top of page

Hannah Red

04.12.2013
 

დედაჩემის კომენტარი ვიდეოზე, სადაც მე ტუჩს ვიხვრიტავ:
- გოგო...
იქვე, მაგდა:
- უფს...

inbox-ში ორი წაუკითხავი SMS…
და ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, დედაჩემისგან!
მართლაც, რომ უფსს... 

ძაან მცივა… ვერ ვთბები.
„კარმას“ ლამისაა ჩავეხუტო, მაგრამ რაღაცნაირი გრძნობა მაწუხებს და ვერ ვთბები.
ვერ ვხდები, ვნერვიულობ თუ.. 

ჩემი გახვრეტილი ტუჩი პანიკის მიზეზი გახდა და ამას ვერ ვხსნი.
მე და ელისო ვზივართ „კარმასთან“ და ვბჭობთ - "რატომ?" 
დღეს თავს ფრიკად ვგრძნობდი თუმცა, არის რაღაც ამაში, როდესაც ყურადღებას გაქცევენ.
ასაკიანები უფრო მათვალიერებდნენ - უნივერსიტეტში კი, ზედაც არავინ შემომხედა. 

დედაჩემის, გაუთავებელი SMS-ები...

SMS # 1: შენს რეპუტაციაზე სულ არ ფიქრობ, ხო? 

ჩუმად ვარ - აზრი, არ აქვს.
უბრალოდ, არ ვფიქრობ, ვთქვათ, მეზობლების აზრზე.
ალბათ, არავის აზრზე არ ვფიქრობ, რადგან ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. 
თმის ფერის, პირსინგის, ტატუს ან ჩაცმულობის მიხედვით ადამიანის შეფასება-დაფასება-კლასიფიკაცია არ შეიძლება.
დაკვირვებული ვარ - ამგვარად გამორჩეული ხალხი უსწავლელი ბომჟები და თავგზააბნეულები ჰგონიათ.
სტერეოტიპია.
ზოგჯერ ისინი, იმ მასასთან შედარებით, რომლისგანაც მკვეთრად გამოირჩევიან, ბევრად უფრო განათლებულები არიან. არც ოჯახიშვილობა აკლიათ და არც სხვა რამ... ქვეყნის სიყვარულის ჩათვლით.
ევროპაში ამას ყურადღებას არავინ აქცევს. იქ, სამსახურში მიღებისას, შენს ცოდნას და კომპეტენციას აქცევენ ყურადღებას.
აქ კი, თვლიან, რომ ასეთი გარეგნობის მქონე პირმა შესაძლოა კომპანიის რეპუტაცია შელახოს. 

 

SMS #2: „ჩვენზე ხარ დამოკიდებული ამიტომ“... 
 

ამიტომ, სამსახური უნდა ვიშოვო. 

ანგარიშიზე არ მაქვს და ამიტომაც, პასუხს ვერ ვწერ.
გული სოციალურ ქსელში მოვიფხანე:
რატომ ჰქმნით პანიკას და კატასტროფას ყველაფრისგან, რაც მე მომწონს, ხოლო თქვენ არა?
უცნაური მე კი არა, თქვენ ხართ...
არადა, სულ იმას ღაღადებთ, ადამიანი თავისუფალი არსებააო.
აბა?
სადაა, სად თავისუფლება და ინდივიდუალიზმი?! - რაღაც ამის მსგავსი სტატუსი დავდე.

პასუხად, SMS #3:

თავისუფლებას უკვე კარგად შეეჩვიე. ახლა, დამოუკიდებლობასაც შეეჩვიე.

ეს, პრინციპში ნიშნავს, რომ: 

1. სამსახური იშოვე. 

2. ორი კვირა უფულოდ იქნები. (სანამ ბრაზი არ გადაუვლის)

3. ბაკურიანში რომ მიდიხარ ამ შაბათ-კვირას... სულ არ მადარდებს - როგორც გინდა, ისე წადი. 
 

მაინტერესებს, თუ კი მუშაობას დავიწყებ და საბოლოოდ დამოუკიდებელი გავხდები (ამჟამად მხოლოდ ფინანსურად ვარ ჩემს მშობლებზე დამოკიდებული), მაშინ მათთვის ეს მისაღები იქნება? 
 

SMS #4: რა მაგალითს აძლევ შენს დებს? 
 

ჩემი დები ცალკე ინდივიდები არიან. ჩემგან განსხვავებით, მათ არ იზიდავთ ასეთი იდეები. მათ, ასაკში მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა - რომ გავიზრდები, ტატუს გავიკეთებ.

ტატუზეც იგივე რეაქციები ჰქონდა. იმედია, ახლაც მალე გადაუვlis. 

მამა.
მამა, მამა...
რავიცი... წარმოდგენა არ მაქვს, თუ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს. მამამ მგონი იცის, რომ ტატუები მაქვს. თუმცა, არასდროს უნახავს. 
ოჯახის სხვა წევრებს, ანუ ბებიებს, ბაბუებს და ბიძიებს დედაჩემის მსგავსი რეაქცია ექნებათ.
თუმცა... 
ვინმემ ამიხსნას რატომაა ცუდი?
რატომ? 
მომბეზრდება და, მოვიხსნი.
ვთვლი, რომ ახალგაზრდის ინდივიდუალიზმი და თავისუფლება არ უნდა ჩაკლა.
გინდა შენ ეს, თუ არ გინდა, ის მაინც გააკეთებს.
ეს დაახლოებით იგივეა, რაც ტანსაცმელი - თითქმის არავის აცვია მშობლების მოსაწონი სამოსი, მაგრამ ხომ მაინც აცვიათ? 
როგორც დედა ამბობს, დაგვიანებით დაგეწყო გარდატეხის ასაკიო. 
დიახაც, დამეწყო!
იქ, სადაც რაღაც ერთი იწყება, აუცილებლად მთავრდება რაღაც მეორე, ქალო.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page