top of page

რადიოსადგური „ამერიკის ხმა“ ევრაზიული, რუსული და აღმოსავლეთევროპული კვლევათა ცენტრის დირექტორს, ანჟელა სტენტს ესაუბრა. ინტერვიუ ამერიკის, რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკას ეხება, საინტერესოდ ჩავთვალეთ და გთავაზობთ თარგმანს

ანჟელა სტენტ: „ეს უკრაინის უნიკალური სტატუსია“

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

02.11.2014

160x600

160x600

- თუ კი კონგრესი რესპუბლიკელებმა „აიღეს“, რა შეიცვლება პოლიტიკაში?

- აქამდე, ამ საკითხებთან დაკავშირებით სენატში ორივე პარტია თანხმდებოდა ... საგარეო პოლიტიკის კომიტეტში ხომ დანამდვილებით ასე იყო. ვფქირობ, თუ კი რესპუბლიკელები უმრავლესობით მოვლენ, სავარაუდოდ, გაიზრდება წნეხი სანქციათა კიდევ მეტი გააქტიურების მიმართულებით, რადგან ამ დრომდე, სანქციები პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე იყო შემოღებული და კონგრესში დამტკიცებული არ ყოფილა. ასევე, მოსალოდნელია, რომ მიიღებენ გადაწყვეტილებას უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი კანონის ძალას ვერ შეიძენს, თუ პრეზიდენტმა არ დაამტკიცა. ისე კი, არ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელების მხრიდან სენატზე კონტროლის მოპოვების შემხთვევაში, პოლიტიკაში დიდ ძვრებს უნდა ველოდოთ.

- რუბლის კურსი ეცემა და, სავარაუდოდ, რუსეთის ცენტრალური ბანკი მალე უარს იტყვის მის მხარდაჭერაზე. როგორია ამის გრძელვადიანი შედეგები? რამდენად ხანგრძლივად გაძლებს რუსული ეკონომიკა? ვიდრე საზოგადოება აღშფოთებას დაიწყებდეს...

- ეს ძალიან საინტერესო იყო... სოჭში, ე წ. „ვალდაის“ შეხვედრა-დისკუსიაზე, საიდანაც ახლახანს დავბრუნდი, იყვნენ ექსპერტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ სანქციები კარგია რუსეთისათვის, რადგან ეს აიძულებს ქვეყანას საკუთარი მოთხოვნებისათვის აწარმოოს და გახდეს თვითკმარი. მაგრამ ჩვენ, ამავე დროს, გვესმოდა, რომ არ არის ახალი ინვესტიციები და არც უცხოელი ინვესტორები არიან. კიდევ უფრო რთულია იქნება, თავად რუსების იძულება, რომ ფული რუსულ ეკონომიკაში დააბანდონ. ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება. კრემლი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა პატრიოტულ გრძნობებზე აპელირებით, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ აიძულო მათ ითმინონ ის, რაც ხდება. მაგრამ თუ ვითარება გაუარესებისკენ წავა, დაეცემა ცხოვრების დონე, ძალიან რთული იქნება იმის წინასწარმეტყველება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

- რამდენად დიდ ხანს შეძლებს ხალხი მოთმენას?

- მე ვფიქრობ, მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარი ხელფასით ვეღარაფრის უფლებას თავს ვეღარ მისცემენ, დაიწყება უმუშევრობა და დაირღვევა ცხოვრების სტანდარტები, ხალხი გააქტიურდება. მაგრამ ამ დრომდე ჯერ კიდევ შორსაა, რადგან რუსეთს მნიშვნელოვანი რეზერვები აქვს...

- რუსეთი BRICS-ის ფარგლებში (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური ჯგუფი - რედ.) დოლარისგან გათავისუფლებას ცდილობს. ეს რეალურია?

- თუ ჩვენ დოლარის ჩანაცვლების ფინანსურ ასპექტსა და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე ვსაუბრობ, ცხადია, ეს შესაძლებელია, მაგრამ ვთვლი, რომ უახლოეს ორ წელიწადში ეს ნაკლებსავარაუდოა.

- NATO სულ უფრო ხშირად ავრცელებს ცნობებს რუსული სამხედრო ავიაციის უცნაური მანევრებისა და თავისი რეაქციის შესახებ. რაში ჭირდება ეს მოსკოვს?

- თუ თქვენ პუტინის იმ სამსაათიან გამოსვლას მოუსმენთ, რომელიც მას სოჭში ჰქონდა, მიხვდებით, რომ რუსეთი, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ ყველა ბოროტებისთვის, რომელიც ახლა მსოფლიოშია, პასუხისმგებელი დასავლეთია და ახალი მსოფლიო წესრიგის დრო მოვიდა. მათი აზრით, დროა აშშ-მა და ევროპამ შეიგნოს, რომ ასე გაგრძელება უკვე შეუძლებელია. მაგრამ ეს დაშინების ტაქტიკაა. ესაა საშუალება, დაარწმუნონ ადამიანები, რომ რუსეთი არ დანებდება და არ შეცვლის თავის პოლიტიკას. რუსეთს აღიარება ჭირდება. მას სურს გვაიძულოს გადავხედოთ იმას, თუ როგორ გვარდება მსოფლიო პრობლემები.

- ამაში ბალტიის ქვეყნებისათვის განკუთვნილი შეტყობინების ამოკითხვაც შესაძლებელია?

- იმ მომენტიდან, რაც უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო და მიმდინარეობს ე. წ. ჰიბრიდული ომი, რომლის მომსწრენიც დღეს ვართ, ეს პუტინის ერთ-ერთი მიზანია - მას სურს ჩრდილი მიაყენოს NATO-ს წესდების მეხუთე პარაგრაფს. პრეზიდენტ ობამას გარდა, სხვა ლიდერებმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ დაიცავენ ბალტიის ქვეყნებს, მაგრამ ამ ქვეყნების მოქალაქენი ამას სკეპტიკურად უყურებენ. საბოლოო ჯამში, ეს მოსკოვის ანტიდასავლური პოლიტიკის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია.

- მოდით ვისაუბროთ უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებზე, რომელიც სამართლიანად იქნა აღიარებული..

- ჩემი აზრით, ახლა უკრაინას ჰყავს საუკეთესო ხელისფლება, რომელიც შეიძლებოდა ჰყოლოდა და ჰყავდა ბოლო 22 წლის მანძილზე. რადაში ახლა ჭარბობენ ძალები, რომლებთაც სურთ რეფორმები და პროდასავლური კურსის შენარჩუნება. რუსული პროპაგანდა ამ ხელისუფლებას ნეონაცისტურს უწოდებს, მაგრამ შედეგი საპირისპიროზე მეტყველებს. ახლა, პრეზიდენტ პოროშენკოსთვის და მომავალი პრემიერმინისტრისთვის შანსი გამოჩნდა. მაგრამ რთული დროებაც იწყება. მათ ძალები უნდა მოიკრიბონ, გაატარონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას. დასავლეთი მათ ამაში მხარს დაუჭერს. ძნელი იქნება - მათი ქვეყნის ნაწილი ხომ სეპარატისტებს აქვთ ოკუპირებული, მაგრამ ვიმეორებ - ეს მათი შანსია. თუ ისინი არ მოახდენენ მკაფიო დემონსტრირებას, რომ აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას, მაშინ, რამდენიმე ხანში, ევროპის ფინანსური ინსტიტუტები გადახედავენ დახმარების მიზანშეწონილობის საკითხს. გარდამტეხი მომენტი სწორედ ახლა დადგა.

- არჩევნები... უფრო დაზუსტებით კი არჩევნების სრულიად საწინააღმდეგო რამ, ჩატარდება აღმოსავლეთ უკრაინაშიც. ეს პრობლემა ქვეყნისთვის რამდენად ხანგრძლივია?

- ვფქირობ, სწორედაც რომ ხანგრძლივი პრობლემაა. კონფლიქტის გაყინვა ხდება. აი, იმის მსგავსად, რაც დნესტრისპირეთში მოხდა. ანუ, კიევი ვერ განახორციელებს კონტროლს ქვეყნის ერთ ნაწილზე, სადაც, ამასთან ერთად, მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. არჩევნები ჩატარდება რეგიონში, სადაც მუნიციპალური შენობები დაკავებულია. ძნელი წარმოსადგენია, თუ რაში შეიძლება ეს ყოველივე გადაიზარდოს... თუ კვლავ ძალადობის აქტები არ განახლდა. უკრაინამ, ევროკავშირმა და რუსეთმა მინსკის შეთანხმებები იმიტომ გააფორმეს, რომ ამ ვითარებას სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. უკრაინას ძალიან დიდი მსხვერპლი ელის, თუ კი უკეთ მომზადებულ და რიცხობრივად ჭარბ რუსულ არმიას შეეტაკება. ის ერთიან სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა მას არ ექნება კონტროლი დონბასზე. ის ახლა ძალიან შორსაა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებიდან. არც ევროპა და არც ალიანსი ამისკენ არ ისწრაფვის. ერთადერთი, რაც უკრაინას დარჩენია, ესაა შეასრულოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პირობები. როგორც ადრე აღვნიშნე, მოახდინოს რეფორმების გატარების განზრახვის მკვეთრი დემოსნტრირება. ხილულ მომავალში, უკრაინა დარჩება ევროპასა და რუსეთს შორის - ეს უკრაინის უნიკალური სტატუსია.

- მაგრამ უკრაინა ევროპული ქვეყანაა და მას აქვს შეხება საზღვრების უსაფრთხოებასთან. რა შეუძლია ევროპას, რომ ამ კუთხით გააკეთოს?

- ევროპას სურს, რომ რუსეთმა გააცნობიეროს: ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, ყველამ აღიარა ტერიტორიათა ეს დაყოფა და არავითარი აზრი არ აქვს იმ წესრიგის აღდგენისკენ სწრაფვას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის დამკვიდრდა. მაგრამ, მეორესმხრივ, ყირიმის ანექსიისა და ჰიბრიდული ომის პირობებში, დგას საკითხი თუ როგორ შეიძლება რუსეთის დარწმუნება საზღვრებისა და ჰელსინკის ხელშეკრულების იმ პუნქტის ხელშეუხებლობაში, რომლის თანახმადაც საზღვარი მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს. ის რისკენაც ახლა რუსეთი მოგვიწოდებს, სავსებით ცხადად ჩანს ვლადიმერ პუტინის გამოსვლაში - დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და გადავხედოთ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს. შესაძლოა, მომავალში მოხდეს კიდეც ასე, მაგრამ ეს სულაც არაა უკრაინის პრობლემის მოკლევადიანი გადაჭრის გზა.

- მასთან გარიგების დადება შესაძლებელია?

-  რა თქმა უნდა, და შესაძლოა რამდენიმესიც, მაგრამ ამ გარიგებათა ბუნება საეჭვოა, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებისთვის. ევროკავშირი და აშშ არ აღიარებენ ყირიმის ანექსიას. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღიარების შემთხვევაში, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინიდან შეიარაღებულ ძლებს გაიყვანდა, მაგრამ დღეს სრულიად ცხადია, რომ ეს არ მოხდება. თუკი მომავლისკენ გავიხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი რთული იქნება აშშ-სთვის და ევროკავშირისთვის ამასთან შეგუება, მოუწევთ აღიარება, რომ საზღვრები მაინც შეიცვალა. შესაძლოა მომავლის გამოწვევა ისიც იყოს, რომ დავრწმუნდეთ - მსგავსი რამ არ მოხდება.

- მაგრამ თუ კი ეს მოხდება, აინთება ყვითელი შუქი და სხვა ქვეყნებიც, რომელთაც მსგავსი ამბიციები აქვთ, მოინდომებენ ამგვარი რამის გაკეთებას...

- ეგრეა. დღის წესრიგში დადგება ისეთი საკითხები, როგორიც ვთქვათ უნგრეთის ტერიტორიული პრეტენზიებია რუმინეთთან. უამრავი ტერიტორიული დავა არსებობს. მაგალითად, გერმანიას, ჰიპოთეტურად, შეუძლია განაცხადოს, რომ კალინინგრადის ოლქი პრუსიის ნაწილი იყო. ერთი სიტყვით, უამრავი საკითხი წამოიწევს.

- ცოტა რამ იმ შეხვედრაზეც მოგვითხრეთ, რომელსაც ახლახანს დაესწარით..

- ამ შეხვედრის თემა ახალი მსოფლიო წესრიგი გახლდათ. იდეის არსი იმაშია, რომ ძველი წესრიგი, რომელიც ამერიკამ და ევროპამ დააწესეს, მოძველდა. საინტერესოა, რომ ჩემი კოლეგები, სხვადასხვა ქვეყნიდან, მზად იყვნენ ეღიარებინათ, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი იდეალური არაა, მაგრამ ახალ წესრიგთან დაკავშირებით, იდეები არავის გამოუთვამს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელებმა, რომლებიც შეხვედრაზე მრავლად იყვნენ, ყველას ცხადად მიახვედრეს, რომ ჩინეთი ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაში დაინტერესებული არაა. კერძოდ, ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ისინი ამერიკის, როგორ ლიდერის როლის ზრდას ემხრობიან.
 

ინტერვიუს ორიგინალი იხილეთ აქ

bottom of page