top of page

ხატია მუმლაძე

04.11.2013
 

შემოდგომა ყოველთვის მასევდიანებს, ნეგატიურ ფიქრებთან ასოცირდება… არადა ლამაზია. ბუნება ნელ-ნელა გაგუებს ზამთრის დადგომას - ფოთლები ცვივა, ბალახი ხმება, მზე კი უწინდებურად ვეღარ ათბობს...
აივანზე ხშირად ვდგავარ და შემოდგომის გრილ სურნელს ვიყნოსავ, უკვე შიშველ და შემოდგომის ფერებში ჩაფლულ ბაღს გადავყურებ. ისე ეულად და უმწეოდ გამოიყურებიან ხეები...
სურვილი მიჩდება, გავიქცე და ყველა მათგანს ჩავეხუტო.
ბავშვური ფიქრია, მაგრამ მაინც...
ბავშვი აღარა ვარ, თუმცა ბავშვური ფიქრები და ოცნებები ისევ შემომრჩა.
მეუბნებიან, სახეც ბავშვური გაქვსო, მაგრამ რავიცი, მთავარია გული ბავშვობს.
არადა, 22 წლისა რაღა ბაშვია....
სასაცილოც კი ვარ ხანდახან,  ბავშვივით რომ ვიქცევი.
გუშინ, ავტობუსის გაჩერებაზე, ორი პატარა ბიჭი, 11-12 წლისა იქნებოდნენ, ჩურჩულებდენ: " ეს გოგო რამდენი წლისა იქნებაო?"
ერთმა მხრები აიჩეჩა და ჩუმად გამოაპარა თვალი.
გამიკვირდა. გამეღიმა კიდეც.
საერთოდ, ბავშვების ყურადღებას ხშირად ვიპყრობ, ბავშვებისა და ძაღლების. ქუჩის ძაღლებიც კი კუდის ქიცინით მხვდებიან. მიყვარს ისინი, ზოგადად ცხოველთა მოყვარული ვარ , მაგრამ ძაღლების - განსაკუთრებით .
ვცოფდები, როცა ცხოველს ჩაგრავენ, ყველა მაწანწალა ძაღლი მეცოდება, რამდენჯერმე უცხო ადამიანებთან კამათიც კი მომსვლია საცოდავი ძაღლის ცემის გამო.
ბავშვობაში ვოცნებობდი, უპატრონო ძაღლთა თავშესაფარი გამეხსნა - ეს ოცნებაც შემომრჩა დღემდე.
წინა ცხოვრება თუ არსებობს, ალბათ ძაღლი ვიქნებოდი, შავი, ბზინვარე ბეწვიანი სეტერი...
მართლაც, რა ბავშვურად სასაცილოა ეს აზრი.
ერთი წლის წინ, გერმანული ნაგაზი მყავდა, ერთი თვის იყო, მისი გაზრდა რომ დავიწყე, ვილჰელმი ერქვა, სახელიც მისი წარმოშობის მიხედვით შევურჩიე.ბოთე ძაღლი კი იყო.დღისით ვაბამდი, ღამეს კი მეზობელ ეზოებში ხეტიალს უნდებოდა. დილით, ხან რომელი მეზობელი მოვიდოდა საყვედურით, ხან რომელი. არადა, ჩვენთან არაფერს აშავებდა...ნუ, ყოველშმეთხვევაში, დაბმული Jერთ დილასაც, სევდიანი მომეჩვენა, საჭმელს პირი არ დაადო, წყლიანი თვალებით საცოდავად შემომყურებდა.მივხვდი, რაღაცა აწუხებდა, მაგრამ მისი დახმარება ვერ შევძელი....ამჟამად ძაღლი არა მყავს, სახლში ორი პატარა "ბაიას" ყოფნის გამო, ძაღლის ადგილი არ არის.ისე, ბევრი ძაღლი გამოვიცვალე, ყველაზე დიდ ხანს ჩაპა მყავდა, ჯიშიანი არა, მაგრამ ძალიან გონიერი და ჭკვიანი იყო.სიბერით მოკვდა.ჩემთან ერთად აივანზე დგომა უყვარდა - ორ ფეხზე ატოტილი დაეყრდნობოდა ხოლმე მოაჯირს და სველ ცხვირს ხელზე მადებდა - ეს ნიშნავდა, რომ უნდა მოვფერებოდი.ეს ჩანაწერი მართლაც ბავშვის დაწერილს გავს... აი, იმ ბავშვის, ძაღლის რომ უნდა და მშობლებს ვერ ითანხმებს.მაგრამ, ხანდახან, კარგიცაა ბავშვურად ქცევა - აქ ადამიანის გულწრფელობა და სულიერი მდგომარეობა ჩანს.მთელი ცხოვრება რომ შეიძლებოდეს ბავშვობის შენარჩუნება შევინარჩნებდი, ყოველშემთხვევაში ბავშვურ ფიქრებსა და ოცნებებს არ შევწყვეტდი.ასაკის მატებასთან ერთად, ცხოვრება უფრო და უფრო მეტს მოითხოვს შენგან, ბავშვობაში დარჩენა ძნელია.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page