top of page

„Pink Floyd“- ასე ვამბობდით შორეულ ახალგაზრდობაში, როდესაც ვაფასებდით წინადადებას, რომელიც მიმდინარე საუბარს თემატურად და ხისტად ცვლიდა.

 

გაზაფხულიც დადგა...

ბუნებაც იღვიძებს, - ფერადდება არემარე.

ჩვენც ხამუშ-ხამუშ ვიგრძნობთ სისხლის აჩქარებას...

ენერგიას მივიღებთ, მზისგან, ცისგან, ჰაერისგან, საკვებისგან...

დღეც გაიზრდება, ღამე დამოკლდება, აღარ შეგვცივდება, ირგვლივ დათბება...

ანუ ყველაფერი გაიღვიძებს, ბუნებაც, ჩვენც და გარშემო დავანებული სიცოცხლეც.

თითქოს უფალიც იღვიძებდეს.

 

რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი, პოლიტიკა და ომი რომ არ არსებობდეს.

 

Pink Floyd...

 

ერთ ტემპში ცხოვრება ძალზედ რთულია, წარმოუდგენელიც კი.

მაგრამ ზოგი იჩემებს, იქაჩება, თითქოს იცოდეს გამოსავალი - უცნაურია, ალბათ ეჩქარებათ, ნეტავ სად?

დრო იმდენად ძვირფასია, რომ სიჩქარე მას ვნებს, შეუგრძნობადს ხდის, გემოს აკარგვინებს...

აი, მუსიკაში მოსულა, შეიძლება ტემპი დაიჭირო, „გამები“ გადააბა;

მხატვრულ ნაწარმოებშიც, კინოშიც, სპექტაკლშიც, მაგრამ ცხოვრებაში გამორიცხულია ერთ ტემპში რონინი.

როგორც ძილის გარეშე ვერ გაძლებ დიდ ხანს, ასევე ვერ დაიჭერ მუდმივად ერთ სიჩქარეს - ძნელად მოიძებნება დედამიწაზე არსება, რომელსაც ეგ ძალუძს.

მაგრამ მოიძებნება!

მაგალითად, ჭიჭკიტია, - ჭიანჭველა. უცნაური ცხოვრების წესი აქვს ამ მშრომელ მწერს. დღედაღამე მუშაობს, შეუსვენებლად, გაუჩერებლად, ხარისხიანად, პატიოსნად, არ ზარმაცობს და არ იტყუება, საოცარია პირდაპირ, საიდან აქვს მას ეს წესიერება, ნუთუ შრომისმოყვარეობას თან ერთად სინდისიც ახასიათებს?

უცნაურია...

ანუ, უცნაურია იმიტომ, რომ ბოლომდე ვერ ამოხსნილა ეგ ფენომენი, თორემ უცნაური აღარ იქნებოდა.

თუ იქნებოდა?

მოვლენის ახსნა არ ნიშნავს მის ჩვეულებრივობას და მისი არსის შეცნობის შემდეგადაც იგი კვლავაც შეიძლება ინარჩუნებდეს უცნაურობას.

ნუ მიწყენთ და „ჭიჭკიტია კაცების“ ნაკლებობაა საქართველოში.

ოფლის დაღვრაზე კი არა, სისხლის დაღვრაზეც ყველა თანახმაა... სიტყვიერად.

მაგრამ, საქმე-საქმეზე რომ მივა, საძებარია ხალხი. გადაბრალება და სხვისი გამოაშკარავება?

იცოცხლე!
სულხან-საბას აქვს ნათქვამი, რუსეთში მოგზაურობის დროს... მეუცნაურა თავიდან, მაგრამ სიმართლეა და რა გინდა რომ ჰქმნა?...
ასე უთქვამს: „ეს რა უცნაურ ქვეყანაში მოვხვდი, ფეხმძიმე კაცები პირველად ვნახეო!“
რუსებზეა ეგ ნათქვამი.
დღეს კიდევ, ფეხმძიმე კაცებით არის სავსე საქართველო.
არ მინდოდა ასე მწარედ თქმა, მაგრამ ვთქვი და ნუ შემრისხავთ ძალიან.

მოყვარეს პირში უძრახეო - ნათქვამია.

 

რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი, პოლიტიკა და ომი რომ არ არსებობდეს.
 

Pink Floyd...

სულხან-საბასი არ მიკვირს, გენიოს ან გამოჩენილ პიროვნებებსაც ახასიათებთ უცნაური გამონათქვამები.

რამოდენიმე მათგანი.

ნელსონ მანდელა:
„თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ბრიტანეთს აქვთ არჩევნები, ისინი არ ითხოვენ დამკვირვებლებს აფრიკიდან ან აზიიდან, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს არჩევნები ისინი ითხოვენ მათზე დაკვირვებას“.
პრინციპში, გასაკვირი არ არის, მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში, „გასატყდომია“ - ამერიკელების ქედმაღლური ქცევაც და ჩვენი მორჩილებაც.

საპასუხოდ, რუსეთი საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავს და ამ შემთხვევაში არანაირი აზრი არ აქვს ქაჯი პუტინი წარმოაჩენს იმპერიის ინტერესს, თუ რომელიმე ახლად გამოჩეკილი დემოკრატი - როდესაც საქმე რუსეთის იმპერიულ ინტერესებს ეხება, ყველანი ერთ ხმაზე მღერიან!
უკვე მერამდენედ, რუსებმა დაადასტურეს, რომ ნეომონღოლოი დები არიან. მათ სისხლში, სტეპებში მოთარეშე მონღოლების გენი სჭარბობს და არ არის მათგან გასაკვირი არც მიმტაცებლობა, არც უტიფრობა, არც სისხლისმსმელობა და ათასი სხვა რამ მანკიერი ქცევა.
უბრალოდ უცნაურია, რა ძალა ჰქონია გენს...
პუტინს თავი ზეკაცი ჰგონია და პლანეტით თამაშობს!
უკრაინელებს კი დიდად ესაჭიროებათ გონებაც, მოთმინებაც, ერთობაც და გამჭრიახობაც.
ფაქტია: „მაიდანზე“ გულშემატკივრად ჩასული „რუსი გენერლები“ ნამდვილად არ სჭირდებათ...


რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი, პოლიტიკა და ომი რომ არ არსებობდეს.
 

Pink Floyd...

უცნაურობაზე მსურდა საუბარი, მაგრამ გადავდებ.

ახლა წავალ და დავიძინებ, და რომ გავიღვიძებ მერე გავაგრძელებ.

უცნაურად ვიქცევი? - შენდობას გთხოვთ, მაპატიეთ!
მთავარია ცუდად არ მოვიქცე.

უცნაურობიდან ცუდად მოქცევამდე ერთი ნაბიჯია.

სუბიექტურობამ შეიძლება მცდარი აზრი დაგიტოვოს, ობიექტურობაა აუცილებელი.

ოთხმოციანების ბოლოს, ჩემი ძმაკაცი საკუთარ ქორწილში რეზინის კედებით იყო მისული, თეთრი „ექსპერიმენტები“ ეცვა - ერთი შეხედვით უცნაური იყო.

სუფრაზე, ქორწილში, სიმამრს წამდაუწუმ მისი კედებისკენ გაურბოდა თვალი. ბოლოს ვერ მოითმინა და მკაცრად გაგვკიცხა ყველა: - სირცხვილი და მოწიწება დაჰკარგეთ ახალგაზრდებმა!
აბა რა იცოდა პატივცემულმა, რომ ფეხები ატკინა სიძეს ახალმა „ინსპექტორებმა“, ქუსლები გადაატყავა და მაგიტომაც ჩაიცვა სახელდახელოდ ნაყიდი ჩინური კედები.

ერთხელაც ვითხოვ შენდობას, განვმეორდები: უცნაურობიდან ცუდად მოქცევამდე ერთი ნაბიჯია. სიმართლის დასადგენად ობიექტურობაა საჭირო. ობიექტურობისთვის კი, ინფორმაცია.

 

რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი, პოლიტიკა და ომი რომ არ არსებობდეს.

Pink Floyd...

უცნაურობას მიზეზი აქვს, სხვანაირად არ არსებობს, მაშინ უცნაურობა კი არა, სიბეცე და სიგიჟე იქნებოდა.

მაგალითად, უცნაურია, მაგრამ ორჯერ ბოდიშის მოხდა არ შეიძლება!„ზედიზედ ნათხოვნ პატიებას, ბოროტიც თან მოჰყვებაო“! გფარავდეთ უფალი.

P.S. უცნაურია ჩვენი ხელისუფალის მხრიდან ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც პლანეტას დენთის სუნი ასდის. ცუდი კი არაა, უბრალოდ უცნაურია. რამდენჯერაც არ ვეომეთ რუსეთს, იმდენჯერ წავაგეთ, ჩვენ რაგბში ვუგებთ, ისინი ომს გვიგებენ.არადა, რა გინდა? - უშიშროების ორი საბჭო გვყავს. ჰოდა, ცოტა უცნაური კითხვა მაქვს: სომხეთის სახელმწიფოსგან თუ გვაქვს რაიმე გარანტია, რომ მისი ტერიტორიიდან კვლავაც არ შემოგვიტევენ ბომბდამშენები? თუ მერე კვლავ მოიბოდიშებენ?


P.P.S. რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი, პოლიტიკა და ომი რომ არ არსებობდეს.


მარტინ ლუთერ კინგი:
„თუ ადამიანმა არ იცის რისთვის მოკვდებოდა, ის არც სიცოცხლის ღირსია“.
ამ შეკითხვაზე პასუხი შეიძლება კაცობრიობის უმეტესობამ ვერ გასცეს. ან სიკვდილის წინ, ორი წამით ადრე უპასუხოს მას,
და რა - არ არიან სიცოცხლის ღირსნი?! ძალზედ მომთხოვნია კინგი, თორემ იდეაში სწორია: - თუ არ იცი სიკვდილის ფასი, ესე იგი სიცოცხლესაც ვერ შეაფასებ...

დეზმონდ ტუტუ:
„ჰოლოკოსტი არ აძლევს იმის უფლებას ებრაელებს, რომ მშვიდობიანი პალესტინელები დახოცონ“.

სუბიექტურად ნათქვამია და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ნობელის პრემიის ლაურიანტს ებრაელების დატუქსვა განუზრახავს. თორემ სინამდვილეში ებრაელები პალესტი ნელებს ჰოლოკოსტამდეც ხოცავდნენ, „ათასი წლებით“ ადრე და არც პალესტინელები აკლებდნენ მშვიდობიან ებრაელებს ხოცვა-ჟლეტას.
 

მაჰათმა განდი:
„მე მომწონს ქრისტე, მაგრამ არ მომწონს ქრისტიანები, ისინი საერთოდ არ ჰგვანან მას“.

მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა განდის მიმართ, ინდოელი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ერთმნიშვნელოვნად ვერ ითავისებს იმას, რომ იესო ღმერთია, სამყაროს შემოქმედი და მასთან მსგავსებაც იმდენადვე რთულია, რამდენადაც შეუძლებელი. 

მაგრამ ჭიჭკიტიასი არ იყოს, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც იესო მეგობრებად თვლის და ისინი, რა თქმა უნდა, ჰგვანან თავის მეგობარს.

უცნაურია?

ვინმე იტყვის, რომ უფლის მეგობრობა უცნაური მოვლენა არ არის?

 

ლეონარდო და ვინჩი:

„ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს... და მაშინ გამვლელებმა იგი გადაჭრეს“.

იცოდე შენი ადგილი!ზედმეტად თავს ნუ გამოიდებ და არ გამასხარავდებიო! რატომღაც რუსეთზე და ყირიმზე გავიფიქრე...

 

წმ.ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსი:

„ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდეო“!

მეც მანდა ვარ: ბოროტება რომ ამხილო, ჯერ სიკეთეს უნდა იცნობდე! 


რა ლამაზი იქნებოდა ყველაფერი, პოლიტიკა და ომი რომ არ არსებობდეს.

 

Pink Floyd...

 

ევროპის აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც მინდა შევეხო.

ფაქტია, „დასავლეთი“ მოკავშირეებს ეძებს, სამხედრო-ეკონომიკური გაძლიერება და მასთან ერთად რუსეთის დასუსტება სურს, ჩვენც და უკრაინასაც მაგ მოტივით გვპატიჟებს თავის რიგებში.

The war and teh Pink Floid

მერაბ დოლიძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

11.03.2014

გამოიწერეთ არხი

160x600

160x600

bottom of page