top of page

Hannah Red

01.02.2014
 

მეგობრებთან ერთად უკრაინაში მომხდარ მოვლენებზე ვსაუბრობდი. რამდენიმე პლაკატიც დავამზადეთ, რითაც ჩვენი სიმბოლური მხარდაჭერა გამოვხატეთ. გადავიღეთ სურათები და „დავთაგეთ“ ჩვენი უკრაინელი მეგობრები, რომლებიც საქართველოში წლების მანძილზე ცხოვრობდნენ.

საუბრისას რამდენიმე კითხვა გაჩნდა. მაგალითად, რა როლს ასრულებენ ჟურნალისტები?..

და როგორია უშუალოდ ჩვენი - ამ პროფესიის მომავალი მსახურების როლი?

და ვინ ვართ - როგორც ხალხი, ვინც ინფორმაციას ავრცელებს...

და როგორც ადამიანები, რომლების ადამიანურად თანავუგრძნობთ.

ჟურნალისტი ემოციური არ უნდა იყოსო და, მით უმეტეს, ასეთ მომენტებში.

ვისაუბრეთ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებზე, თუ რა როლს ასრულებენ ისინი.

ჩემთვის ფოტოს უფრო მეტი დატვირთვა აქვს ვიდრე სხვა სახის ინფორმაციას. თუ, მომენტი კარგად არის აღბეჭდილი ის ყველაფერს თავისით იტყვის.

ვფიქრობ, რომ ფოტო ასეთ შემთხვევაში მეტად ობიექტურია.

ჩემი გადაღებული კადრები გამახსენდა... და ისიც, თუ რა ახლოს არის უკრაინა - მოიკიდე აპარატი და წადი.

მაგრამ...
აბა აპარატი? 

მომენატრა აპარატი - სნობურმა „აიფონმა“ და  „ინსტაგრამმა“ ჩამინაცვლეს.

ისტორია გამახსენდა, ჩავფიქრდი.

ისტორიების წაკითვის შემდეგ, ზოგი უფრო მეტი პატივისცემით მოექცევა ამ პროფესიის ადამიანებს, ზოგი გადაიფიქრებს ჟურნალისტიკაზე ჩაბარებას, ზოგიც პირიქით.

ზოგმა, შეიძლება იფიქროს: მე არასდროს არ მოვხდები ომში. თუმცა არავინ იცის, როდის და დედამიწის რომელ კუთხეში აღმოჩნდება.
ან, სად და როდის დაიწყება ომი.

ზოგი იტყვის, საქართველოში ყველაფერი სხვანაირია, აქ ხო ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკა არ არის...

ან ტელევიზიონშიკი ხარ, ან არავინ..

"შერეკილების კლუბი" იმ 4 ფოტოჟურნალისტისგან შედგება, რომლებმაც თავი შესწირეს თავის პროფესიას, გვაჩვენეს როგორი უნდა იყოს სამხედრო ჟურნალისტი. ამ ოთხმა ფოტოგრაფმა გვაჩვენა, რომ გრძნობებს აყოლილი ჟურნალისტი ვერასდროს იქნება პროფესიონალი. ამ ასოციაციაში იყვნენ ქევინ კარტერი, ჯო სილვა, გრეგ მარინოვიჩი და კენ ოსტერბრუკი. 90-იანების დასაწყისში ეს 4 მეგობარი სამხრეთ აფრიკის ომის გასაშუქებლად გააგზავნეს.

„ჩვენი მოვალეობა იყო გადაგვეღო კარგი კადრი, გვეჩვენებინა კონფლიქტი ყველა მხრიდან. ჩვენ ვიყავით მოწმეები იმისა თუ, როგორ კლავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ყოველი ასეთი სცენის ნახვისას, ჩნდებოდა კითხვა - ვინ ვართ ჩვენ?... ჩვენ ვერ დავეხმარებოდით მათ. ჩენ უბრალოდ ვუყურებდით, როგორ კვდებოდნენ უდანაშაულონი“ - ამბობს გრეგ მარინოვიჩი. (არადა, ეხმარებოდნენ - მთელი მსოფლიო ნახულობდა ამ ფოტოებს. აჯანყდა ერთი, აჯანყდა ორი და ა.შ....)

ამ სიტყვებში ჩანს ჟურნალისტური ეთიკის მთავარი პრობლემა. კონფლიქტების გაშუქების დროს, ჟურნალისტმა საკუთარ თავს უნდა გასცეს პასუხი -  ვინ არის ის? პირველ რიგში, უნდა გადადოს გრძნობა...

ამ ომის დროს, ისინი მხოლოდ იწყებდნენ ფოტოგრაფიის, როგორც საინფორმაციო საშუალების ათვისებას. ისინი, ისევე როგორც სხვები იბრძოდნენ აპართეიდის წინააღმდეგ...

"შერეკილების კლუბმა" 4 წელს იარსება (1990-1994 წ.წ.).

1994 წლის 18 აპრილს კი კენ ოსტებრუკი ომში სასიკვდილოდ დაიჭრა.

ბედის ცინიზმი - ის გარდაიცვალა 2 დღით ადრე, ვიდრე სამხრეთ აფრიკაშ ჩატარდებოდა დემოკრატიულ არჩევნები, რომელშიც ნელსონ მანდელამ გაიმარჯვა.

კლუბის ორი წევრი „პულიცერის პრემიის“ მფლობელი გახდა.

გრეგ მარინოვიჩმა 1991 წელს აიღო პრემია.

კარტერმა კი პრემია 1994 წელს მიიღო - მისმა ფოტომ მსოფლიო შეძრა.

სურათზე ქევინის მიერ ოცი მეტრი სიშორიდანაა გამოსახული შიმშილისგან სასიკვდილოდ განწირული პატარა გოგონა, რომლის აღსასრულსაც მდუმარედ ელოდა მტაცებელი - ლეშისმჭამელი სვავი.

გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფმა „პულიცერის პრემია“ მიიღო, ამავე ფოტომ იგი უდიდესი კრიტიკის ობიექტადაც აქცია.

ქევინის მიერ გადაღებული შემაძრწუნებელი ფოტო მსოფლიოში ცნობილმა New York Times-მა შეისყიდა - ქევინიც და ფოტოც მსოფლიომ გაიცნო. ამ ფაქტმა, შესაძლოა თამამად ითქვას, რომ მსოფლიო საზოგადოების სრული შოკი გამოიწვია. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ქევინ კარტერს ბრალი დასდო სისასტიკესა და არაადამიანურ საქციელში, რადგან იგი, მცირეწლოვანს, მომაკვდავ გოგონას არ დაეხმარა და ფოტო გადაიღო - პროფესიონალიზმი ყველაფერზე წინ დააყენა.

ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სტატია ფლორიდის შტატში გამომავალმა პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა - St. Peterburg Times"-მა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „ადამიანს, რომელსაც ძალუძს თავისი ობიექტივის მიმართვა, მხოლოდ იმისათვის, რომ კარგი კადრი დაიჭიროს, მომაკვდავი გოგონას სახით, ისეთივე მტაცებელია, როგორიც ის მტაცებელი ფრინველი სვავი, რომელიც ბავშვის დაღუპვას სულმოუთქმელი ელოდება".

მიუხედავად უამრავი ბრალდებისა, ქევინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა, რადგან მისი მტკიცებით, მან კადრის გადაღების შემდგომ მტაცებელი ფრინველი ბავშვს მოაცილა და ბავშვიც ნელ-ნელა თავისი სოფლისაკენ იდაყვების საშუალებით გაფორთხდა. გარდა ამისა, ქევინი მიიჩნევდა, რომ  მისი და სხვა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები, მსოფლიოსათვის ვერასოდეს გახდებოდა ნათელი ის უბედურებები, რაც აფრიკის კონტინენტის რიგ ქვეყნებში ხდებოდა. განსაკუთრებით, კი შიმშილი და სხვა მრავალი ბოროტება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქევინ კარტერის ფსიქიკაზე ძლიერ დამთრგუნველად იმოქმედა სუდანში და სხვა აფრიკულ ქვეყნებში ნანახმა, გამაოგნებელმა ფაქტებმა. ამ გარემოებამ და სხვა პირადმა პრობლემებმა, იგი აიძულა, ამ საშინელი სურათის გადაღებიდან სამ თვეში, 33 წლის ასაკში (1994 წლის 27 ივლისს) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. მის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში ეწერა:

"მე განადგურებული ვარ... ტელეფონი გათიშული მაქვს... ქირის გადასახადი ფულიც არ მაქვს... არც ბავშვებისთვის მაქვს ფული... არც სხვა გადასახადებისათვის... ჩემს ცხოვრებას თან სდევს ის საშინელი მოგონებები წარსული ცხოვრებიდან, სადაც აღბეჭდილია მრავალი მკვლელობები, ბოროტება, გარდაცვლილები, სულიერი ტკივილი, მოშიმშილე ან დაჭრილი ბავშვები. გარდა ამისა, ნათლად არის აღბეჭდილი ჩემს გონებაში ის ჯალათები, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, მათ შორის პოლიციელებიც..."

2000 წელს ჯო სილვამ და გრეგ მარინოვიჩმა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით «Bang-Bang Club» დაწერეს. 2010 წელს კი ამ წიგნის მიხედვით, იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღეს. გადაღებას ჯო სილვა და გრეგ მარინოვიჩი ესწრებოდნენ, მათთვის ძნელი იყო გაეხსენებინა თითოეული დეტალი, პრიზიორი ფოტოების კადრებად გაცოცხლება... 

„Хорошие кадры. Трагедия и жестокость определенно дают сильные фотографии. Это то, за что нам платят. Но вместе с тем, есть и цена, которую мы выплачиваем за каждый такой кадр: часть нашей души, чувствительность, сострадание, которое делает нас людьми – уходят с очередным щелчком затвора“ - გრეგ მარინოვიჩი.  

ომის დასრულების შემდეგ გრეგმა განაგრძო სამხედრო ჟურნალისტიკაში მუშაობა. ის თითქმის ყველა ცხელ წერტილშია ნამყოფი. მუშაობდა: ანგოლაში, ინდოეთში, კონგოში, ჩეჩნეთში. მისი სურათები იბედებოდა Time, Newsweek, The New York Times, Washington Post, Wall Street Journal, The Guardian. 

პორტუგალიელმა ჯო სილვამ კი 1996 წელს New York Times-ში დაიწყო მუშაობა. ისიც არა ერთ ცხელ წერტილშია ნამყოფი. 2008 წელს ის საქართველო-რუსეთის ომს იღებდა. 2010 წელს სილვამ ავღანეთში, ერთ-ერთი აფეთქების დროს ორივე ფეხი დაკარგა.

საუბარს რომ მოვრჩით მივხდით, რომ თანადგომის „დუხი“ მაინც უნდა ჰქონდეს რეპორტიორს. ის უდგას ხალხს გვერდში, აწვდის მსოფლიოს ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია გადაატრიალოს ყველა და ყველაფერი. თუ ეს თანადგომის „დუხი“ არ გაქვს, შენ უბრალოდ „ნიუსმეიქერი“ ხარ, რომელიც წლების მანძილზე გამომუშავებული პრაქტიკით მშრალად წერს და უგზავნის რედაქტორს...
და რა გაგრძელება ექნება ამა თუ იმ ამბავს, აღარ გადარდებს.
რა თქმა უნდა, რაიმე პრობლემატური სახის ამბებზე მაქვს საუბარი.
ერთ–ერთი უმთავრესი პრინციპი, ვფიქრობ, არის ისიც, რომ თუ ეს პროფესია აირჩიე, ანაზღაურებაზე დამოკიდებული არასდროს უნდა იყო. ინფორმაცია დიდი ძალაა. მისი ძლით ჩვენ ვეხმარებით ხალხს. თუ გსურთ დაეხმაროთ უამრავ ხალხს, საუკეთესო პროფესიაა.  

ოღონდაც, სიზარმაცე გვერდით გადადეთ.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page