top of page
MEBLOGE NEWS - 06.11.2014
პაკისტანში ქრისტიანი ცოლ-ქმარი ჯერ ჩაქოლეს, შემდეგ კი აგურის გამოსაწვავ ღუმელში დაწვეს

MEBLOGE NEWS
თვითმხილველთა და ცალკეულ პოლიციელთა მონათხრობზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაკისტანის აღმოსავლეთში, მუსლიმთა გამხეცებულმა ბრბომ ქრისტიანი ცოლ-ქმარი ჩაქოლა და შემდეგ, აგურის გამოსაწვავ ღუმელში დაწვა.
ინცინდენტი ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინციის, პენჯაბის ადმინისტრაციული ცენტრიდან (ქ. ლახორა) 60 კილომეტრში მოხდა.
პროვინციის ხელისუფლება გამოძიებას შეუდგა და პოლიციას იმ რაიონების დაცვის ზომათა გაზრდისკენ მოუწოდა, სადაც ქრისტიანები სახლობენ.
bottom of page