top of page

 MEBLOGE NEWS  - 15.11.2014

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძე დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის ბრძანებას საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  უკვე მოაწერა ხელი.
დავით ბაქრაძეს დიპლომატიური საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება
აქვს. 2002-2004 წლებში იყო შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს - ჟენევაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, 2004–2005 წლებში კი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 
2006-2008 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად
მუშაობდა.
2008-2010 წლებში იყო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი,
2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული გახლდათ.
2012 წლის მარტიდან საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა.
დავით ბაქრაძეს 2014 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

 MEBLOGE NEWS 

  • Facebook Classic
  • Google Classic
  • Twitter Classic
YELLOW
MEBLOGE MUSIC

© 2014 MEBLOGE NETWORKS LTD
ყველა უფლება დაცულია

bottom of page