top of page

ხატია მუმლაძე

18.10.2013
 

ყველას ცხოვრებაში ყოფილა წუთები, როცა თავს საშინლად გრძნობ... მტკივნეულად დასამახსოვრებელი პაემანიც ყველას ქჰონია ალბათ - პაემანი, რომელიც სასიამოვნოდ დაწყებულა და ჩხუბით დამთავრებულა.
ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც, წასულა სახლში გულგატეხილი, ცრემლმომდგარი და გაბრაზებული.
ასე ვიყავი ორი დღის წინ.
არადა, მასთან შესახვედრად მხიარული განწყობით, ახალნაყიდი კაბითა და ტუჩზე მისი საყვარელი ფერის პომადით წავედი.
თითქმის ორი წელია ერთად ვართ. ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც კი არ გვიჩხუბია; ჩემს მიმართ უნდობლობა და ეჭვი არასოდეს გამოუხატავს.
თურმე დიდ ხანს ითმენდა, მე კი ვერ ვხვდები თუ სად და როდის დავუშვი შეცდომა...
ყველაზე ცუდიც ესაა - საკუთარ შეცდომას ვერ ხვდები ადამიანი!
ორი წლის ბავშვივით თავჩაღუნული ვიდექი მის წინ და შენიშვნებს ვისმენდი.
თავის დაცვა არც მიცდია. უფრო სწორად, ვერ მოვახერხე - ერთი სიტყვის თქმაც საკმარისი იყო და ტირილის დავიწყებდი.
მე კი არ მსურდა მას ჩემი ცრემლი ენახა.
ჩემი დუმილი მოთმინებას უფრო აკარგვინებდა, ჯიქურ მიყურებდა თვალებში და სიტყვებს ითხოვდა ჩემგან.
არა ჰქონდა მნიშვნელობა რას ვეტყოდი - უბრალოდ, რაღაც უნდა მეთქვა...
ბოლოს, მაინც ავტირდი, თუმცა არც ტირილის უფლება მომცა, მკაცრად მომთხოვა შემეწყვიტა და ისე დავლაპარაკებოდი; თვალებში მეყურა და მისი თითოეული სიტყვა გამეაზრებინა.
იმ წუთებში აზროვნება არ შემეძლო. ისიც კი არა მჯეროდა, თუ ის ასეთი იდგა ჩემს წინაშე, მისგან მესმოდა ეს სიტყვები...
ახლაც არა მჯერა.
არ ვიცი, გაბრაზებული ვარ თუ გულნატკენი, თუ ორივე ერთად.
მხოლოდ ის ვიცი, რომ მიყვარს, მიუხედავად მისი ასეთი გარდაქმნისა.
თუმცა, ალბათ, ეს საშინელი შეგრძნება, რომელიც მისი საქციელის გამო დამეუფლა, კიდევ დიდ ხანს არ გამივლის.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page