top of page

 MEBLOGE NEWS  - 09.11.2014

ჯონ ქერი პეკინში სერგეი ლავროვს შეხვდა - ხანმოკლე საუბრისგან, კონკრეტულ შედეგს არავინ ელოდა

 MEBLOGE NEWS 

პეკინში მიმდინარე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ სამიტზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ ქერი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვდნენ. ქერის თქმით, რიგ საკითებთან დაკავშირებით, ვაშინგტონი და მოსკოვი კვლავაც სხვადასხვა აზრზე დგანან, თუმცა, „მხარეებს ესმით, რომ აუცილებელია მოიძებნოს ადგილები, სადაც ისინი შეთანხმებამდე მისვლას შეძლებენ - ამაში მთელი მსოფლიოა დაინტერესებული.“

სანქციებზე საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ის არჩევანი, რომელსაც მოსკოვი უკრაინის კრიზისთან მიმართებაში გააკეთებს, განსაზღვრავს სანქციათა მოხსნა-არმოხსნის, ან შემსუბუქებისა თუ გამკაცრების საკითხს.
შეხვედრა ხანმოკლე გახლდათ და მისგან რაიმე არსებითი შედეგის მოლოდინი, არ ყოფილა - უბრალოდ, მხარეებმა, ფორმალურად, პოზიციები დააფიქსირეს.

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic
YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page