top of page

ჩვენთან, უაღრესად მნიშვნელვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ძალადობის კულტს, არის ის, რომ საზოგადოების თითქმის ყველა ნაწილში ისმის სოციალური იერარქიების, ჩაგვრის და ძალადობის სისტემის აპოლოგია. ჩაგვრას, იერარქიას და ძალმომრეობას უალტერნატივოდ აცხადებენ როგორც პოლიტიკოსები, სხვადასხვა ეკლესიების მსახურები, აგრეთვე საგანმანათლებლო ინსტიტუტები და საზოგადოების მთელი ჭრელი სპექტრი, რა თქმა უნდა თავისი გამონაკლისებით. ეს ჩვენი ზოგადი და მტკივნეული პრობლემაა.

ანტონინ მარტო

„ვოლტერის ნაბიჭვრები“...
ასე სოული თანამედროვე ტექნოკრატიული „ექსპერტების კლასს“ უწოდებს. „ვოლტერის ნაბიჭვრები“ ეს ის კლასია, რომელიც დღევანდელ დისკურსს წარმართავს და განმანათლებლობაზე აქვს პრეტენზია.
ამ კლასს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმებით შემოღებული აქვს ე. წ. „ექსპერტის“ სტატუსი, რომელსაც, ხშირად, სრულიად დაუმსახურებლად ანიჭებს „ზედმეტად მონდომებულ“ ფსევდო-ინტელექტუალებს.

2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციაში ვმონაწილეობდი. მანამდე, ზურაბ ჟვანიას ვეხმარებოდი - მაშინ, როდესაც პარტიით ოპოზიციაში წავიდა.
სწორედ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მერე დაისვა ის ყველაზე მტკივნეული კითხვები, რომლებზე პასუხის არგაცემაც, „ნაციონალების“ ხელისუფლების მთავარ პრობლემად იქცა.

ვოლტერის ნაბიჭვრები
12.11.2013

10 წლის შემდეგ
ვარდების რევოლუციის მთავარი კითხვა
23.11.2013

იმ დროს, როცა უკვე ჩვენთანაც დაიწყო მშობლების და შვილების მიტოვება „კარიერის“ ინტერესების გამო...
როცა უკვე ჩვენთანაც შემოვიდა ბიურგერული მატერიალისტური უსულობა...
როცა ჯერ კიდევ ძალ-ღონით სავსე ადამიანებს დაუნდობელი სისტემა „ჩარეცხვას“ უპირებს და მათი გულწრფელი ადამიანური ემოციისათვის არავის სცალია...
გოჩა კაპანაძე ისევ შემოქმედებას აღვიძებს მის გმირებში, რომლითაც ისინი მარტოობას, ნათესავ-ახლობელთა, კოლეგათა გულგრილობას და მატერიალიზმს სჯობნიან და საკუთარ არსებობას, ნამდვილ ფიესტად აქცევენ.

ესაა საქართველო - შემოქმედებითი არტ-იზანები
02.11.2014

ძალადობის კულტი საქართველოში
07.10.2014

bottom of page