top of page

 MEBLOGE NEWS  - 12.11.2014

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაძაბული სატელეფონო საუბარი შედგა

 MEBLOGE NEWS 

Moscow Times აქვეყნებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის საკმაოდ მწვავე სატელეფონო საუბარი შედგა. ზარის ინიციატორი რეჯებ ტაიპ ეროღანი იყო - მას პუტინთან სირიის კრიზისის განხილვა სურდა.

მდგომარეობა მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც თურქეთი გულგრილი ვეღარ დარჩება - დაახლოებით ასეთი იყო ერდოღანის პოზიცია. მისდა გასაკვირად, რუსეთის პირველი პირი სასტიკად აღშფოთებულა და კოლეგა უხეში ტონით გაუფრთხილებია, რომ თურქეთს აღეკვეთა სირიის საქმეში შემდგომი ჩარევის ყოველგვარი მცდელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი ჩარევითა და თურქეთისთვის რეგიონში „დამღუპველი ომის“ გაჩარებაში ხელის შეშლით დაიმუქრა.

ერდოღანს ასევე უკითხავს: „ეს თურქეთის მისამართით გამოთქმული პირდაპირი მუქარაა?“

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი სიტყვები ისე გაიგეთ, როგორც გნებავთ!“ - უპასუხია პუტინს.

ცნობის მიხედვით, მას ასევე შეუხსენებია ერდოღანისთვის, რომ სწორედ თურქეთის მცდარი სირიული პოლიტიკის შედეგია ის ათასობით დაღუპული, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს მოჰყვა.

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic
YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page