top of page

Hannah Red

11.01.2014
 

საგანგებო ბრიფინგს ვატარებ.
წერას არ ვიწყებ იმით, რომ ალექსა კარმასთან თბება, კედელზე ძველი ნოხია, ჩემი ფანჯრის წინ უსულო ნაცრისფერი სახლები..
არა!
აღშფოთებული ვარ.
ალბათ, თქვენც აღშფოთებულები ხართ...

ჯერ  იყო და, დედა პარასკევა - თავისი, გამოცხადებით (თუ არგამოცხადებით, მგონი თვითონაც ვერ მიხვდა გამოეცხაადა თუ არა მამა გაბრიელი) მერე, საშობაო ეპისტოლე - თავისი, „პასაჟებით“ სუროგატ დედებზე და სინჯარის ბავშვებზე... მერე, 9 შვილის მამა პატრიარქის სახელს იცავდა და შემთხვევით შემოელახა ვიღაც...

ქართველის მოკლე დახასიათება:
ის არის კავკასიელი, ანუ მასში კავკასიური სისხლი ჩქებს; ანუ ის მთის შვილია. მას, სისხლში და ხორცში უზის ცემა-ტყეპა იმ ადამიანებისა ვისაც რაიმე განსხვავებული აზრი აქვს მრავალ საუკუნოვანი ტრადიციების მიმართ.

მე ერთ რაიმეს ვერ ვხდები - პატრიარქი არ შეიძლება შეცდეს?
თუ, აუცილებელი პირობა ამ ქვეყანაში, რომ ყველა, განურჩევლივ სქესისა თუ ორიენტაციისა უნდა ემხრობოდეს მის მოსაზრებას, როგორიც უნდა იყოს?

ვერ ვხდები, რატომ აღმერთებენ პატრიარქს და თავად ღმერთი და ქრისტე ავიწყდებათ...
ვბრაზდები, რადგან ავიწყდებათ, რომ იესო ეწამა მათ გამო ჯვარზე და არა..
პატრიარქი, მხოლოდ და მხოლოდ ის ადმაიანია, ვინც მრევლზე თავისი თეოლოგიური ცოდნით უფრო მაღლა დგას. თავის თეოლოგიურ ცოდნას კი მამებს უნაწილებს, რომლებიც საუბედუროდ მრევლს არ უნაწილებენ, არ ასწავლიან. ამიტომაც, ბრმად და უვიცად თავს უკრავს მრევლი თითოეულ მათ სიტყვას.

 

როდიდან იწყება ჩვენი სიბრმავის ათვლა და კიდევ როდემდე გაგრძელდება, როდემდე???

შობამდელ ამბებთან დაკავშირებით კი ერთი რამ მაინტერესებს: ნუთუ ადამიანების სურვილები იდიოტურად იდენტური შეიძლება იყოს? („ვიზა“ ბარათები საფლავზე; მამაო, გთხოვ ბინა კარგ ფასში გამაყიდინე და ასეთები...)

ეს, მე და ირაკლის გვაინტერესებს. ჩარკვიანს...

სინჯარა კი, ის ადგილია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეხმარება მამის სპერმატოზოიდს დედის საშვილოსნოში მოხვდეს.

რატომ არის სინჯარაში გამოყვანილი ბავშვი მარტოობისთვის განწირული?
მას რა, შუბლზე ეწერება, რომ სინჯარიდანაა „გამოჩეკილი“? ან უსყვარულობაში გაჩენილი?

ის თავის მშობელს ჩვეულებისამებრ ეყვარება, როგორც უყვართ, ხოლმე მშობლებს ბავშვები.

რატომღაც, ამ ყველაფერთან დაკვაშირებით, ეს გამახსენდა.
"ნეტავი შენ, თერგო! იმითი ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…"

ჩვენი საზოგადოება კი ერთ ადგილზე დგას და თელავს... ავქოთდით, ავყროლდით და რა აღარ ვქენით ამ მყრალ გუბეში...

ჩვენი, საზოგადოების გამოფხიზლება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც რაიმე რწმენას ან რელიგიას კი არა, არამედ პატრიარქს, ტრადიციებს და გეი ბიჭებს ეხება. ხოლო, მაშინ როდესაც დვანს კონსტრუქტორივით შლიდნენ, ერიც და ბერიც არ განძრეულა თავისი „ტაბურეტკიდან“.
„ტ-აბუ - ტაბურეტკა“, რომელზედაც ზიხარ და რაზეც მთელი ერი ჩამომჯდარა და არავინ დგება (სტუდენტების გარდა. მადლობა მათ).

მოკლედ, ჩვენ ვართ: გამოთაყვანებული ერი და „პროვინციული ნაციონალიზმით აქოთებული ქალაქი“...
 

P.S

თუმცა, ამ ყველაფერს დადებითი მხარეც აქვს. საშობაო ეპისტოლემ ხელი შეუწყო ისედაც მდიდარი ქართული სლენგის ახალი ფრაზებით გამდიდრებას, აი, მაგალითდ, როგორებიცაა:
სუროგატისშვილივიყო
სინჯრისქალა
სინჯრისკაცა
შეჩემის In vitro განაყოფიერებულო
სუროგატის გაზრდილი ვიყო
მე ვიყო პრობლემატური.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page