top of page

„იდგა ბოლო დღე, ბოლო დღე სასწაულამდე...

იდგა ბოლო დღე, ბოლო დღე აღსასრულამდე...

იდგა სიჩუმე, იყო სიწყნარე, იდგა ბოლო დღე, დასაწყისამდე“...


„სელკაიო ცეზე“. 1997 წ.


 

მეოცე ბლოგპოსტი...
ცოტა არ არის - ჩემთვის ბევრია, ძალიან ბევრი.
ბევრი საუბარი არ მიყვარს - მხოლოდ მეგობრებთან და საკუთარ თავთან. თანაც, მიჭირს, ბოლომდე არ ვამბობ, ვიტოვებ სათქმელს - ხასიათი მაქვს ასეთი.
ბლოგისთვის ცუდია - აქ უცხო ადამიანებიც გისმენენ, გკითხულობენ, ნაღდს ელიან, ბოლომდე ნათვამს - ყოველგვარი მორიდების გარეშე.
რას ველი?
ვამბობ თუ არა გულიდან გამოსულს? - კი.
ბოლომდე? - არა.
ვერიდები? - კი.
რატომ? - ამასაც რომ ვამბობ და ესეც მიკვირს.
მეცინება. აი, ამ წამს... უფრო სწორად, მეღიმება.
და მაინც, მსურს ამ ყველაფერს ცოტა ფერი შევმატო - გავაღიაო, ნათელი მივცე, ბურუსიც გავარტყა, მწვანეც გავამძაფრო, შავიც დავადო და ცისფერიც...
ცისფერიც...
რა ვუყო ცისფერს?
მაგარი ფერია.
რატომ ეძახიან ტიპებს ცისფრებს?
მაგარი ფერი რომ არის იმიტომ, თუ თარგმნეს სხვა ენიდან?
ალბათ თარგმნეს.
საქართველოში მაგ ტიპებს ასეთი მაგარი ფერის სახელს არავინ არ დაარქმევდა.

საით წამიღო...
სიმართლეზე მსურდა მესაუბრა, ბოლომდე ნათვამ სიმართლეზე.
პოლიტიკაზე ვიტყვი.
სიმართლეს - ბოლომდე თქმულს.
არ არის აუცილებელი მაგ ტიპების, აი ვისაც ცისფრებს ეძახიან,

იმათი ცხოვრების სტილით იცხოვრო, რომ ცისფერი, როგორც ეპითეტი, დაიმსახურო. საკმარისია ისე მოიქცე, ისე იმოღვაწეო, ქვეყანაც კი მართო ზოგჯერ, იქართველო (შენ რომ ქართველობა გგონია, ისე), რომ „ცისფერი“ გახდე.
ფაქტია: ჩვენი წინაპრებისთვის თქვენი უმრავლესობა კაცებში არ ჩაიწერებოდა.
ბოლომდე ვთქვა?
გვარები გინდათ?
უმეტესობა ქართველებისა დავასახელო, რომლებიც ახლა „სჩანან“?
და ვინც არ „ჩანს“, იმას რა ვუყო?

- კაცო შენ დაიწყე!

- ველოდები!

- რას?

- ომს!

- რაას?!

- ომს! სხვანაირად აზრი არ აქვს.

- რატომ?

- რატომ? - ძალიან ბევრნი გახდნენ ბოზები, ანუ თან ხდებიან და თან უკვე არიან. ხმა დაიკარგება. ბევრის იკარგება და ჩემიც დაიკარგება. ომის დროს ეფექტი უფრო ექნება. ასე ვფიქრობ.

- თუ არ იქნება ომი? ღმერთმა დაგვიფაროს! რა ომი, რის ომი? 21-ე საუკუნეა. მომავალი მოდის. შვილები გვეზრდებიან...

- მაშინ მე გავაგრძელებ ჩემ თავთან ომს. ისედაც მაგარი ომობანა მაქვს გაჩაღებული...


კარგად მენახეთ.
უფალმა დაგიფაროთ!


P.S. ვთქვი, თუ ვერ ვთქვი? ველი პასუხს!

ველი პასუხს!

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

07.10.2014

bottom of page