top of page

ხატია მუმლაძე

24.10.2013
 

ის ადამიანი ვარ, რომელიც ოცნებობს, ფიქრობს, ენატრება, უყვარს, ცდილობს, იტანჯება, ვერ ეგუება, იღლება, ტირის, შფოთავს, სტკივა...
ჩემში ყველაფერია სიძულვილის გარდა.
რატომ მაიძულებთ, რომ მძულდეს?
სიძულვილი ხომ ყველაზე დამღუპველი გრძნობაა, ხანდახან თვით სიყვარულსაც კი ამარცხებს. მუდამ მას ექიშპება, ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამორჩება, ხან კი უსწრებს კიდეც.
ის დაუნდობელია, ვცდილობ თავი ავარიდო, მხოლოდ მიყვარდეს და ვერავითარი სხვა გრძნობა ვერ დაეპატრონოს ჩემს გულს. დაე, მტკიოდეს, ვიტანჯებოდე სიყვარულის გამო, ვიდრე მძულდეს. სიყვარული აფრთიანებს (რედბულის არ იყოს) სიძულვილი კი პირიქით, კლავს და ანადგურებს.
მეგობრები ხშირად ხაზს უსვავენ ჩემს ზედმეტ რომანტიულობას, თუმცა სიყვარული ზედმეტი არასოდეს არის. პირიქით - ხანდახან არა მყოფნის.
ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის არის ეს გრძნობა, ჩხუბისა და დაშორების შემდეგაც კი მიყვარს.
ვინც (რაც) მიყვარს, ვერც დრო და ვერც ტკივილი ზეგავლენას ვერ ახდენს მასზე. შემიძლია სიყვარული დავინახო იქ, სადაც თითქოს არ არის, მაგრამ ის ყველგანაა.
სიძულვილი კი მუტაციაგანცდილი სიყვარულია.
ერთხანს მიმაჩდა, რომ სიყვარულზე ბევრი წერა და ლაპარაკი სენტიმენტალურია, ცოტათი მოსაბეზრებელიც. ბოლოს და ბოლოს არსებობს სხვა ცხოვრებისეული ცნებებიც, რომლებიც ისევე საჭიროა, როგორც სიყვარული.
ძალიან ცოტა ხანს ვფიქრობდი ასე - სიყვარულის გარეშე აზროვნებაც კი გამიჭირდა.
დავაბრუნე ისევ ჩემს ცხოვრებაში - გავამეფე!
მე კი მისი ერთგული მსახური გავხდი...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page