MEBLOGE NEWS - 08.11.2014
NATO აღმოსავლეთ ვეროპაში ფართომასშტაბიან წრთვნას იწყებს

MEBLOGE NEWS
უკრაინა-რუსეთის საზღვარზე რუსული რეგულარული არმიის ნაწილების კონცენტრაცია იზრდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საგანგებო განცხადებას აკეთებს. იგივეს სიგნალი აქვს NATO-ს სარდლობასაც.
ამის პარალელურად, ძალების ევროპის აღმოსავლეთით ფართომასშტაბიან წრთვნაზე გადასროლა, რიგითი მოვლენად ვერ ჩაითვლება.
ასეთი წრთვნების შესახებ, ბრინსუმეში (ნიდერლანდები) განთავსებული NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდალი, ჰანს-ლორატ დომროზე აცხადებს და დასძენს: „მსხვილმასშტაბიან წრთვნებს, რომლებშიც 25-40 ათასი სამხედრო მონაწილეობს, მანამდეც ხშირად ვატარებდით, მაგრამ მხოლოდ ევროპის დასავლეთში. მესმის და კარგად მაქვს წარმოდგენილი, რომ ახლა, იგივეს კეთება აღმოსავლეთ ევროპასა და ბალთიისპირეთში მოგვიწევს.“
გენერლის თქმით, ალიანსში სწრაფი რეაგირების ჯგუფი შეიქმნება. მასში ხუთიდან შვიდ ათას სამხედრომდე გაერთიანდება და საბრძოლო მოქმედებათა რაიონში მოსახვედრად, პლანეტის მასშტაბით, მათ 3-დან 5 დღემდე დაჭირდებათ.