

არსებობს ადამიანი, რომელსაც თქმა შეუძლია, თუმცა დუმს.
ასეთი კაცი ქარის წისქვილს ჰგავს, რომელიც გამუდმებით იქნევს ფრთებს, მაგრამ არასოდეს მიფრინავს
ვ. კლიუჩევსკი
ნათელი ინგილო - რეპლიკა

კოტე ნიშნიანიძე
გთხოვთ, კო მენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

ეს ფოტო გუშინ, პრეზიდენტ მარგველაშვილის საინგილოში ვიზიტის დროსაა გადაღებული.
ცხადია, დარდი, ბრაზი და გულდაწყვეტა ვიგრძენი (ყველა ჩვენგანისთვის კარგად გასაგები მიზეზის გამო), მაგრამ იმ სინათლემაც თავისი ჰქნა, ამ პატარა ქართველის თვალებით რომ უცქერს საქართველოსა და სამყაროს.
საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტს დადებითად ვაფასებ, რადგან ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს ისტორიაში.
სკოლაც მომეწონა და ქართული ტაძრის ამჟამინდელი მდგომარეობაც.
დროა, სხვა საკითხებიც დაისვას.
ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან განსახილველი და დასალაგებელი არა ერთი თემაა – ეს ყველამ ვიცით. იმ სირთულეების შესახებაც მოგვეხსენება, რაც ამ პროცეს ეხლდება.
ახლა ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს და მადლობელი ვიქნები, თუ კი საკითხში ჩახედული ადამიანი მიპასუხებს, ან თუ კი რომელიმე თქვენგანი მიმითითებს ასეთ ადამიანს, რათა მივმართო.
მოკლედ, მაინტერესებს, რამდენად გაადვილებულია კახის ქართველობისთვის დედასამშობლოსთან თუნდაც სატრანსპორტო კომუნიკაცია?
არსებობს თუ არა კეთილმოწყობილი სამანქანო გზა და საავტობუსო მარშუტი (ან, არსებობს კი საერთოდ გზა საქართველოდან პირდაპირ კახში?).
ცხადია, შვეულმფრენის დანიშნაც არაა ცუდი იდეა და თუ დამდგარა ეს საკითხი ოდესმე?
14.02.2014