MEBLOGE NEWS - 04.11.2014
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს პირობებს უყენებს

MEBLOGE NEWS
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც გმობს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებულ ე. წ. არჩევნებს და რუსეთს კატეგორიულად მოუწოდებს, უკან გაიწვიოს მათი აღიარების გადაწყვეტილება.
„ეს მინსკის შეთანხმებათა უხეში დარღვევაა“ - განაცხადა თეთრ სახლში საბჭოს წარმომადეგნელმა, ბერნადეტ მეჰელმა და დაამატა, რომ რუსეთის ქმედებები ფალსიფიცირებული არჩევნების ილოზურული ლეგიტიმაციისკენაა მიმართული.
გავრცელებულ განცხადებაში ულტიმატუმმაც გაიჟღერა: „თუ რუსეთი მხარს დაუჭერს სამშვიდობო პროცესს და, მინსკის შეთანხმებათა შესაბამისად, თავის ვალდებულებებს შეასრულებს, ფასი, რომლის გადახდაც მას მისი დესტრუქციული ქმედებებისთვის მოუწევს, შემცირდება. ხოლო თუ კი ის გააგრძელებს მინსკის შეთანხმებათა იგნორირებას, ასევე, მადესტაბილიზირებელ და სახიფათო ქმედებებს, მას გაცილებით ძვირის გადახდა მოუწევს“.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი სანქციათა გამკაცრებული პაკეტის შემუშავებას იწყებს.