top of page

ხატია მუმლაძე

12.11.2013
 

"ქალები რთული არსებები არიან..."
"ქალებს რას გაუგებ.."
მამაკაცების თითქმის 100% ამ ფრაზების მომხმარებელია.
ვეთანხმები - რთულები ვართ, მაგრამ, თუკი მოინდომებენ, ჩვენი გაგება არც ისე ძნელია. ქალების საყვარელი ფრაზა კი არის - "ყველა კაცი ერთნაირია."
ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთნაირი იყოს... - რა აიტანდა ამდენ ერთნაირ, წუწუნა არსებას (წუწუნა კიდევ, მსუბუქად ნათქვამია).
ქალისაგან განსხვავებით, კაცი უფრო მარტივი არსებაა, ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია, მთავარია მშიერი არ იყოს, ლამაზი ცოლი ჰყავდეს, იყოს სექსუალურად დაკმაყოფილებული და ჰქონდეს ლუდი. ზოგ შემთხვევაში მანქანაც პრიორიტეტულია. დამტკიცებული არ არის, მაგრამ მამაკაცებს ჭკვიანი ქალები აფრთხობთ. ლამაზი და სულელი უკვე მისაღებია, თანაც როგორ უყვართ ისინი. "ჩემო სულელო ბაჭია." "ჩემო ბოთე გოგო." ნებისმიერ სისულელეზე ატირებული გოგო, ხომ ისეთი საყვარელია, პირდაპირ "ჩასაყლაპი". აბა თუ მაგარი ქალი ხარ, მასთან ისეთ საკითხებზე დაიწყე საუბარი, რაც დაადასტურებს, რომ ინტელექტითა და ჭკუით მასზე მაღლა დგახარ, ის "შეურაწყოფილ" სახეს იღებს და უხერხულად ჩაახველებს, მერე შარშანდელი თოვლივით ქრება. თუმცა არ ვამბობ რომ ყოველთვის ასეა, კიდევ ერთხელ დაგვიფაროს ღმერთმა. ჭკვიანი ქალები დავრჩენილვართ გასათხოვრები. ხო, ჩემს თავს ჭკვიან ქალად მივიჩნევ და ამაში მხოლოდ ინტელექტი არ იგულისხმება. პირველ რიგში ქალს ჭკუა ცხოვრებისეულად უნდა ჰქონდეს, ჭკუასუსტი ქალი ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტი მეუღლე და დედა, ის ყოველთვის დარჩება იმ ასაკში, როცა პირველად მოეწონა ბიჭი. ასეთ ქალებს გათხოვებაც მალე ბეზრდებათ და მამაკაცებთან ურთიერთობაც. ერთი ჩემი ნაცნობისა არ იყოს, როგორც კი ოჯახში წინაღობას წააწყდა, მაშინვე დაიწყო "კაკანი", საერთოდ რაში მჭირდება ქმარიო. ქმარი ყველას ჭირდება, ნუ, ქალებს მითუმეტეს... ცოლად რომ გაყევი და ორი ბავშვი გააჩინე, მაშინ ხომ გჭირდებოდა ეგ "ოხერი" ქმარი?! ან მანამდე უნდა დაფიქრდე სანამ გათხოვდები, გჭირდება თუ არა ქმარი, ან თუ გათხოვდები, შეიშნოვე.
შეიძლება ვიღაცა შემედავოს, ზოგი ქმარი ისეთია, ჯობია საერთოდ არა გყავდესო, მაგრამ აქაც ჩვენი ასარჩევი არაა, როგორს გავყვებით ცოლად... 
ნათქვამია, "სანამ შეგიყვარდება, მანამდე უნდა გაახილო თვალი, თორემ სიყვარული ბრმააო." თუმცა თავიდან ყველა "მილინკია", მერე იწყებენ გაჯეჯილებას. ეს თემა არაეთხელ გამხდარა მსჯელობის საგანი. ქალებს მაგის მეტი სალაპარაკო რა გვაქვს?
...დავსხდებით და მამაკაცებზე ჭორაობის „არომატით“, ხუთ წუთში დასალევ ყავას მთელი დღის მანძილზე ვსვავთ. ჭორაობა კი ქალების საყვარელ საქმიანობად ითვლება, მაგრამ, რა დასამალია და, არც მამაკაცები ჩამოგვრჩებიან. ერთად შეკრებილი ოთხი კაცი უკვე ის კომპანიაა, სადაც აქტიურად განიხილება ქალთა მრავალფეროვნება თითოეული მათგანის ცხოვრებაში...
მიდის თხრობა და ბაქი-ბუქი.
ზოგადად, ამ თემაზე საუბარი ქალსაც და კაცსაც ერთნაირად უყვარს. ერთმანეთზე ჭორაობის მეტი აბა რა დაგვრჩენია, როცა საქმე არაფერი გვაქვს. რაც უნდა ვაკრიტიკოთ ქალებმა კაცები და პირიქით, ერთმანეთის გარეშე, უბრალოდ ვერ ვიარსებებთ.. ესეც ხომ ფაქტია?
:)

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page