top of page

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

08.11.2014

ცნობილი ფაქტია - ამერიკაში მიმდინარე იმ მასშტაბის მოვლენა, როგორიც კონგრესის არჩევნებია, მხოლოდ ამერიკას არ ეხება - ის, თუ ვინ განსაზღვრავს ვაშინგტონის პოლიტიკას, მთელს მსოფლიოზე ახდენს გავლენას.

რამდენიმე დღეა, სურათი კარდინალურად შეიცვალა - კონრესის შუალედური არჩევნები რესპუბლიკეთა გამარჯვებით დასრულდა.

როგორი იქნება ამის შედეგი რუსეთთან ურთიერთობის გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში. ამასთან დაკაშირებით „ამერიკის ხმა“ (რუსული რედაქცია)
საინტერესოდ წერს.

რადიოსადგურის ვებგვერდი იტყობინება, რომ წამყვანი რუსი და ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც რუსეთისა და აშშ-ის საკითებზე მუშაობენ, სკეპტიკურად უყურებენ მოსკოვი-ვაშინგტონის პერსპექტივას

აშშ-რუსეთი: პეიზაჟი არჩევნების შემდეგ

სტივენ პაიფერი მიიჩნევს, რომ კრემლი თავისი მისამართით სკეპტიციზმის ზრდას“ იგრძნობს და ამის მიზეზი უკრაინის კრიზისი იქნება. ამავე დროს, ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში საფუძვლიანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა.


„მე მიმაჩნია, რუსეთისადმი სკეპრიკური დამოკიდებულება ძალთა ამჟამინდელი გადანაწილების გათვალისწინებითაც კი მაღალი იყო. ახლა ზრდაა მოსალოდნელი, მაგრამ არ მგონია რუსეთთან დამოკიდებულებაში კურსის მკვეთრი ცვლის მომსწრენი გავხდეთ.

შესაძლოა კონგრესმა ადმინისტრაციაზე ზეწოლა გაზარდოს, რათა მან უფრო მკაცრი სანქციები შეიმუშავოს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი წნეხი, თუკი ის საერთოდ შეიგრძნობა, სათანადოდ ეფექტური ვერ იქნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკრაინის გამო რუსეთძე სანქციების დადების საკითში კონგრესში აქემდეც ერთსულოვნება იყო.“

ბოლო კვირებია ვაშინგტონში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, რომ რომ თავდაცვის გავლენიანი კომიტეტის სათავეში სენატორი მაქკეინი მოვიდოდა. მან ავტორიტარიზმში პუტინს არა ერთელ დასდო ბრალი და აფრთხილებდა, რომ სახალხო აჯანყების შედეგად ჩამოგდებული კადაფის ბედი ელოდა. პაიფერი თვლის, რომ რესპუბლიკელების მხრიდან კომიტეტის თავჯდომარედ მაქკეინის არჩევა, სავსებით ლოგიკური იქნება.

 

სერგეი როგოვმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებს ყოველთვის ოპოზიციური პარტიის წარმატება მოაქვთ, ხოლო პარტია, რომელის წარმომადგენელიც თეთრ სახლს იკავებს, კარგავს ადგილებს კონგრესში.
„გამონაკლისი, თითქმის არ არსებობს. ე. წ. „გახლეჩილი ხელისუფლების“ კლასიკური ვითარება წარმოიქმნება, რაც თეთრი სახლის სერიოულ პარალიჩს მოასწავებს“ - მიაჩნია ექსპერტს. ის დასძენს, რომ „რესპუბლიკელები ფრონტალური შეტევას წამოიწყებენ, რათა შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებული თავიანთიპროგრამა გაიტანონ: პირველ რიგში ეს სოციალურ საჭიროებათა სახელმწიფო ხარჯებს შეეხება, განსაკუთრებით კი ჯანდაცვას. სამხედრო ხარჯების არც თუ დიდად, მაგრამ მაინც გაზრდა, სავსებით მოსალოდნელია“.

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში შესაძლო ცვლილებების კომეტირებისას, სერგეი როგოვი ამბობს, რომ „რესპუბლიკელები ეცდებიან დაამტკიცონ - ამერიკა ლიდერია და მიუხედავად ზოგიერთი მოკავშირის წინააღმდეგობისა, შესწევს მოქმედების უნარი.“

„მე ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, ამერიკის ირანულ პოლიტიკაზე აისახება. რესპუბლიკელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ირანთან ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმებას, რის მიღწევასაც ობამა ცდილობდა. 

მერე, ეს სირიაში ძალისმიერი მეთოდების მეტი გააქტიურბაა. არ გამოირიცხება არც სახმელეთო ოპერაცია, რომელიც არა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იქნება მიმართული, არამედ უშუალოდ ასადის წინააღმდეგაც.“  - თვლის ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორი.
მომდევნო ორი წლის რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს სერგეი როგოვი მუქ ფერებში ხედავს:
„ბოლო წელბში, რუსეთთან მიმართებაში რესპუბლიკურ პარტიას უკიდურესად ნეგატიური პოზიციები ეკავა. მსურს შეგახსენოთ, რომ 2010 წელს რესპუბლიკელთა ორმა მესამედმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების წინააღმდეგ მისცა ხმა.

სტივენ პაიფერი -  
ბრუკინგის უნივერსიტეტის უფროსი მეციერთანამშრომელი
წარსულში, აშშ-ის ელჩი უკრაინაში

სერგეი როგოვი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კანადის და ამერიკისა ინსტიტუტის დირექტორი

ალექსეი არბატოვი

მსოფლიო ეკონომიკისა და

საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის
საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი

ისინი, ასევე, მკაცრად აკრიტიკებდნენ რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას, რომელსაც ობამა თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ატარებდა. ახლა მათტან სენატზე კონტროლი გადავა და რესპუბლიკელები ეცდებიან საკანონმდებლო დონეზე გაამაგრონ რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ცივი ომი“.

„როდესაც იანვარში კონგრესი შეიკრიბება“ - დასძენს ექსპერტი, - ვფქირობ ორივე პალატაში შეიტანენ შესაბამის რეზოლუციებს, რომელიიც შეეხება როგორც რუსეთის საწინააღდეგო სანქციებს, ასევე უკრაინის დახმარებასაც. თუ კი ეს მოხდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამერიკისა და რუსეთის შორის განახლებული ციხი ომი - სერიოული და ხანგრძლივია. და 2016 წლის არჩევნები, როდესაც ახალი პრეზიდენტი აირჩევა, სავარაუდოდ, არაფერს შეცვლის - ყფრო პირიქით“

ალექსეი არბატოვი: „საკმაო ხანს ვთვლიდი, რომ ბარაქ ობამა, როგორც პრეზიდენტი, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობათა მხრივ, რუზველტის შემდგომ, საუკუთესოა - მასში ყველაზე მეტად იყო პოზიტიური განწყობა, ის მოწოდებული იყო შეთანხმებისთვის - ახალი ურთიერთობის საკითხში, ბურთვული განიარაღების საკითხში, საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით კოორდინირებული მოქმედების საკითხში.“
მეცნიერს მიაჩნია, რომ კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგად, „დემოკრატიული პარტიამ ადგილების სწორედ ობამას დაბალი რეიტინგის გამო დათმო - ის სწორ იდეებს ახმოვანებს, იმსახურებს სიმპათიას, როგორც ლიბერალი ადამიანი, მაგრამ ამერიკელები მის დროს თავს დაცულად არ გრძნობენ.“
ობამას გაუბედავობამ, რომელიც მან საგარეო პოლიტიკურ მოედანზე გამოავლინა, ასევე დემოკრატთა საწინააღმდეგოდ ამუშავდა. „ერთი ადამიანის კეთილი განზრახვები საკმარისი არ არის. საჭიროა ძალიან მყარი ლიდერობა, უსარგებლო იდეალიზმის გარეშე, რომელიც ობამას, საკმაოზე მეტი ჰქონდა. მნიშვნელოვანი ამოცანების დაყენებისას, მას ზედმიწევნით უნდა სცოდნოდა იმ პრობლემათა არსი, რომელთაც ერთი ხელის მოსმით ვერ გადაჭრი. და რაღა თმა უნდა, რუსეთში არ იყო მის მიმართ დადებითი განწყობა. უფრო პირიქით - ობამა განიხილებოდა, როგორც სუსტი პრეზიდენტი.“

ექსპერტს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც კონგრესში შევა და ვაშინგტონ-მოსკოვის ურთიერთობებთან შეხებაში იქნება, სავსებით მოსალოდნელია.

„სანქციების ნაწილში, ურთიერთობათა შეზღუდვისათვის ძალისხმევის ნაწილში, როგორიც იყო ჯეკსონის ცნობილი კანონი, როგორიც მაგნიტსკის კანონია - აქ კონგრეს, ცხადია, შეუძლია სიტყვის თქმა“.

არბატოვი არც ბირთვული გაიარაღების საკითში ელის რაიმე პოზიტივს.
„ცხადია, უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა შეიარაღების შეზღუდვას, კერძოდიმ ხელშეკრულებას, რომელიც მცირე და საშუალო მანძილის რაკეთებს ეხება და რომლის დარღვევაშიც რუსეთს ადანაშაულებენ. კონგრესსი ინიცირებული იქნება მოსმენა, ისევ გაირჩევა ის დარღვევები, რომელსაც რუსეთშ ედავებიან და კონგრესი ობამას წინაშე ხელშეკრულების დენონსაციის საკითს დასვამს.“.

  • Wix Facebook page
  • Twitter App Icon
  • Значок приложения Google +
bottom of page