top of page
MEBLOGE NEWS - 02.11.2014
ირლანდია-საქართველო: ტესტ-მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

MEBLOGE NEWS
მოგეხსენებათ, ნოემბერი სარაგბო ტესტ-მატჩების თვეა. 16 რიცხვში ჩვენი გუნდი დუბლინში, ირლანდიის ნაკრებს ეწვევა. შეხვედრა AVIVA-ს სტადიონზე შედგება (თითქმის 52.000 მაყურებელი). როგორს sportline.ge იტყობინება, მატჩზე დასასწრები თითქმის ყველა ბილეთი გაყიდულია (29 ოქტომბრისთვის 150-ზე ოდნავ მეტი ბილეთიღა იყო დარჩენილი).
საქართველოს ნაკრები ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ტულუზაშია, სადაც ადგილობრივი გუნდის ბაზაზე მზადების პირველ ეტაპს გადის. “ბორჯღალოსანთა” მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და მისი სამწვრთნელო რაზმი შემადგენლობას მომავალ კვირას, თბილისში დაბრუნების შემდეგ დაასახელებს.
bottom of page