top of page

Nicky Famme

08.10.2013

როგორი დაუნდობელი და სასტიკია ცხოვრება...

და როგორი დაუნდობელია ადამიანი!
ისე გატკენს გულს, რომ თვითონ ნერვიც არ აუტოკდება!
თან, როდესაც ამას ჩადის ის, ვინც ძალიან გიყვარს...
ეს კიდევ უფრო ამწარებს ისედაც მწარეს!
არადა, შენ მისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ყველაფრისთვის მზად ხარ.. და მან ეს იცის - არაერთხელ უნახავს.
და რას იღებ სამაგიეროდ?
აბუჩად აგდებას, ჩაგვრას, წყენას!
რატომ ხდება ასე?
და ეს ხდება წლების მანზილზე!
რატო გამომიგზავნა ღმერთმა ასეთი გასაცდელი?
ნუთუ ეს დავიმსახურე?
დავიმსახურე და მე ვერ ვხვდები ამას?!
იმედი მქონდა რომ ეს აღარ გამეორდებოდა, მაგრამ...
გუშინდელი დღე დღიურიდან  ამოვხიე და გადავაგდე...
ჩემი დაღვრემილი სახის ცქერა თავადაც აღარ მინდა.
რაც მთავარია, არ ვარ ეგეთი - ამ ბოლო დროს გავხდი - უხასიათო.
არ მინდა, მოსაბეზრებელია... ყველასთვის.
მეც კი მომბეზრდა ჩემი თავი ასეთი. მინდა დავბრუნდე, მაგრამ რაღაც არ მიშვებს. ჩემშია ჩაბუდებული და არ მასვენებს. 
მგონია, რომ ლამაზ აზრებს ტაბუ დავადე.
მახინჯი აზრების პედალს კი ისე დავაჭირე ფეხი, რომ ვეღარ ვაჩერებ.
არ ვიცი, რამ შეიძლება აღმიძრას ბრძოლის უნარი, რომ ამ ყველაფერს მოვერიო, დავაჭირო ბოლოს და ბოლოს მუხრუჭს და გავჩერდე, მოვტრიალდე, დავბრუნდე. ახლა ვზივარ სიგარეტის კვამლში და კიდევ და კიდევ ვეწევი -  მინდა მოგონებებს დავემალო.
მორჩა...
მომბეზრდა დაღვრემილობა!
დღეს, უკვე წერაც!
მოვუსმინოთ მუსიკას - უებარ მკურნალს
და ვიცეკვოთ... თუნდაც ეულად, სარკესთან
რა, ვერა?

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page