top of page

 MEBLOGE NEWS  - 07.11.2014

სევასტოპოლის პორტში დიდი ნავსაწინააღმდეგო კრეისერი დაიწვა

 MEBLOGE NEWS 

სევასტოპოლის ყურეში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის ნავსაწინააღმდეგო ხომალდი „Керчь“ დაიწვა. რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია - სამანქანო განყოფილება სრულიად განდგურებულია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის.
„ხომალდზე დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. სრულდებოდა ისეთი რთული ოპერაციები, როგორიც აგრეგატული ცვლებია. გემბანის ამოჭრაც გახდა საჭირო და, შესაძლოა, ამ დროს საკაბელო ტრასის რომელიმე მონაკვეთი დაზიანდა.“ - აცხადებს პირველი რანგის კაპიტანი, იგორ დიგალო.
არადა, 2016 წელს ამ ხომალდს ფლოტის ფლაგმანი „Москва“ უნდა ჩაენაცვლებინა. ახლა კი, მინიმუმ ერთი წელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება. თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ იგი 1974 წელს ააგეს და ტექნიკურის გარდა, მორალურადაც მოძველდა, ალბათ ჩამოწერენ, როგორც ათობით ხომალდის შემთხვევაში მოხდა.

თუ, ზოგადად, სევასტოპოლში ბაზირებული რუსული სამხედრო ესკადრის მდგომარეობს შევაფასებთ, იგი სავალალოა - ხომალდების უმეტესობა 40-50 წლისწინანდელია და წესით, ყველა ჩამოსაწერია, მაგრამ გემები, რომელთაც ძველები უნდა შეცვალონ, ბუნებაში არ არსებობს და პროცესიც, დგას. 

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic
YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page