MEBLOGE NEWS - 14.11.2014
მოსკოვმა ყირიმის სრული მილიტარიზაციის გეგმები გაახმოვანა

MEBLOGE NEWS
მოსკოვმა ყირიმის სრული მილიტარიზაციის გეგმები გაახმოვანა. როგორც ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „რუსეთი ყირიმში სრულფასოვან და თვითკმარ სამხედრო დაჯგუფებას ჩამოაყალიბებს.“
ამის შესახებ სამინისტორს კოლეგიის სხდომაზე მინისტრმა შოიგუმ ისაუბრა.
„სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებაზე სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კვლავაც რთულია. მნიშვნელოვანწილად, ეს უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. ასევე NATO-ს მხრიდან ანტირუსული განწყობების გამძაფრებასა და უცხო ქვეყნების სამხედრო შენაერთების რუსეთის საზღვრებთან მომრავლებას. ამ სიტუაციაში, ყირიმის ფედერალურ ოლქში სრულყოფილი, თვითკმარი შერეული სახეობების სამხედრო კონტინგენტის ფორმირება, პრიორიტეტული ამოცანაა.“ - განაცხადა შოიგუმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს ევროპული გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმში ბირთვული იარაღის გადაადგილების საშუალებები შეიტანა