად მსაჯების ან უხეშად მოთამაშე მოწინააღმდეგის მიმართ. იყო გამონაკლისებიც, მაგრამ ეგეც ძალიან იშვიათად.
„უცხო“ თუ გაერეოდა ვინმე სექტორში და თავის გამოდებას მოინდომებდა, მალევე მოჰყავდათ აზრზე, - ჩვენი ფეხბურთელები ოჯახის წევრებივით იყვნენ მაშინ.

ევროპულ დონეზეც ითამაშეს.

რაც თბილისში 1981 წლის 13 მაისს მოხდა, ისეთი რამ, მას მერე, არც არასოდეს მომხდარა.
14 წლის ვიყავი, კარგად მახსოვს.

მაგრამ დღეს კომაში ვართ.

ფეხბურთზე ვიტყვი.
ტელევიზიით ვუყურებ „ბარსელონას“, „ბაიერნს“, „რეალს“...  

და რა აღმოვაჩინე იცით? - ჩვენები სხვა თამაშს თამაშობენ - ჰგავს ფეხბურთს, მაგრამ როგორც ლელო წააგავს რაგბს, ისე.

„ფორმულა 1“ და „კარტინგი“ რომ განსხვავდება ერთმანეთისგან, ზუსტად ისე განვსხვავდებით ევროპული დონის გუნდებისგან. ევროპა შორს იყოს და, ჩვენ არც აზიის ტურნირებში ვივარგებდით და არც აფრიკულში - სამხრეთ ამერიკაზე აღარაფერს ვამბობ.

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, ისევ და ისევ ჩვენი ფეხბურთელებიდან გამომდინარე, რომ გასახდელამდეც არ მიჰყვებათ წაგების წუხილი.

ისე იქცევიან, თითქოს „ჰკიდიათ“...

მე თუმკითხავთ, დიაგნოზი დასმულია - უნდა დავიწყოთ ნულიდან. 

თანმიმდევრულად განვაახლოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა. მოვახდინოთ მწვრთნელების, სამსაჯო კორპუსის გადამზადება, გავუშვათ ევროპაში, ვასწავლოთ ინსტიტუტებში, კლუბებში, ფედერაციებში. გავზარდოთ საფეხბურთო მენეჯმენტის ახალი თაობა, და თუ ერთობლივად არ „ჩავასხით“(ფინანსური ტერმინი) დიდი თანხა ამ ბიზნესში, ამ ტემპით, როგორიც დღეს აქვს აღებული ფეხბურთის ფედერაციას, ქვეყნის მთავრობას და მეცენატ-ბიზნესმენებს, იოტისოდენსაც ვერ წავიწევთ წინ. 

(მაგალითისთვის სამყოფია თურქეთი და აშშ. დახარჯეს - მიიღეს)

რა თქმა უნდა, იქნება გამონათებები, ახალგაზრდა ნაკრებების წარმატებები, რამდენიმე გენიოსიც გამოჩნდება, მაგრამ საფუძვლის, ქვეყნის შიდა, მაღალ ხარისხის ტურნირის გარეშე, იმის გარეშე, რომ გერქვას ფეხბურთის ქვეყანა, ვერ შევინარჩუნებთ ვერანაირ წარმატებას. 

ესეც ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ გეგმის მიმართულება: საქართველო საფეხბურთო ქვეყანა!

სავსებით შესაძლებელია (და ლოგიკურიც), რომ „ნატოში“ მიღებასთან ერთად, სტრატეგიულ გეგმაში ფეხბურთზე არ უნდა საუბრობდე, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ სანამ მეთოდურად და მონოტონურად არ დავიწყებთ „რეალის“, „მანჩესტერი“ს და „ბაიერნის“ მათსავე მინდვრებზე დამარცხებას, ნატოს ვერ მივუახლოვდებით.

აბა, წარმოიდგინეთ, გვყავდეს გუნდები, რომლებიც იგუგუნებენ ევროპაში - რამხელა პლიუსი იქნება ქვეყნისთვის?!

 

ან, შეიძლება, სტრატეგიაში ფეხბურთის მიმართულება საერთოდ არ მოიაზრებოდეს. მაშინ ტურიზმი უნდა პირველობდეს, ან სოფლის მეურნეობა, ან მსუბუქი მრეწველობა ან ყველა ერთად. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ეწეროს სადღაც, რათა ამ დაწერილის საფუძველზე აეწყოს ქვეყნის განვითარების პროექტი. დღევანდელი ენით, საქართველოს სჭირდება განვითარების ბიზნესგეგმა, რაც, სამწუხაროდ არ გვაქვს და არც არავის აქვს სურვილი, რომ შექმნას.

ვთქვათ, წარმოვიდგინოთ და დაიწერა, რომ განვითარების სტრატეგიული გეგმის ერთერთი მიმართულება უსაფრთხოებაა. ანუ: ვაქციოთ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ადგილად დედამიწის ზურგზე! - დავიწყოთ ამ მიმართულებით მოქმედება. შევისყიდოთ მაღალხარისხიანი მონიტორები, ჩიპები, „გუგლ-გლასები“, დავატრენინგოთ ოპერატორები, შევცვალოთ ქვეყანაში მოხვედრის რეგულაციები, მოსახლეობა, ყველა ინდივიდი დავიცვათ პერსონალური კომპიუტერის მიერ მართული სამეთვალყურეო კოსმოსური აპარატებით... 

უტოპიაა! – 30 კმ-ში საოკუპაციო ჯარი დგას. ჩვენი ერის ძირძველ მიწაზე მტერია. უსაფრთხოება ისედაც საფრთხეშია.

 

მაშინ ჩავწეროთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მიზანია, რომ ქვეყნაში პლანეტის ფლორის ნიმუშები განვავითაროთ და შემდეგ, მათი მსოფლიოში გამრავლება მოვახდინოთ. ჩვენი კლიმატური პირობები (8 კლიმატური ზონით), იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველას სახის (და ძალიან მაღალი ხარისხის) მცენარეული კულტურა მოვიყვანოთ . 

მაგრამ აქაც წინაღობებია. 

დღევანდელ დღეს, სახელმწიფო არ გასცემს ე. წ. მწვანე სერტიფიკატს. 

მწვანე სერტიფიკატი იძლევა უფლებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხდეს, როგორც ენდემური (ადგილობრივი. მაგ.სოჭი) ისე არა ენდემური, უკვე გამოყვანილ-გაზრდილი მცენარეების გატანა-გაყიდვა.

ინფორმაციისთვის, ამ ბიზნესში ჩაბმულია ხმელთაშუაზღვის თითქმის ყველა ქვეყანა, თურქეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, კვიპროსი, პორტუგალია, საბერძნეთი, ხორვატია, ნიდერლანდები...

ეს მორატორიუმი ევროკავშირთან გაფორმდა „ნაცების“ დროს, ან მანამდე, ზუსტად არ ვიცი. 

ანუ ქართველები დავთანხმდით გაზრდილი მცენარეების არ გატანა-გაყიდვას. 

მაგალითისთვის, 2009 წელს ხანძარმა ნახევარი საბერძნეთის ტყე გაანადგურა. იმ პერიოდში ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ „ფაზის პლანტმა“, რომელიც ლანდშაფტური დიზაინის ბიზნესში საკმაოდ ცნობილი მოთამაშეა და არაერთი სანერგე მეურნეობა გააჩნია საქართველოს დასავლეთში, მიწერა წერილი საბერძნეთის პრემიერმინისტრს, სადაც სთავაზობდა მას დახმარებას, როგორც ფირმის, ასევე საქართველოს სახელით და ათეულ ათასობით ნერგს სთავაზობდა საჩუქრად. „ფაზის პლანტში“ არ იცოდა მაშინ მორატორიუმის შესახებ.
 

ბერძენმა პრემიერმაც უპასუხა, მადლობა გადაუხადა და უარი უთხრა, რაც იმით ახსნა, რომ საქართველო არ იყო მწვანე სერტიფიკატის მქონე ქვეყანა და რომ მას, ანუ საბერძნეთს ამ საჩუქრის მიღების იურიდიულად უფლება არ ჰქონდა.

არ იჩუქეს ბერძნებმა ჩვენი ნერგები. სამაგიეროდ, მცენარეთა თესლი წაიღეს, რამეთუ საქართველოს აქვს ე. წ. ყვითელი სერტიფიკატი, რომელიც გვაძლევს უფლებას ჩვენი ენდემური და არაენდემური ჯიშების თესლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ.

სოჭის მილიონობით თესლი გადის რაჭიდან, შეიძლება მილიარდობითაც...

ამ თესლებისგან ზრდიან შემდეგ ნაძვის ხეებს და ყიდიან ყველგან...

ჩვენთან, მაგალითად სოფელ ცაიშში, სამეგრელოში, ერთი ცალი ერთმეტრიანი ნერგის მოყვანა-გახარება ჯდება 0,04 ევრო. როცა ხორვატიაში, ან ესპამეთში ჯდება 4 ევრო, ანუ ასჯერ მეტი.

ასეთი ფასთა სხვაობა ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარეობს, მიწა, ჰავა, წყალი...

ცაიშში არტეზიული, 98 გრადუსიანი ცხელი წყლის ჭავლი წნევით 24 მეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვევა. ამ წყლის საშუალებით „უფასოდ“ შეიძლება სათბურების გათბობა.

 

15.11.2014

YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page