top of page

ხატია მუმლაძე

01.10.2014

მიზეზი,თუ რატომ გადავწყვიტე ასეთი ჩანაწერი გამეკეთებინა, ჩემივე შეგნებიდადან გამომდინარეობს. საკუთარ გამოცდილებასა და ცხოვრებაზე დაყრდნობით გაკეთებული მცირე ჩანახატია. ვფიქრობ, მკითხველი სათანადოდ გაიგებს.

ადამიანური ფასეულობები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება ჩვენი ყოფიერება და ყოველდღიური ცხოვრების წესი, ხანდახან საფუძვლიან რედაქტირებას საჭიროებს.

ყველასთან დგება მომენტი, როცა აღმოვაჩენთ, ჩვენი შეხედულებები და კრედო შესაცვლელია. გვბეზრდება სულელური პრინციპების პატივისცემა , რომლებიც რეალურად არაფერში გვჭირდება, არ ვიყენებთ მაშინ, როცა საჭიროა.

ცვლილება დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მთელი ცხოვრების მანძილზე ჩამოყალიბებულ აზროვნებას მარტივად ვერ შეცვლი. 

საკუთარ თავთან გაუცხოვებასთან ერთად,  გარშემომყოფთათვისაც უცხოდ გამოჩდები. ძველი ინდივიდის ახალი სახით  გამოჩენას ყოველთვის როდი აქვს კარგი შედეგი.  ძირითად წინააღმდეგობას აქ ვეჩეხებით და ვიღაცებთან  იდეოლოგიურ ჭიდილში გვავიწყდება ის, რის გამოც გადავწყვიტეთ  ჩვენი ცნობიერების შეცვლა.

ვცდებით, როცა საკუთარი თავის შესაცვლელად ანგარიშს სხვის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას ვუწევთ. ადამიანებს გვიყვარს სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა, უსარგებლო რჩევების მიცემა, გაკრიტიკება ან პირიქით - წახალისება.

წარმოვიდგინოთ, რომ ვიცით ერთმანეთის აზრის, სულიერი თუ პოლიტიკური მრწამსის პატივისცემა, უბრალოდ ვცხოვრობთ საკუთარი პიროვნების ფუნდამენტური ცნობიერებით.

ასე ბევრად უკეთესია - ცხოვრება აღარაა მოსაბეზრებელი, ჭეშმარიტად ისადგურებს „კაცთა შორის სათნოება და სიყვარული.“

ცხოვრება ცხოვრებისთვის, ესაა რაც არ ვიცით და გვაკლია.

ფილოსოფოსობა არაა საჭირო, რათა მიხვდე,  რომ უნდა ვიცხოვროთ და ვიაროთ იმ გზაზე, რომელიც ჩვენია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა და გავუფრთხილდეთ ჩვენ მიერ დატოვებულ კვალს. 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page