top of page

Nicky Famme

27.09.2013
 

დილის ხუთის ნახევარია, მაგრამ მაინც არ მეძინება.
ვწევარ და მივჩერებივარ ღია აივნის კარებს.
მალე ირიჟრაჟებს - ახალგაღვიზებული ჩიტის ჩუმი ჭიკჭიკი ისმის.
ერთი კუპლეტი მახსენდება...
ბევრი, ბევრი წლის წინ, ჩემმა მეუღლემ დამიწერა: 
"ახლა თენდება და გარიჟრაჟი ღამის ოცნებებს ცივად გაფანტავს,/და გიჟის ფუნჯი, მეორე ღამეს,  შენს სახეს ისევ ჩუმად დახატავს..."

დიდი არაფერი, მაგრამ მაინც, რა საოცარია ეს ყველაფერი...
ან, რა საოცარი იყო!
იყო? – ეგეც საკითხავია.
ნუთუ, მართლა გაფანტა ოცნებები გარიჟრაჟმა?
მზემ გაანათა ირგვლივ ყველაფერი და აი, მკაცრი რეალობა – ის, რაც ოცნებებს მიღმაა.
ჰო, რა - ალბათ გაფანტა, რადგან ის ნახატი მე არასდროს მინახავს – მხოლოდ ჩანახატს მოვკარი თვალი და, ისიც სადღაც გაქრა!
არადა, როგორ მინდოდა ამ ნახატების გამოფენა – მსურდა ყველას ენახა, თუ როგორი კარგი და ლამაზია ეს ნახატები – ყველა დამტკბარიყო ამ სილამაზით.
მე ასლების შექმნა მომიწია - ხომ უნდა დაინახოს ხალხმა, რომ  სილამაზე კვლავაც არ სებობს და  ეგრე არ იკარგება?
სასაცილო რა არის იცით?
ყველას სჯეროდა, რომ ეს ასლები ორიგნალები იყო. 
ჰმ, რა გულუბრყვილოა ეს ხალხი.
ან, ეგებ, უბრალოდ მასეთად  გაჩვენებენ თავს და, სინამდვილეში, არ ჯერათ ამ ყველაფრის?
არ ვიცი.
შეიძლება მე მგონია ეგრე...
და სინამდვილეში, ეს მე ვარ გულუბრყვილო.
არ ვიცი!
და მე ძალიან ბევრი რამ არ ვიცი.
ახლა გამიელვა:
იქნებ ვცდები და ის ჩანახატიც მე თვითონ დავკარგე?
აუ, მომბეზრდა!
Я устала быть сильной, устала понимать, входить в положение, прощать. Я хочу быть просто женщиной: слабой, счастливой и любимой – ამასწინ ამოვიკითხე სადღაც, აღარ მახსოვს სად... და ამეკვიატა.
ხანდახან, ეს ჩემი ფიქრებიც გადამეტებული მგონია.
არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი მოვიგონე.
მაგრამ, ისე, რატომ უნდა შემეთხზა ასეთი რამ – მაზოხისტი არ ვარ, ალბათ....
თუ ვარ?
აუ, აღარ მინდა ნიღაბი – მისგან სახე მეწვის!
მორჩა, გათენდა.
და რა მერე, რომ გათენდა?!
მე ღამე უფრო  მიყვარს – ჩემს თავთან მარტო ვრჩები და ვოცნებობ.
და ნეტა რაზე?
ისევ ის ლექსი გამახსენდა, რომელიც გარიჟრაჟთან ერთად, ოცნებებს ფანტავს...
ჰო, რა...
გათენდა და არ დაიხატა არანაირი ნახატი, გარდა წარსულისა, რომელიც აღარ დაბრუნდება...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page