top of page

Nicky Famme

28.09.2013
 

დღეს 41 წელი შემისრულდა!
ყველაზე საინტერესო ის არი, რომ ისევ 20 წლის მგონია ჩემი თავი. ერთადერთი, შვილებს რომ ვუყურებ, მაშინ ვხვდები რომ პატარა აღარ ვარ.
ისე, საერთოდ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი შუახნის წლოვანების - მაინც ვერ ვგრძნობ ასაკს, შვილებიც, იმდენად პატარა სხვაობაა ჩვენს შორის, რომ და-ძმა მგონია ხანდახან. ერთის მხრივ, კარგია და მეორეს მხრივ - არა!
ზედმეტი არაფერი ვარგა.
იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომ ხშირად ზღვარსაც გადადიან და ვერ აღმიქვავენ დედად. ეს ძალიან მაბრაზებს და საკმაოდ სერიოზული ჩხუბი მიწევს იმისთვის, რომ გავაგებინო, თუ რა არის უმცროს-უფროსობა და ვის უნდა დაუჯერონ.

დაბადების დღე კი მაქვს, მაგრამ არ ვარ მხიარულ ხასიათზე!
საკმაოდ მძიმე დღე მქონდა და ვიცი, ხვალაც ასეთივე დაძაბული ვიქნები.
ხოლო თუ რატომ, ეგ დიდი ისტორიაა და დროთა განმავლობაში დავწერ - ახლა არ მინდა ცუდ ნოტაზე გადასვლა - ასეთია თუ ისეთი, მაინც დაბადების დღე მაქვს და არ მსურს მთლად ცუდი ემოციით შევხვდე.
იმ მოლოცვებიდან, რასაც კი მივიღებ, იმ კეთილი სურვილებისგან, რასაც მისურვებენ, ერთი სურვილი ყველაზე ძალიან მირჩევნია ამისრულდეს!
ამას მაინც ვერვინ მაჩუქებს და ისევ მე შევისრულო, ასე მომიწევს - რადაც უნდა დამიჯდეს!
საკმაოდ რთული შესასრულებელია, ნუ, რა თქმა უნდა ღონე თუ მეყო... მაგრამ უნდა შევძლო.
ისე, სულ მიკვირს, რატომ უხარიათ დაბადების დღე..
რა არის აქ სასიხარულო?
...გემატება წლები და ნელ-ნელა ბერდები.
უფ!

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page