top of page

„არ მახსოვს რომელი იმპერატორი იჯდა იმჟამად ტახტზე, მაგრამ მეიძის რევოლუციამდე და დიდ იმპერატორ - ტენო მუცუჰიტოს მმართველობამდე ჯერ კიდევ ათასი წელი იყო დარჩენილი, როდესაც მეორე ათასწლეულის დასაწყისში, დიდმა სეგუნმა და სიუზერენ-დაიმემ, ტოგუგავა იეასუმ, ათას სამ წელს, მესამე სასახლე-ქალაქი დაარსა, სახელმწიფოს ყაიდის მმართველობა შემოიტანა და თავისი კლანით ქვეყანა-კუნძულებს ერთპიროვნულ მმართველად მოევლინა...“

„ნატვრისთვალი“. 2012 წ.


 

შესავალი...
 

ლიგის ფინალს 25-ში დილით ვუყურე. არც ანგარიში ვიცოდი და არც არავინ მყავდა გვერდით, ვისაც შეიძლებოდა სცოდნოდა თამაშის შედეგი. ლუდი ავიღე, კომპიუტერს მივუჯექი და ინტერნეტის საშუალებით წარსულში დავბრუნდი.
როდესაც ანგარიში არ იცი და ზუსტად იგივე შეგრძნებით, ჟინით და ინტერესით უყურებ თამაშს, თითქოს პირდაპირი რეპორტაჟი ყოფილიყოს, მაშინ სრულფასოვანად აბრუნებ დროს.

აწმყოში წარსულით ვტკბებოდი.

რეალს ვგულშემატკივრობდი.

დღესაც ხმა მაქვს ჩახლეჩილი.

ალეტიკო VS რეალი 1:4
 

განვლილი ამბავი
 

26 მარტს გურამ დოჩანაშვილს 75 წელი შეუსრულდა!
დაგვიანებით ვულოცავ და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ჩვენს სათაყვანებელ კლასიკოსს!

ყველას მოგიწოდებთ, მის რომელიმე ნაწარმოებს სტუმრად ეწვიოთ.

თუნდაც დღეიდან შეეჭიდეთ.

ამ წამიდან დაიწყეთ.

ახლავე დამტოვეთ და დოჩანაშვილს ჩაუჯექით...

ერთ ეპიზოდს მოგიყვებით მისი მოთხრობიდან - ანეგდოტივით არის, 1978  წელს დაწერილი.

საქართველოში, ზემო იმერეთის სოფელში, გამთენიას, სუფრას სამი ნასვამი ქართველი კაცი უზის.

ერთი თბილისელია, მეორე რაიონელი და მესამე სოფლელია, მასპინძელი.

თბილისელი, საუბარში ევროპელებს ახსენებს: ევროპაში მამაკაცებმა ქალის მოვალეობის შეთავსებაც დაიწყესო.

ჰოდა, სოფლელი მასპინძელი რაიონელს ეკითხება, აზრის დასაზუსტებლად:
- რავა, ჩემნაირად ხაჭაპურების დაცხობას მიჰყვეს ხელი-ი?...

ასე იხუმრა გურამ დოჩანაშვილმა 1978 წელს ...

ძალიანაც კარგი.

პოზიტიური დაწყება გამომივიდა - ასეც მსურდა.

და თუ მაინც აქ ხართ, რით შევძლებ თქვენს გახალისებას?

 

კარგი ამბავი
 

მუსიკალური სივრცე, ისტორიის მოყვარულთა ქსელი, თბილისის პრესკლუბი და ჟურნალისტური კაფე, პოეტური სივრცე, პუბლიცისტური ქსელი, ღია ელექტრონული დღიურები, სახელოვნებო სივრცე დ ინტერნეტმაღაზია - მაგარია!
ანუ ის, რაც თავიდან იყო mebloge.com, ახლა ქართული ვებრესურსების განვითარების კომპანიაა - mebloge networks - თბილისური, ინტელექტუალური, მყუდრო ოფისი აქვს.
პრესკლუბი - თავისი საპრესკონფერენციო სივრცით და პატარა ჟურნალისტური კაფეც.
ვულოცავ ყველა გულშემატკივარს.
გაასწორა!

ამ ბლოგსაც აქვე, კაფეში ვწერ.

 

გაჯანჯლებული ამბავი
 

მთავრობის სხდომაზე, დაბა წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის აღდგენის საკითხი განიხილეს! დადებითად დაამტკიცეს და შესრულებისთვის გადასცეს ქვემდგომ ორგანოებს!

ამ საკითხისადმი სუბიექტურად განწყობილი ვარ, იგი ძალზედ მაღელვებს, ამიტომაც ვახსენე.

საქმე ის გახლავთ, რომ ეს სასიხარულო ამბავი ამა წლის 7 მარტს მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას მერე სამი თვე გავიდა და ბევრი არაფერი გაკეთებულა. მხოლოდ დანგრეული კიბეების დემონტაჟი შესრულდა და, ჩემი აზრით, უარესი მდგომარეობა მოვიღეთ - ქანდაკებასთან ასასვლელად და მის გარშემო ბაქნისა და კედლის მოსაწყობად, მშენებლებს, აწი, ალპინისტებივით, თოკებით მოუწევთ მაღლა ასვლა და მასალის ატანა.

არადა, წლის დასაწყისში ხელისუფალი სახალხოდ დაგვპირდა ორ თვეში ჩაგაბარებთო...

საქმეში ხარ? :)

რას იზამ... ყველას თავისი სტილი აქვს - მათ შორის, ჩვენს მთავრობასაც.

მაქვს იმედი, წელს მაინც, მოესწრება მშენებლობის დაწყება-დასრულება და ერის მამას ღირსეულ პატივს მივაგებთ და მის ძეგლს სათანადოდ აღვადგენთ.


სამსჯელო ამბავი
 

ჩვენი ფილოსოფოსი პრეზიდენტი ასპარეზზე გამოჩენას მიეჩვია. ჯერ-ჯერობით „ელავს“, მაგრამ რა უშავს - იქნებ მალე დასჭექოს და დაიგრუხუნოს.

განა სარგებელს მოგვიტანს მისი გრუხუნი?

სცადოს, ერთხელ საცდელად დასჭექოს და იქნებ გამოუვიდეს.

სიმართლის თქმა ნამდვილად ევალება - კონსტიტუციის გარანტია!

მაგალითად, საინტერესოა, ავადსახსენებელ და სამარცხვინო სამთავრობო-სახელისუფლებო პრემიებზე რას ფიქრობს?

თავად თუ აქვს აღებული პრემია და რა დამსახურებისთვის?

გაასაჯაროვოს - რა ხდება პრეზიდენტის ფონდში?

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე მისი პოზიციაა აგრეთვე ნიშანდობლივი. ისე არა - თვეში ერთხელ, აუცილებლობის მიზეზით რომ აკეთებს კომენტარს: რუსეთი არ გააბრაზოთ, უარესად მოიქცევაო.
აქტიურობა და განსხვავებულობა ცუდი არ იყო, მაგრამ ძალზედ დაგვიანებული და უკვე კონტექსტიდან ამოვარდნილი.

კარგი იქნებოდა გაგვეგო, როგორ აფასებს ადგილობრივ არჩევნებს?
იქნებ ისიც გაამხილოს, ვერელმა ბიჭმა ვის მისცა ხმა?

იყო თუ არა, მისი აზრით, საარჩევნო გარემო ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის თანაბარი?

ჰქონდა თუ არა ადგილი ოპოზიციის დევნა-შევიწროებას?

ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის უფლება დავთმეო...
ვითომ, რომ არ დაეთმო და მიწოლოდა პირველ ჩვენებას, გაქაჩავდა?

ქვეყნის იმიჯს გავუფრთხილდიო...
პოლემიკას და საქმის გარჩევებს თავი ავარიდეო...
მაშ, ბატონო პრეზიდენტო, ქვეყნის მთავარსარდალო - რა ფუნქციას ასრულებთ?

ბოდიში მომითხოვია, ამხელა „სტაფი“ რაღაში გჭირდებათ, თუ ხელს არაფერზე აწერთ, შეფასებებს არ აკეთებთ, კომენტარს თავს არიდებთ და სიმართლეს გაურბიხართ?..

ასეთი მეგობრების პატრონს, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე - არ უნდა გერიდებოდეთ სიტუაციის გამწვავება.

ბოლოს და ბოლოს, გაგვიმხილეთ, რითი გაანაწყენეთ თქვენი სიუზერენი?

ბიძინას აზრი ვიცით, პირშიმთქმელი კაცია, ნებით თუ უნებლიეთ შეურაცხოფაც მოგაყენათ: მთელი ცხოვრების მანძილზე, ასეთი ორპირი კაცი არ მინახავსო, ჰოდა მაინტერესებს: მართლა შეიცვალეთ სახე?

 

იმედი მაქვს (ჯერ კიდევ), რომ ჩვენი პრეზიდენტი, სახელმწიფოს დე-იურე მეთაური და ქვეყნის მთავარსარდალი, დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდება.

მაგრამ დამოუკიდებლობა თავისთავად გულისხმობს დამოუკიდებელი გუნდის ყოლას, რომელიც თქვენ, სამწუხაროდ, არ გაგაჩნიათ.

მაგრამ დრო საკმაოდ გაქვთ - წელიც არ გასულა, რაც ქვეყნის მეთაურად აგირჩიეთ.
შექმენით გუნდი.

რამეთუ დამოუკიდებელი გუნდის მეშვეობით, დამოუკიდებელი პრეზიდენტი, არათუ სხვა და სხვა ნაპირებს შორის ლიფლიფასავით თავის დაჭერას, მიმოსვლას, კომუნიკაციას და ობიექტურობას შეძლებს, არამედ დინების საპირისპიროდ გაცურვაც არ შეეშინდება, რადგანაც, მაგ შემთხვევაში, გუნდის წევრები დაეხმარებიან და სამშვიდობოს გაიყვანენ.

ერთგული ხალხი რისკიანობას და სიხისტეს შეგმატებთ - სხვა არაფრისთვის, მხოლოდ სიმართლის ომახიანად თქმისთვის.

- მარგველა - ფილოსოფოსი პრეზიდენტი, მეტსახელად - დაუნდობელი იანუსი!

ვიცი, გიორგის არ ეწყინება და მიიღებს ჩემს მოურიდებელ კრიტიკას, რადგანაც სიკეთე მსურს მისთვის. თბილისელი კაცია და ჩემს შენიშნვებში ნამდვილად იპოვნის მისთვის სასიკეთო რჩევას...

და თუ ეწყინება, თბილისურადაც დავამატებ: აჯობებს, გაბრაზდე ჩემო მარგველ, რადგანაც ქართველების წინამძღოლობას სიბრაზე უხდება! 
 

ნეტავ გავაბრაზო და გამოცოცხლდეს...
საინტერესოა, სიუზერენის აზრიც, პირდაპირი და მოურიდებელი, როგორც გვპირდებოდა წასვლის წინ „პირველი მოქალაქე“: თუ პრეზიდენტი გააკრიტიკა და ორპირი უწოდა, ამ გაზულუქებულ და უსახო ტიპებზე რას ფიქრობს, რომლებმაც მილიონობით ლარი დაუწერეს თავის თავს პრემია?

2007-ში რომ ეთქვა სიმართლე და არა 2012-ში, იქნება სხვაგვარად წასულიყო ჩვენი ქვეყნის საქმე და ავცდენოდით კიდეც ომს.

 

ბატონო ბიძინა, თქვენს მიერ ჭაობიდან ამოთრეულ და დანიშნულ მთავრობას კი ასე ვეტყვი:

მთავრობისა და ხელისუფლების წევრებო!
თქვენნაირი ხალხი ვერასოდეს გაძღება!

ყოველ ჯერზე, ერთი და იგივე ფოცხს აბიჯებთ ფეხს - ნუთუ არ ძალგიძთ ერთი სვლით მეტი გათვალოთ? - გადააყირავებთ ურემს და მხოლოდ მერე გახედავთ გზას.
მერე ისევ;
მერე კიდევ...
ეგრე ხომ ურემი დაგეშლებათ?

 

ამას წინ, სპექტაკლზე ვიყავი - ვაკის სარდაფში. „ანტიგონე“ ვნახე. მომეწონა. ერთ მომენტში, მარგველა ნორჩ და გულწრფელ ანტიგონეში წარმომესახა, ხოლო მის სიუზერენში, მეფე კრეონი დავინახე.

მერე საქართველო განმისახიერდა ანტიგონეში და რუსეთი კრეონში.

მოკლედ, გაუმარჯოს ხელოვნებას!
ვისიამოვნე.

 

რიტორიკული კითხვა მაქვს (ადრეც დამისვავს): 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანიის დროს სიუზერენზე „აკიდებული“ დღევანდელი ხელისუფალი რომ გამოსულიყო სიტყვით და ეღიარებინა: ათასობით პრემიალურებს დავუწერთ საკუთარ თავს და ხელიც არ აგვიტოკდება, ისე ავიღებთო, მისცემდა ქართველი ხალხი მათ თავის ხმას?

არ მისცემდა.

ხმას არა, მაგრამ ცოცხები შეიძლება დაერიგებინათ.

მილიონობით ლარი მიითვისეს და თავიც იმართლეს - გვეკუთვნისო (!)

- ამიხსენით, მართალებო, რითი განსხვავდება ეგ პრემიები ნაქურდალისგან?
ქურდობას შნო და გამბედაობა მაინც უნდა, მათი ეს ქცევა „ნაშკოდნიკარს“ უფრო ჰგავს.

ეს პრემიალურები, განვმეორდები - მილიონობით ლარი - შიდა ქართლში რომ დაგვეხარჯა, ეგრეთწოდებული მავთულხლართების სიახლოვეს, ოსი მოძმეების დასანახად, მცირე საწარმოები აგვეგო, გზები გაგვეყვანა, გარე განათებები დაგვემონტაჟებინა, ქართველი გლეხებისთვის სარწყავი წყლის საფასური გაგვეუქმებინა (რომელ წყალსაც ოსები, თურმე, უფასოდ გვაძლევენ), მიწები სრულად დაგვეხნა, დაგვეთესა, ბაღ-ვენახები გაგვეშენა, შხამ-ქიმიკატები დაგვერიგებინა, ნორმალური სახლები აგვეგო ჩვენი დევნილებისთვის, ნუთუ არ აჯობებდა?

აბა, როგორ აპირებთ ამ ხალხის შემორიგებას - ცარიელი სიტყვებით?

- აგერ, არჩევნებიც ჩაატარეს, რუსეთთან შეერთებასაც მისცეს ხმა.

- რას ვეუბნებით ჩვენ, რას ვთავაზობთ? ხალხია იქაც, ადამიანებია, ექნებათ აზრი...

 

დასასრული

თქვენ რა გითხარით! ხომ შემოგთავაზეთ, თავი გამანებეთ და დოჩანაშვილს ჩაუჯექით-მეთქი?!

ჩემო მკითხველო, უფალი გფარავდეს, თქვენ და მთელს საქართველოს!

 

P.S. ანტიდისკრიმინაციული კანონი არ მომწონს. ფარსია.

ვიცი, რომ მისი არმიღებით რაღაცა დაგვიშავდებოდა.

მაგრამ ჯერაც ვერ მივიღე ხელისუფალისგან კონკრეტული პასუხი კითხვაზე: არმიღების, ან გადადების შემთხვევაში რა დაგვიშავდებოდა?

რა ღირს ეგ „დაშავება“ - რა ფასი აქვს?

რომ მივიღეთ - რა მივიღეთ?

მერკელის, ბაროზოს და ობამას უარი?

არა?!

თქვენ რომ პრემიები მიიღეთ ვიცით, გავიგეთ, მაგრამ ჩვენ რა სარგებელი ვნახეთ, გარდა იმისა, რომ ხელს მოგვაწერინებენ და ნებას დაგვრთავენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმოთ, რომელიც წევრობის არანაირ გარანტიას არ იძლევა.

უამრავი პირობაა კიდევ შესასრულებელი წევრობის მიღებამდე და იქნებ, უპრიანი ყოფილიყო, ჯერ სხვა დანარჩენი შეგესრულებინათ და მხოლოდ მერე გეზრუნათ პიდარასტების უსაფრთხოებაზე.

თქვით სიმართლე - ამ კანონის მიღების ქვაკუთხედი ხომ ეგ პუნქტი იყო?

რატომ გგონიათ, რომ „ნაბრძანები“ დავალების უპირობო შესრულება ქვეყანას წაადგება?

თავისუფალ სამყაროში უნდა მიგვიღონ, როგორც თავისუფალი ერი!
და არა როგორც მონა ან მონადყოფილი!

სიტყვა „არა“ ან „ვერა“ თქვენს ლექსიკონში მოგეძებნებათ?

სიმართლეა, რომ თქვენ გააკეთეთ ის, რაც ერის უმრავლესობას არ სურდა.

თქვენ იჩქარეთ.

არადა დრო გქონდათ განგემარტათ ერისთვის ყველა დადებითი და უარყოფითი გარემოება.

თქვენ დაეთანხმეთ უდიდესი წინაღობის შექმნას აფხაზებთან და ოსებთან შერიგების საკითხში.

თქვენმა ერთსულოვნებამ კი, თქვე-ჩემო „78-იანებო“, ნათლად დაგვანახა, რომ თქვენ მარიონეტები ხართ!

„რავა, ჩემნაირად ხაჭპურების დაცხობას მიჰყვეს ხელიო“...

ვფიქრობ, მალე გადახვალთ ხაჭაპურების დაცხობაზე...

უმეტესობა კარგა ხნის გადასული იქნება... 

ასე ეს...


„გონიერსა მწვრთნელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდესო”, -  ნამდვილი ნათქვამია ეს.

ადამიანი უგუნურია და მე მათთვის რომ ვარ, ისინი ჩემს წინააღმდეგ და ეშმაკეულის

მხარეს არიან აპააა! სიკეთე თუ გინდა ხალხისთვის, სიყვარული უნდა ჩაუთესო გულში.

უგუნური თუა, სიყვარულს რანაირად ჩაუთესავ? მარტო შიშით ვერ ჩაუთესავ. აპა, როგორ? რაფერ და, დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებიო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევიო“.
                                                                                  ჭაბუა ამირეჯიბი. „დათა თუთაშხია“

 

ვითომ ვერ ხვდებით რას მოაწერეთ ხელი?
სად არის ამ კანონში ერთსქესიანთა ქორწინებაზე საუბარიო? - მართალი კაცის შემართებით კითხულობთ.

არ იცით?!
 

„– იცის აპა, რავა გგონია შენე?! ხალხს თუ უთხარი – ადამიანი ხარო, რას გეტყვის, თუ იცი?

ადამიანი თუ ვარ, მაშინ მეც შემიძლია, შენი მაგიერობა გავწიო და გამოდი მაქედანო.

გამოხვალ, დაჯდება შენს მაგიერ და გაუბედურდება. ცხენი და სახედარი ხარ-თქვა, უნდა ელაპარაკო! ადვილად იჯერებენ ამას. თვითონაც იციან, ასე რომაა, იჯერებენ და წესიერად და ბედნიერად არიან. ასეა ეს, მარა პირდაპირ არ უნდა ელაპარაკო, შეპარვით უნდა უთხრა, ქარაგმით!“
                                                                                  ჭაბუა ამირეჯიბი. „დათა თუთაშხია“

 

 

P.P.S. და ბოლოს, ამ პატარა ქართველ გოგონას, მარიამ კახელიშვილს მოუსმინეთ და იქნებ თქვენც ჩემნაირად, ცოტა ხნით, გაგიჟდეთ...

მარიამის ნიჭს განვითარება, ხელშეწყობა და პატრონობა უნდა, და არა მხოლოდ პრიზი, „იქს-ფაქტორის“ იურიდიულ საბუთში ასახული.

ჩვენ ერსაც განვითარება, ხელშეწყობა და პატრონობა სჭირდება, და არა მხოლოდ იურიდიული საბუთები.

მოუსმინეთ!

იქნებ დაგაძაგძაგოთ, სისხლი აგიჩქეფდეთ, დაგაბაბანოთ და მერე გამოფხიზლდეთ კიდეც...

დისკრიმინაცია და ხაჭაპური

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

16.06.2014

გამოიწერეთ არხი

160x600

160x600

160x600

160x600

bottom of page