top of page

2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციაში ვმონაწილეობდი. მანამდე, ზურაბ ჟვანიას ვეხმარებოდი - მაშინ, როდესაც პარტიით ოპოზიციაში წავიდა.
სწორედ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მერე დაისვა ის ყველაზე მტკივნეული კითხვები, რომლებზე პასუხის არგაცემაც, „ნაციონალების“ ხელისუფლების მთავარ პრობლემად იქცა.
პირველი დანაშაული, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლებამ ჩაიდინა 2005 წლის თებერვალში, ის იყო, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერის გარდაცვალებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში გამოვიდა და „განაჩენი“ უკვე გამოტანილად გამოაცხადა.
ეს „განაჩენი“ იმდენად შეურაცხმყოფელი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ბევრი მოქალაქისათვის, რომ ბუნებრივია, პრაქტიკულად, არავინ დაიჯერა ეს „ცინცხალი“ ვერსია.  

რატომ მოხდა, რომ კანონის ასეთი აშკარა და სრულიად უცერემონიო დარღვევა წლების განმავლობაში შერჩა ვანო მერაბიშვილს და ის დღესაც სასამართლოს სკამიდან გვემუქრება?

ამის მერე დაიწყო ძიება, ბატონი სამხარაულის ხელმძღვანელობით და მკვლელობიდან სულ რამოდენიმე თვეში, ეს ბატონიც მოკლეს.
შემდეგ მისი მკვლელიც გარდაიცვალა.

როგორ მოხდა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის მკვლელობის მთავარი გამომძიებელი ასეთ საეჭვო ვითარებაში მოკლეს და შემდეგ, მისი მკვლელობის ყველა კვალი წაშალეს?
რატომ მოგვაყარეს ნაცარი თვალებში?

ამის მერე, სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქმეში ამერიკული FBI ჩაერთო, როგორც მისი მოკავშირე (!). ამის მიუხედავად, ამერიკული ფედერალური გამოძიების ბიუროს მოკვლევამ ცხადად დაწერა, რომ ქართულ ძიებაში მოცემული გაზის რაოდენობით ადამიანი არ უნდა გარდაცვლილიყო.
ამის შემდეგ, ქართულ თარგმანში გაჩნდა მცირე „უზუსტობა“ - თითქოს საქმე პირიქით იყო.
როდესაც დამოუკიდებელი გამოძიების ავტორმა, ვახტანგ კომახიძემ ეს საკითხი წამოჭრა, ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიაჩუმათა ეს საქმე და თაროზე შემოდო. იმის მერე, ჩვენ არაფერია გაგვიგია ჟვანიას საქმის გამოძიებაში რაიმე პროგრესზე. არადა, გაყალბება ძალიან მნიშვნელოვან და არსებით საკითხს ეხებოდა - შეიძლებოდა თუ არა პრემიერი ჟვანია გარდაცვლილიყო გაზის იმ რაოდენობით, რომელიც იმ ოთახში ქართული ძიების მასალებით იყო?   

ამის პარალელურად, კვლევას აწარმოებდა ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, რომელმაც რამდენიმე დაცვის წევრთან ჩაატარა ინტერვიუები და სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ დაცვის ამა თუ იმ წევრის აგდილმდაბარეობაზე მითითებისას, ოფიციალური ვერსია მთლიანად ტყუოდა. აღნიშნულ ინტერვიუთა ნაწილი ვახტანგ კომახიძის ფილმში - „ტყვიის გარეშე“ მოხვდა, მაგრამ „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ, ყური არც აქ შეიბერტყა. რატომ მოხდა, რომ ხელისუფლება გამოძიების დროს არ თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიას ოჯახის უახლოესი წევრებთან? ოჯახს ხომ ყოველთვის ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს მსხვერპლის შესახებ.
ამის შემდეგ იყო შალვა რამიშვილის ცნობილი გადაცემა 2005 წლის გაზაფხულზე, სადაც მან უკვე გრძელი ინტერვიუ ჩამოართვა ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას, სადაც ქალბატონმა ნინომ ძალიან ნათლად და გარკვევით თქვა, რომ ნაციონალების მიერ წარმოებული „გამოძიება“ მთლიანად არასწორი გზით მიდიოდა. მან ეს მშვენივრად დაასაბუთა, ვახტანგ კომახიძის ფილმისა არ იყოს. მაგრამ ამაზეც „ნაციონალების“ მთავრობამ არაფერი გააკეთა. უფრო მეტიც, ამ გადაცემის გაშვებიდან სულ რამოდენიმე თვეში, თვითონ შალვა რამიშვილი აღმოჩნდა ციხეში რამდენიმე წლით. მისი დაჭერის ეპიზოდი ვისაც ახსოვს, 2005 წლის აგვისტოში, იქაც სრულიად ნათელია, რომ ნაციონალების ხელისუფ 

ლებამ შალვა რამიშვილი თვითონვე ჩაითრია ფინანსურ ურთიერთობებში და შემდეგ მხოლოდ ის დააპატიმრა. ამ დაპატიმრების მიზანიც იყო ყველა იმ ადამიანის გაჩუმება, ვინც ჟვანიას მკვლელობაზე ხმას ამოიღებდა.
ამის შემდეგ უკვე მოდის 2007 წელი. მახსოვს, მაშინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ლევან გაჩეჩილაძემ და გოგა ხაინდარავამ, შემდეგ კი ირაკლი ოქრუაშვილმა, კითხვის ნიშნები დასვეს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვეში (ერთში თუ არა) ტელეკომპანია „იმედი“ ისე სასტიკად დაარბიეს, რომ სააკაშვილს ამის გამო პატარა „პოლიტიკური სპექტაკლის“ ჩატარებაც მოუწია, რომელსაც „გადადგომა“ ერქვა.
ტელეკომპანია „202“-იც და ტელეკომპანია „იმედიც“ სწორედ ჟვანიას და შემდეგ, გირგვლიანის საქმეების გამოეძიებას შეეწირა.
რატომ? რა იყო ამ საქმეში ისეთი, რაც აიძულებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ ყველა ის ადამიანი თუ ტელევიზია დაერბია, ან დაეპატიმრებინა, ვინც ამ საკითხზე ხმას ამოიღება?
ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სააკაშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა ამ საქმის გამოძიების გარდა. თავისი პრეზიდენტობის ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მან ტიპიური საბჭოთა კგბ-ს ჰომოფობიური ვერსია გაამაგრა. „ჩვენ, ისე, ზურაბის ხსოვნის გულისათვის არ გამოვიძიეთ ეს საქმეო" - ეს განცხადებაც არის დანაშაულის შემცველი.
რას ნიშნავს ზურაბის გამო არ გამოვიძიეთ პრემიერ მინისტრის გარდაცვალება?
რა უფლება აქვს ვინმეს, განსაზღვროს რა გამოიძიოს და რა არა? და თან, სააკაშვილი აშკარად ცრუობს აქ. ვანო მერაბიშვილის მიერ მკვლელობის დილით გამოტანილი ნაადრევი და ყოვლად ცრუ „განაჩენი“, რომელიც სააკაშვილის პროკურატურამ ბოლომდე არ შეცვალა, იყო სწორედ ის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, რისი გაკეთებაც ხელისუფლბას შეეძლო.ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ საბჭოთა კგბ-ს (მიშა სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას მშობელი ორგანიზაციის) მეთოდები აღარ მუშაობს. საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას და ხელისუფლების მიერ ამის „დამალვას“? და თუ „დამალვა“ იყო განზრახული, რა, გაუჭირდებოდა ხელისუფლება ორი ადამიანის სხვადასხვა ადგილას „აღმოჩენის“ „ჩაწყობა“, როცა ამდენი რამ გააყალბა ამ დაუმთავრებელ და თაროზე შემოდებულ გამოძიებაში?

ახლა არანაირ ვერსიაზე საუბარს არ დავიწყებ. მაგრამ, კარგად იყო ცნობილი, რომ 2004 წელს პრემიერ ჟვანიას რამდენიმე მსხვილ მულტი-ნაციონალურ კორპორაციასთან ჰქონდა კოფნლიქტი. ანუ, ის მათ გზაზე გადაუდგა. ზოგიერთ ამ კორპორაციას სწორედაც რომ იარაღის ან წამლის გადამყიდველები - ამ მაფიის წევრები წარმოადგენდნენ, რომლებიც პრეზიდენტის მფარველობით სარგებლობდნენ. ზოგიერთი მათგანი პრეზიდენტის ოჯახის წევრი იყო.
ახლა უკვე ბევრი რამ ირკვევა. აი, რას ამბობს სამხედრო საქმეებში ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი:  

„უკრაინის „укспецекспорг“-ს, რომელიც ყიდის იარაღს, პირდაპირი კავშირი აქვს „росвооружение“-სთან. შესაბამისად, „росвооружение“-ს თანხმობის გარეშე, უკრაინა ვერ მიჰყდიდა საქართველოს ამ შეიარაღებას.
იარაღით უკანონო ვაჭრობაში დათო კეზერაშვილის მაქინაციური სქემები 2007 წელს გამოიკვეთა. მინისტრობის დროს, მან ოფიციალურად მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, გივი თარგამაძეს. ამ მიმართვის საფუძველზე, პარლამენტში დააყენეს საკითხი - სასწრაფო წესით მომხდარიყო თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება. 2007 წელს თავდაცვის ბიუჯეტი იყო 500 მილიონი, ჩატარდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, გივი თარგამაძის, სააკაშვილის, კეზერაშვილის და მათი გუნდის აქტიურობით, სასწრაფო 

წესით გააორმაგეს თავდაცვის ბიუჯეტი. პირადად მე ხელში მაქვს ნუსხა იმ გაზრდილი ბიუჯეტისა, რა მიმართულებით იხარჯებოდა. პირდაპირ წერია - საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის დაიხარჯა 50 მილიონი, სამხედრო ტექნიკის მოდერნიზაციისთვის - 25 მილიონი, უკრაინიდან შეძენილი საჰაერო თავდაცვითი სისტემის შეძენისთვის - 30 მილიონი...ძვირადღირებული იარაღის ნუსხა, რომელიც ჩამოგითვალეთ, საქართველოში არ შემოსულა, სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია აკონტროლებდა იარაღის ტრაფიკს, თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც ემბარგო ედოთ და აკრძალული ჰქონდათ ამ იარაღის ტიპის შეძენა, მხედველობაში მაქვს შემდეგი ქვეყნები: სირია, ირანი, ლათინო-ამერიკული ქვეყნები...
არის ასეთი ფირმა „ბელ თრეინგი", რომელიც დარეგისტრირებულია შეისელის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა „ბელ თრეინგში", ხოლო იქიდან „სპეცექსპორტში". თავდაცვის სამინისტროს შეეძლო, პირდაპირი წესით, თანხები უკრაინაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ მაშინ ფულს ვერ გააკეთებდნენ. „ბელ თრეინგში" ირიცხებოდა, მაგალითად 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მილიონი კი ირიცხებოდა „უკსპეცექსპორტში". უკრაინიდან იარაღის შესყიდვა მართლაც ხდებოდა, მაგრამ საქართველო რომელ ქვეყანაზეც ყიდდა ამ იარაღს, ის ორგანიზაცია შემდეგ თანხებს რიცხავდა „ბელ თრეინგში". ხდებოდა იარაღის გადაყიდვა. ამ სქემით მოქმედებდნენ ისინი წლების განმავლობაში... კეზერაშვილი რომ წასულიყო პირდაპირ ირანში, სირიაში და იქ მომხდარიყო შეხვედრები, ეს პირდაპირ თვითილუსტრირება იქნებოდა, ამიტომ ირჩევდა ევროპის ისეთ ცენტრალურ ქვეყნებს, სადაც ვერავინ იფიქრებდა, რომ კეზერაშვილი იარაღს ყიდდა... კეზერაშვილის დაპატიმრებამ დაადასტურა ვიქტორ ბუტის დანაშაული. მე როგორც ვიცი, კეზერაშვილი თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან დაასახელა კონკრეტული გვარ-სახელები, ვინც ჩართული იყვნენ იარაღის უკანონო ვაჭრობაში, კონკრეტულად კი, მოლაპარაკების პროცესში. მან თითი სააკაშვილისკენაც გაიშვირა. სააკაშვილს ძალიან მალე დაუძახებენ დაკითხვაზე, სავარაუდოდ, დეკემბერში“.

ამ შეკითხვებს დღეს ბევრი სვამს. მითუმეტეს, ბევრია მომსწრე როგორ ემუქრებოდა პრეზიდენტის ბიძა ზურაბ ჟვანიას. გავრცელებული ინფორმაციით, 2004 წლის დეკემბრის ბოლოს პრემიერმა ჟვანიამ კორუფციული გარიგება ჩაუშალა თემურ ალასანიას და მის წარმომადგენელს, ერიკ გუდისს, რომელიც პრემიერს „ატკატს“ სთავაზობდა იარაღის ვაჭრობის ტრასის დათმობისათვის. აგრეთვე, პრეზიდენტის ბიძა, და მერე უკვე მისი სახელით ბიძაშვილი, კეზერაშვილთან ერთად აკონტროლებდნენ სამხედრო გაყიდვებს, რისთვისაც მათ განათლების და ჯანდაცვის ბიუჯეტის საზიანოდ, თავდაცვის ბიუჯეტი სამჯერ გაზარდეს და მილიარდები ჩაიდეს ჯიბეში. 

რატომ არ დაიწყო კვლევა ამ მიმართულებით?

ვარდების რევოლუციის პოზიტივის მთავარი ავტორი სწორედ ზურაბ ჟვანია იყო.
თუკი ჩვენ მისი გარდაცვალების შესახებ სრულ სიმართლეს არ გავიგებთ, საქართველო ვერასდროს იქნება ცივილიზებული სახელმწიფო.  

ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა.
არც პრეზიდენტი და არც მისი ბიძა.

10 წლის შემდეგ - ვარდების რევოლუციის მთავარი კითხვა

ანტონინ მარტო

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

23.11.2013

160x600

160x600

bottom of page