top of page

Nicky Famme

01.10.2013
 

ცხოვრება მუსიკას ჰგავს...
როგორც მუსიკაა მრავალფეროვანი, ისეა ცხოვრებაც.
ან, უფრო პირიქით - როგორც ცხოვრებაა მრავალფეროვანი, ისე მუსიკაც...
და, რათქმა უნდა, ადამიანიც.
ზოგი კარგ მუსიკას უსმენს და ზოგი კი ცუდს.
ზოგი მუსიკას შლეგად გადააქცევს, სხვა კი თავად გაშლეგდება მუსიკით.
”სუსხი მოხვევს ქუჩას ხელებს...
რაკარუკით ჩამოუვლის დაჟანგებულ სახურავებს...
...და ეს კაცი ამ მუსიკას აუჭედავს მუზის ნალებს,
შემდეგ მასზე შემოჯდება და ზეცისკენ გააქანებს.”
მართლაც რომ ასეა, ზოგი  ზეცისკენ მიექანება,ზოგი მიწაზე ხოხვას ამჯობინებს.
ჰო,  ყველა ერთნაირი ვერ იქნება.
ყველას თავის ცხოვრება აქვს, მაგრამ რა ვქნა...
ჩემთვის, და ვიცი - თქვენთვისაც, მიუღებელია ისეთი ადამიანი, ვინც მხოლოდ ხოხვით კმაყოფილდება და სურს, რომ სხვამაც, მხოლოდ იხოხოს!
მეც ხშირად მიწევს „ცუდი მუსიკის“ თქმენა და მინდა რომ გამოვთიშო!!!
აღარ მსურს ცინიკოსების სმენა.
მათი, ვინც ღიმილსაც კი აქრობენ და მზესაც აბნელებენ.
ჰოდა, მოდით გამოვთიშოდ მზე... და ავანთოთ მთვარე!
გამოვაცხადოთ ჩრდილების ღამე!
დიალოგები იყოს მხოლოდ მზერით.
და მერე, იქნებ მათ, ვისაც ხოხვა აკმაყოფილებთ და უკუნი სიბნელე ურჩევნიათ, მობეზრდეთ სიბნელეში „ცუდი მუსიკის“ ჯღრიალი...
აანთონ მზე!
და მოუსმინონ... 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page