top of page

 BLOGS ON MEBLOGE 

ხმარებაში, გაიწევს

mebloge

 BLOGS ON MEBLOGE 

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic

- რთულია, მაგრამ სხვა არაფრის საშუალება არ გვაქვს - ასრულებს ჩემი ნაცნობი გამყიდველი...

 ბაზრობაზე მოვაჭრეების ყოფა არც ისე სახარბიელოა, მით უმეტეს ზამთარში. არ არსებობს გათბობის არანაირი საშუალება, გარდა ლითონის კასრში მუყაოს ყუთებით დანთებული ცეცხლისა, და ესეც მაშინ, თუკი ფართო ადგილს მოიძებნება, სხვა შემთხვევაში ცეცხლის ბოლი ტანსაცმელს გააფუჭებს. შესაბამისად გამყიდვლებს მთელი დღის მანძილზე სიცივეში უმოძრაოდ ყოფნა უწევთ. განსაკუთრებით მათ, ვინც ბაზრის შესასვლელიდან შორს არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათი გათბობის საშუალება ის თერმოსებიანი ქალია, ცხელ ყავას რომ დაატარებს, მაგრამ საქმე ისაა - დღეში ცხრა ფინჯან ყავას რომ ვერ დალევ.

მოკლედ, ცივა.

და გაუნძრევლად ფეხზე მდგომს, კიდევ 

უფრო სცივა...
ალბათ, უკვე იცით, რომ თბილისის ბაზრები ვერანაირი სტანდარტებით ვერ დაიკვეხნის, თუნდაც სასურსათო ნაწილებს რომ შევეხოთ, კაცმა არ იცის, ვის რა ხნის პროდუქტი უდევს წინ, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, კარაქი რომ ვედრით თავმოხდილი გიდგას, არ მგონია მთლად კარგი ამბავი რაღაც. თუმცა ზამთარში კიდევ არა უშავს, სხვა თუ არაფერი, არ გადნება მაინც, აი ზაფხულშია საქმე:  ხორცი მზეზე - პარაზიტები თქვენს ორგანიზმებში. საინტერესოა, ვის აბარია ბაზრების მოწესრიგების საქმე ქალაქში...  რომ გამოვდიოდი ბაზრის თავზე რკინის კონსტრუქცია დავინახე (ალბათ, სახურავის მოვალეობას შეასრულებს ოდესმე), ოღონდ, ჩანს რომ ძვ. წ. აღ-ით დაუწყიათ მშენებლობა, შემდეგ  „ენები არევიათ“ და თავი დაუნებებიათ. ერთი სიტყვით, მე პირადად იქ მდგომი გამყიდველიც მეცოდება და მყიდველიც...

მთელი ჩემი მოგზაურობის ჟამს, რომლის დროსაც უნდა ვაღიარო და თავი ბეარ გრილსი მეგონა (Get Out Alive) თითქმის ყველა დახლიდან გამოხტებოდა ხოლმე გამყიდველი და თავისი დახლისკენ მიმათრევდა. საქმე იქამდე მივიდა - ქალის საცვლები შემომთავაზეს, თუმცა ამ ეპიზოდის გმირი მხოლოდ მე არ ვარ, უბრალოდ აქ თქმა არ ივარგებს...

-აქ ძალიან ცოტა ხალხი დადის, მით უმეტეს ასე შიგნით არავინ შემოდის - აღნიშნა ერთერთმა გამყიდველმა საუბარში - ამიტომაც ვცდილობთ ყველა გამვლელს გამოვეკიდოთ და საქონელი შევთავაზოთ.

თოვა იმატებს. ჩემი მოგზაურობა დიდუბეში ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, (მით უმეტეს დავალება უკვე შესრულებულია) ბაზარს წრეს ვარტყამ და უკან ვბრუნდები.  ერთერთ ფეხსაცმლის დახლთან ვიღაც გოგო ჩექმას იზომებს:

- არა, მომწონს, მაგრამ პატარა მაქვს, ამაზე დიდი ზომა არ გაქვთ?

- ეს ყველაზე დიდი ზომაა, ეს წაიღე, ტყავია და ხმარებაში გაიწევს.

თქვენ თუ არასოდეს გსმენიათ ფრაზები - „ხმარებაში გაიწევს“ ან „მოჯდება თავისით“ გამოდის, რომ ტანსაცმლის ქართულ ბაზრობებზე არასოდეს ყოფილხართ და წარმოდგენა არ გაქვთ ამ უნიკალურ გამოთქმა-მეთოდებზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ წარმატებას ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობაში.
ამ ფრაზების კიდევ ერთხელ მოსასმენად და კიდევ იმის გასარკვევადაც, თუ ზოგადად რა მდგომარეობაა ტანსაცმლის ქართულ ბაზრობებზე ზამთრობით, არ შევუშინდი ქარსა და თოვლს და, ჩემი ერთი მეგობრის თანხლებით, დიდუბის ბაზრობისკენ გავწიე (თუ მან გასწია ჩემი თანხლებით... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს). თქვენ ისე ნუ გაიგებთ, თითქოს მე ბაზრებში ხეტიალი მეხალისება, მით უმეტეს წინა პოსტიც რაღაცნაირად ბაზარს ეხებოდა, უბრალოდ დავალება იყო ასეთი.

სხვათა შორის, მე პირველად ვიხილე დიდუბის ბაზრის დიდებულება, ამიტომაც ცდა არ დამიკლია დავალების კარგად შესრულებისთვის და ყველაფერს კარგად, გულისყურით დავაკვირდი, ხოლო მოვისმინე საკუთარი ყურით. პირველი, რაც თვალში მომხვდა, დახლების სიმჭდროვეა. საერთოდ, ტანსაცმლის ბაზრობებზე დახლების „კომპაქტურად ჩასახლება“ ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, დიდუბის ტანსაცმლის ბაზრობა ამ მხრივ „ხელოვნების ნიმუშს“ წარმოადგენს. დახლებს შორის  ვიწრო გასავლელიც კი  რამდენიმე ადგილას ტანსაცმლის საკიდებითაა გადახერგილი. პირველი რაც თავში მომხვდა - რკინის სქელი მავთულია, რომელზეც გადაჭიმული თხელი ცელოფანიც სახურავის მოვალეობას ასრულებს და რომელიც იმდენად დაბალია, რომ მუდმივად ყურადღებით ყოფნაა საჭირო, რათა აქა-იქ გამოშვერილ ბოლოებს არ დაეჯახოთ. ზოგიერთ ადგილას ის ზემოთ ნახსენები ცელოფანი, რომელიც, სხვათა შორის, მთლიანად არ ფარავს დახლებს - ჩამოწეულია, იქ წყალია ჩამდგარი და მონოტონურად წვეთავს (ხანდახან ამ ჩამოწეულ ცელოფანს ხელს აარტყავენ ხოლმე და მეზობელს წუწავენ)...
ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი 

კიდევ ერთი სამუშაო დღის ხალისიანად გასატარებლად.
მთლიანად დიდუბის ბაზრობა (ტანსაცმელი, სურსათი) საკმაოდ დიდი ტერიტორიისაა და გარეთ ხალხიც საკამოდ ტრიალებს, მაგრამ რაც უფრო შიგნით შევდივარ, ნელ-ნელა მოვაჭრეები კლიენტების რიცხობრივად გადაჭარბებას იწყებენ. დრო და დრო ვჩერდები და ფასებს ვკითხულობ:-ყველანაირი ფასის გვაქვს - მპასუხობენ გაზეპირებული ფრაზით ყველგან. დაზუსტებით კი, საშუალო ციფრი, რომელიც ტანსაცმელზეც და ფეხსაცმელზეც ერთნაირად ვრცელდება, 30-დან 50-მდე მერყეობს (სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო რომ საკმაოდ დაბალი ფასები აქვთ).-დიდუბის ბაზრობაზე ყველაზე დაბალი ფასებია - მეუბნება შეციებული ლაურა ხიზანიშვილი - აქ ხალხი ძირითადად რაიონებიდან ჩამოდის, გაჭირვებულები არიან და იძულებული ვართ სხვა ბაზრობებთან შედარებით საქონელი დაბალ ფასში გავყიდოთ, პურის ფულს ვაკეთებთ მარტო. როდესაც ბაზრის პირობებით ვინტერესდები, ირკვევა რომ ერთ გამყიდველს, რომელსაც 1 კვმ ფართი უკავია, ყოველდღე 4 ლარის გადახდა უწევს, ამას ემატება საკნისა (საქონლის შესანახი ადგილი) და ტრანსპორტის გადასახადიც, რაც, ჯამში, დაახლოებით 190 ლარი გამოდის ყოველთვიურად.

 

14.12.2013

YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page