top of page

ძვირფასო საზოგადოებავ, გულითადად მოგესალმებით ჩვენს არაჩვეულებრივ ავიალაინერზე და ბედნიერ მგზავრობას
გისურვებთ... უმორჩილესად გთხოვთ, ადგილები დაიკავოთ და დამცავი ღვედები შეიკრათ“...
„ნატვრისთვალი“
2012 წ.

 

 

ნამდვილი ახალი წელიც მოვიდა!
ბრწყინვალე ხასიათზე ვარ - უკეთესს ვერ ინატრებ.
მსურს ყველას, მთელს საქართველოს მივულოცო და ვუსურვო ბედნიერება. დე, ახალი წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის უკეთესი ყოფილიყოს, უფრო ბარაქიანი, უფრო მადლიანი, უფრო მშვიდი.
მსურს ძალზედ მოკლედ, გაგახსენოთ თუ რაზე გესაუბრეთ განვლილ წელს და რა თემები იყო ჩემს სივრცეში აქტუალური.

მშვიდობის ელჩები და ქართველი მეომრების შერიგება;
გოეთე და სხვა და სხვა აღმსარებლობის ქართველები;
ლექსი წინაპრებზე და მოძღვრის პოვნა;
დაბნეული ამომრჩეველი და ქმრების გულისთვის მებრძოლი ცოლები;
დაქირავებული კილერი ბრედ პიტი და სამჯერ წაგებული დაუმთავრებელი ომი;
კანონიერი კრიმინალები და მერებ კოსტავა;
მამარდაშვილის ფილოსოფიური ხედვა რუსებზე და ოჯახიდან გაპარული სვანი ქალიშვილი;
მშენებლობა და ხალხური ზღაპრები;დაბნეული ლობიო და მოწონებული ინაუგურაცია;აფხაზეთის მუდმივი დეპუტაცია და ქართული სახელმწიფოს ასაშენებელი პროექტის არარსებობა;კომუნისტური ლოზუნგები და რელიგიური ტოლერანტობა;მანდელას გარდაცვალება და ხელფასების მომატება...
და კიდევ ნარკვევი, ესე, სტატია, რომელიც ვერ დავწერე, ვერ მოვახერხე, იმიტომ, რომ ჯერაც მტკივა,
მტკივა იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ახალია ჭრილობა - სულ ახლახან ბერი დავითი, ჭაბუა, მზეჭაბუკ ამირეჯიბი მივაბარეთ მთაწმინდის მიწას.
უფალო, შემაძლებინე ღირსეული სიტყვით პატივის მიგება ამ ბუმბერაზი მამულიშვილისთვის...
ცოტა კი დავდარდიანდი, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება, სიცოცხლე მეფობს,

სიცოცხლე იბადება,
გილოცავთ ახალ კალენდარულს, დამდგარ შობას და ახალ ნაღდს -  ახალ წელს გილოცავთ ქართველებო,
ასე სამებით გვეზეიმოს მარადჟამს!
იხარეთ, იხარეთ, გამრავლდით და გაძლიერდით!
აქვე მსურს ხაზგასმითა და პატივისცემის გრძნობით, მივულოცო ახალი წლის დადგომა mebloge.com-ს. ამ ელექტროჟურნალს რომ ვახსენებ, უაღრესად ამაყი ვხდები.
ფრანგული ფილმი „ადამიანი ორკესტრი“ თუ გინახავთ?..

არ არსებობს, ნახვის შემდეგ კარგ ხასიათზე არ დადგე.

ჰოდა, რაღაც საერთო ამ ფილმის მთავარ პერსონაჟთან კოტეს, ამ პორტალის სულისჩამდგმელსაც აქვს, ვინაიდან და რადგანაც, იდეის ავტორი, განმახორციელებელი... ანუ, ადმინისტრატორი, პროვაიდერი, დიზაინერი, რედაქტორი, მუსიკალური გამფორმებელიც, ფოტოგრაფი, სარეკლამო მენეჯერიც - ერთი სიტყვით, მასპინძელიც და პატრონიც ერთი კაცია - კონსტანტინე ნიშნიანიძე, რომელიც ძალზედ წინააღმდეგი იყო ამ წერილის ამ სახით და ამ შინაარსით გაშვებისა, მაგრამ „ფიშკაც“ იმაშია, რომ თავად აქვს დაწესებული ბლოგზე წესი და საკუთარ წესს თავადვე ემორჩილება - ავტორის სრული თავისუფლება საკუთარ სივრცეში. უბრალოდ, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, მაგიტომაც ვარ ასე თამამი,

და მსურს, რომ სახალხოდ, თქვენთან ერთად, მადლიერების გრძნობით ვთხოვო: დაისვენე ჩემო საყვარელო ძმაო, დაისვენე! 
დიდება საქართველოს, ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას!
გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიყვარულს, სიხარულს, სიკეთეს, სიმშვიდეს, გულს გონიერს და წრფელ სულს!
მრავალჟამიერ! 
დიდება უფალს!

მომილოცავს, საქართველოვ!

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

13.01.2014

bottom of page