top of page

Hannah Red

11.05.2014

 

გამარჯობა, ჩემო ერთგულო მკითხველო. 

ჰო, მეც გამეცინა - ჩემი დღიურის ერთგული მე არ ვარ და თქვენ... 

როგორ ხართ?
მოკლედ, იცით რატომ დავიკარგე? იმიტომ, რომ არაფერი იყო ისეთი, რაც ძალიან შემაწუხებდა.
არც ანტიდისკრიმინაციული კანონი მაწუხებდა, რადგან, ასე თუ ისე, წარმომიდგენია რასაც ითვალისწინებს - დაზუსტებით ვიცი, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას არ ითვალისწინებს.
ჰმ, ევროვიზიის გამარჯვებულზე რას იტყვით???
ერთი კვირის სალაპარაკო თემა მოგეცათ. 

ერთი სიტყვით, არ ვარ ჰომოფობი რა. ჰოდა, ევროპა კი არა, აფრიკაც ზედმეტია ჩვენთვის.


აი, გამოჩნდა ის რამაც შემაწუხა.
რამდენიმე დღის წინ აღმოვჩნდი ყაზბეგზე იმ აფთიაქთან, რომელიც „წიომნად“ არის მოკალათებული. მგონი არც აწერია (განათებებით და ამბებით), რომ აფთიაქია. ჩემს გვერდით გაჩერებაზე ორი ძალიან საყვარელი ბავშვი იდგა (15–16 წლის) 

– აუ, ბიჭო ის სამასიანი ტყულად გადავყარე... არ გამიხსნა კარგად.

უცებ, აღარ მესაყვარლნენ. მივხდი რატომაც იდგა ამდენი ახალგაზრდა ბიჭი იმ ფანჯარასთან.
ახლავე, მოგახსენებთ ყველაფერს.

ალბათ, წინა პოსტიდან მიხვდებოდით, რომ ყველანაირი ტიპის ნარკოტიკი მძულს. ისეთიც კი, ბედნიერს რომ გხდის ვითომ...
საქართველო რომ ნარკოტიკების ნაკლებობას განიცდის, ვიცით. ქართველებმა ვიცით პლანი, ბიო, LSD, კოკაინი, ექსტაზი და კიდევ მაქსიმუმ 5-6 სახეობის.
ჰოდა, გამოსავალიც ვიპოვეთ. 

ალბათ ყველას გვყავს მეგობრები, რომლებიც რაიმე ტიპის აბებს ყლაპავენ. „ლირიკა“, „ბაკლოსანი“, „გაბაგამა“ (თუ რაღაც ამგვარი)...
ეს „ტაბლეტები“ ფსიქოტროპული მედიკამენტების ნუსხაშია შეტანილი. ამავე მეგობრებისგან ისიც კი გაგიგიათ ალბათ, რომ რეცეპტის გარეშე აღარ გაიცემა. 

საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეძენის უფლება აქვს: ფიზიკურ პირს – სამკურნალო მიზნით, რეცეპტის საფუძველზე.
ვიმეორებ - 2013 წლის 1 იანვრიდან, წამლები ურეცეპტოდ არ გაიცემა. 

საქართველოს აფთიაქთა უმეტესობა ამ კანონს იცავს, მაგრამ თბილისში ზოგი არ ემორჩილება მას და ამიტომაც, მათ დახლებთან 14–30 წლამდე ტიპების დიდი რიგია. მაგალითად, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ერთ-ერთი ასეთ აფთიაქი ყაზბეგზეა.
აკი გითხარით - აფთიაქს ნაკლებად ჰგავს. ჭორად ისიც გამიგია, ჯანდაცვის მინისტრის არისო...
ყოფილის თუ მოქმედის, არ ვიცი.
სერიოზულ ბიზნეს ატრიალებს ეს აფთიაქი. თუ მანამდე „გრიმოდინი“ 80 თეთრი ღირდა, ახლა ასეთ აფთიაქებში ის 3–4 ლარი ღირს...
„ლირიკა“ 10–15 ლარი.
„ლირიკა“ ახალი თაობის პრეპარატია, რომელსაც ეპილეფსიით დაავადებულებს უნიშნავენ თურმე. მისი არამიზნობრივად გამოყენება კი ისეთ გვერდით მოვლენებს იწვევს, როგორიცაა სიტყვების მოძებნის გაძნელება, ჰალუცინაციები, პათოლოგიური ძილი, პანიკის შეტევები, აპათია, „სტუპორი“, განსჯის უნარის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ბიძგისებური მოძრაობები, რეფლექსების შესუსტება, მომატებული აქტივობა, თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას და ა.შ

მომხმარებელი კი დღეში 8–15 აბს ღებულობს დღეში.
თუ ფარმაცევტმა ვერ გიცნოთ, ის აუცილებლად მოგთხვთ რეცეპტს!
სახეზე ცნობს თავის კლიენტებს უკვე.
ურეცეპტოდ გაცემისას კი ფარმაცევტი, ანუ ფიზიკური პირი, არღვევს კანონს. აფთიაქს კი ჯარიმა ეკისრება.

ნურავის ეგონება,რომ ნაცნობ ექიმს დააწერინებს ფურცელზე ,ბეჭედს დაარტყმევინებს და აჰა, შენი რეცეპტიცოო.
ასე არაა.

კანონის თანახმად, რეცეპტი არის: ბლანკი, ანუ დოკუმენტის სპეციალური ფორმა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერაა დამტკიცებული. 

არსებობს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ხუთი სია. აქ ორ ძირითად სიას განვიხილავ. 

II სია – მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალი.

მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება – საქართველოში სამედიცინო მიზნით 

გამოყენებისათვის აკრძალული, განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება, რომლის 

გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-

დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; 

III  სია – შეზღუდული ნარკოტიკული ნივთიერებების ჩამონათვალი. 

შეზღუდული ნარკოტიკული საშუალება – საქართველოში სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალება; 

საქართველოში აკძალულია  II და  III სიაში მითითებული ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული ანალოგების ბრუნვა. 

ჩამოგითვლით რამდენიმე ცნონილ ნარკოტიკს, რომელიც II სიაში ანუ მკაცრად აკრძალულში შედის : კანაფი, კოკას ფოთოლი (კოკაინი), მდმა (MDMA), ლიზერგიდი (LSD) ოპიუმი, მეტამფეტამინი, ჰეროინი და ყაყაჩოსგან დამზადებულ პროდუქტებს.
III სიაში: მეთადონი, მორფინი…

სისხლის სამართლის კოდექსში (1992 წლის რედაქცია) ვკითხულობთ: ...საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 273 მუხლით, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
რა აბსურდია, კიდევ კარგი, ბოლომდე ჩავყევი და წელს დავაკვირდი. ხელმოწერილია საქართველოს იმ დროინდელი პრეზიდენტისმიერ.
ჰა, რომელმა გაიფიქრეთ ნეტავ იმ დროში ჩამაგდოო?
აი ახალ სისხლის სამართლის კოდექსში კი, რომელსაც ხელი მიშამ მოაწერა, ამოღებულია 273 მუხლი, თუმცა 269 მუხლში ვკითხულობთ: საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების II ან III სიაში შეტანილი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, რეალიზაციის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ძალიან მაინტერესებს, რატომ არის რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ თეორიულ დონეზე რჩება და პრაქტიკაში ნაკლებად ვხვდებით?
ეჭვი მაქვს, ახალგამოცხობილი ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც ეგ ბედი ელის.
ხომ უნდა აკონტროლებდეს ვინმე ამას?
და მართლაც ძალიან სამარცხვინო იქნება, თუ კი ეს აფთიაქები ან აფთიაქი, ჯანდაცვის მინისტრის ბიზნესი აღმოჩნდება. უბრალოდ, შეუძებელია საღამოს ყაზბეგზე ამხელა რიგს გვერდი აუარო. 

მეცოდება ყველას ის ბიჭი და, სამწუხაროდ, უკვე გოგოებიც, რომლებიც ამბობენ: „მიყვარს კაიფი და რა ვქნა?“
ხალხო, თქვენ კანონს არღვევთ!
ვიცი, რომ გკიდიათ, მაგრამ რომ დაგიჭირონ, დაკიდების თავიც აღარ გექნებათ.

დ ჰო, სულ დამავიწყდა...
არის ისეთი პრეპარატები, რომელიც სულაც არ არის აკრძალული და არც ფსიქოტროპულია.  „ბაბულიკებმა“ აღმოაჩინეს - თვალის წვეთები და ხველების წამალი.
რა გევშველება, რააა ???
კაიფიც კი არ ვიცით...
ისე გამომივიდა, ერაყელმა ბიჭი რომ გააუპატიურა და ვიღაც ტიპმა ბრძნული აზრი რომ გამოთვა, ქალი მაინც გაეპატიურებინაო.

და კიდევ, კანონმდებლობის თანახმად, თქვენ ნარკომანიით დაავადებული პირები ბრძანდებით!
დაავადებული!!!

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page