top of page

Nicky Famme

29.09.2013
 

ნუთუ შეიძლება ასე...
მე მატყუარა და მშიშარა ვარ!
მშიშარა, იმიტომ რომ სიმართლს თქმა მეშინია!
მატყუარა, იმიტომ რომ ვატყუებ იმ ადამიანს, რომელთანაც ათობით წელი მაკავშირებს.
ამას ბევრი მიზეზი აქვს და სწორედ ამითაა თავს რომ ვიმშვიდებ.
არა, რა - ძალიან ცუდად ვიქცევი! 
მაგრამ თავს რომ ვერ ვერევი, რა ვქნა?
არ ვიცი, როგორ მოვიქცე - ნიღბისგან არა მხოლოდ სახე მეწვის, არამედ უკვე გულიც და ასე მგონია, ბოლოს გავაფრენ!  
ახლაც, ისეთი დაძაბული ვარ, რომ ჩემს თავზე ვეღარც ვფიქრობ.
შვილი ყველაფერს წონის - ჩემი განცდების გვერდზე გადადება მიწევს და იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება ერთ საათში, ან ხვალ!
ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებ!
როგორც ჩანს, ქვის ვარ... ან, საერთოდაც, არ მაქვს გული და ნერვები!
არადა, დღეს არ ვიყავი ცუდ განწყობაზე... 
მერე, დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე და მივხვდი რომ სიზმარში ვარ.
გამოვფხიზლდი და ჩემს რეალურ ყოფას დავეჯახე!
რა ვქნა, რა? - ვიყვირო?
ვინმე გაიგებს ჩემს ყვირილს?
ვერვინ!
რატომღაც მგონია, რომ ერთ ადამიანს ესმის ჩემი!
ისე, მე ეგოისტიც ვარ!
თან, მგონი იმაზე ეგოისტი, ვისაც ვატყუილებ.
რა სააშინელი ადამიანი აღმოვჩნდი!
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ყველაფერს ვერავის ვუამბობ - ვერავინ გამიგებს, ასე მგონია.
ან, ეგებ გამიგონ, არ ვიცი!
მეშინია!

„კოჭლი მგელი სოფლის პირას მთვარის შუქზე ისე ყმუის,
ალბათ აჩრდილს ეუბნება თავის დარდს და გულის ტკივილს...

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page