top of page

ბოლო განახლება

ავტორები

Maka Kartheiser
08.11.2014

მარია პლაზა - მესმის სადგურის დასახელება და რამდენიმე წუთში, სიძველისა და დახვეწილობის ევროპულ მოედანზე აღმოვჩნდი.
დავდივარ და აშკარად ვიცინი. არ ვიცი ვინ რას იფიქრებს ამაზე?
უჰ,  ჩაკირულმა „ვინ რას იფიქრებ“-მა ამოყო თავი...
არც არავინ არაფერს არ იფიქრებს, ერთი იმიტომ, რომ ყველა ბედნიერია და ბედნიერ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით სხვების განსჯა, და მეორე, ისინიც იცინიან და ჩემი რატომ უნდა გაუკვირეთ?
მოკლედ, მე არც ერთი არგუმენტი არ მაინტერესებს - დავდივარ და ვიცინი.
მიხარია!
სულს უხარია სიმშვიდე.
მოედანი სავსეა ფოტოაპარატმომარჯვებული ტურისტებით, ველოსიპედებზე შემომსხდარი, მომხიბლავი მოგზაურებით, ავტობუსებით და რესტორნებით და მაინც, მაინც წესრიგი იგრძნობა, ალბათ შინაგანი წესრიგი.

bottom of page