top of page

Hannah Red

17.12.2013
 

დღეს, ელისო ბათუმიდან ჩამოვიდა. საელჩოში ვიზის ამბავი უნდა გაეგო, მაგრამ საელჩომ, საქართველოს სჭირდები და არ წახვალ ესპანეთშიო.
ელისოს შევხდი და „შიკოლატის“ საამქროში წამიყვანა. სიონის გვერდით, ქარვასლაშია.

მეგონა, რომ ზღაპარში მოვხდი. გარეთ, ანგელოზის ბუნდღლები. საამქროში ცხელი შოკოლადი და ბევრი პატარ-პატარა შოკოლადია, კიდევ.

„შიკოლატი“ კი მიყვარს, მაგრამ...
„შიკოლატს“, რომ ვერ მოერევი და ვერ ჭამ, ის დამემართა.
ელისო კი, მაძალებდა - ჭამეო.

ისე, რომ იცოდეთ, ელისო ბიჭია.
მე ვეძახი ელ-ს.

შუა ღამეს გადაცილდა.

მაგდას და ელისოს ძინავთ.
კატებს ახალი ჩვევა აქვთ - ნაგავში იქექებიან.
მაღიზიანებს - მგონია, რომ თაგვები გვყავს.

ერთ კვირაზე მეტი არ დამიწერია - ლეპტოპი ვერ ჩავიგდე ხელთ.

რა თქმა უნდა, ისევ კარმასთან ვზივარ.

ციდან, ანგელოზების თეთრი ბუნდღლები ცვივა. ჰაერში ტრიალებენ - ამ ცოდვილ მიწაზე არ უნდათ დაცემა!

ჩემს გახვრეტილ ტუჩთან დაკავშირებით პანიკა მორჩა.
მამამ თქვა: დედაშენმა ტვინი მოდღნა, რომ ჩამოხვალ მოიხსენი. სხვა ნათესავებსაც ნუ მოუშლი ნერვებს.

რა თქმა უნდა, მამის ურეაქციობამ დედა გააბრაზა. თუმცა, დაწყნარდა. ბაკურიანში წასასვლელად, ფული არ გამოუგზავნია, მაგრამ მაინც წავედი.

თოვლი ყრია!

მართალია, გუდაურში და ბაკურიანში სეზონი გახსნილად გამოაცხადეს, მაგრამ თოვლის გარდა არაფერი იყო.
ჯერ-ჯერობით, სიქათქათე და უთხილამურობაა.

ბაკურიანში ყოფნისას გავიგე, რომ რადიო თავისუფლებამ მედია სკოლაში ჩასაბარებლად აპლიკაცია დადო.
რა თქმა უნდა, მე ბოლო დღეს გავიგე.
არ გავიტეხე და მეგობარს შევავსებინე.
მიიტანა.
სამოტივაციო წერილი - „რატომ ჟურნალისტიკა?“
ბაკურიანში დავწერე.
თან რაიმე თემა უნდა გამეგზვანა და...
ფლეშკაზე, მხოლოდ  "ლგბტ"-ზე მქონდა თემა.
გავუგზავნე ბაკურიანიდან („დაჟე“, Wi-Fi იყო).

რამდენიმე, დღეში რადიოდან დამირეკეს - თქვენი აპლიკაცია მიღებულია. შაბათს, 2-ზე რადიო „თავისუფლების“ ოფისში მობრძანდითო.

შაბათს ველოდებოდი ისე, როგორც არასდროს. თავს ისე ვგრძნობდი, სკოლაში საკონტროლოს დაახლოებითი საკითხები რომ იცი და არ ემზადები. გასაუბრებაზე, აუცილებლად მკითხავდნენ რაზე გავაკეთებდი სიუჟეტს? ან, რომელი ჟურნალისტი მომწონს?
თუ ჯერ ამ უკანასკნელს მკითხავდნენ და, მაგალითისთვის, გოგი გვახარიას ვიტყოდი, აუცილებლად ჩამეძიებოდნენ. მე, რა თქმა უნდ,ა დამეზარა. არც დავგუგლე გოგი და არც არაფერი.
გადავწყვიტე, რომ არ მყავს საყვარელი ჟურნალისტი.

სიუჟეტებზე ფიქრი...
ოოოო....

ეს არ უნდა ყოფილიყო „პაპსა“ თემა. „პაპსა“ თემები არც ჩემი სტილია და არც მით ურმეტეს, რადიო თავისუფლების.

თუ კი ვინმეს შეიძლებოდა ყველას ვკითხე. ჩემმა კურსელმა ისიც კი მითხრა, მაგრად ნერვიულობო. არადა, არ ვნერვიულობდი. უბრალოდ, იქ მოხვედრა ბევრს ნიშნავდა. მაშინ, როცა თავი მაგარი გგონია, გინდა, რომ რაღაც სერიოზულით დააგვირგვინო.

თემებიც მოვიფქრე. პლუს, ისიც ვიცოდი, რომ ჩემი ვიზუალი - 1 პლუსი იყო.

1 თვის განმავლობაში ამ ჩემ წითელ თმებს ვირეცხავ ანუ 1 თვის შემდეგ ნაკლებად წითელი ვარ.

პარასკევს კი Hannah Blue გავხდი - ახლა, ლურჯი ვარ.

საერთოდ, პარასკევს ბევრი რამ მოხდა. მთელი ღამე გავათენეთ. მეგობრებთან ერთად.

 

შაბათი.
დილა.
უძინარი.

წამოვხტი.
ჩავიცვი.
თან ისე ჩავიცვი, რომ თავადაც გამიკვირდა.

რაღაცნაირად მივაგენი რადიოს ოფის. დაცვა მეუბნება, ლიფტში შედი და პირველ სართულზე ადიო. გავიფიქრე, ისედაც პირველზე არ ვართმეთქი.

ლიფტის მეშინია - ფეხით ავედი. კარი დახურული დამხვდა.
ჩავედი...
დაცვამ ამიყვანა ლიფტით ოფისში.
გამიღეს.
გამიღეს და წამებში ყველაზე მაგარ „news-room“-ში ავღმოჩნდი. სერიალებში და ფილმებში რომ მქონდა ნანახი.
თანაც აი, ისეთი - გაურემონტებელივით, რომ არის - ნაცრისფერი აგურის კედლები, ჭერზე „ტრუბები“...
სახლშიც ასეთი დიზაინი მინდამეთი, ჩემს კურსელს ვუთხარი, რომელიც იქ დამხვდა - მანამდე იყო დაბარებული.

„News-Room“-ის შემდეგ თსუ-ს „სიძერსკე“ მეოთხე კურსელები გამომეჩხირა თვალში.
ისე ამათვალიერეს, რომ ბებიებიც არ მიყურებენ ავტობუსებში მასე.

მაგარ ხასიათზე ვიყავი. იქვე, ბორბლებიანი სკამი დავინახე და ხან დერეფნის ერთ ბოლოში გავგორდებოდი, ხან მეორეში.

ბავშვები უემოციოდ შედიოდნენ და გამოდიოდნენ.

ჩემი, დროც დადგა - ბოლო ვიყავი.

ზეპოზიტიურ ხასიათზე შევედი.
მარინა ვაშაყმაძეს ისე გავუღიმე, როგორც არავის და არასდროს.
თვალები გაუბრწყინდა რომ დამინახა. ვიცი, არაორდინალური გარეგნობის „ხალხები“ მოვწონვართ.
გამაფრთხილეს, საყურე არ მოიხსნა ტუჩიდანო. არც ვაპირებდი, რასაკვრიველია.

აბა, დაიწყეო: რაზე გააკეთებდი სიუჟეტსო... ისაო და ესაო..
დაახლოებით, 5 წუთში მოვრჩი საუბარს. ჩემს წინამორბედებს სიუჟეტის ერთი თემა დაუსვეს - მე, სამი.
სამივე ძალიან მოეწონათ.

ვიღაც გოგო შემოვიდა და, რა კარგ ფერზე გაქვს თმებიო

5 წუთი - მარინა კმაყოფილია.
მე, შოკში ვარ - არ ველოდი ასეთ რეაქციებს.

პასუხს წინასწარ არავის ეუბნებოდნენ, მაგრამ მე იქვე გავიგე - „აყვანილი ხარ!“

გასვლისას, მარინამ მკითხა :

- საყურიანებზე არ გააკეთებდი?

- რასაკვირველია, გავაკეთებდი. ჩვენ „ბომჟები“ ვგონივართ მასას. არადა, მეც მათნაირი ვარ. უბრალოდ, თავს უფლება მივეცი მასაზე ოდნავ მეტად თავისუფალი ვიყო.

- შენი პირველი სიუჟეტი ამაზე იქნება.

ზეემოციებით გამოვედი. ჩემს მეგობარს დავურეკე. ის მოგვიანებით იყო დაბარებული.
- მე თუ, ამიყვანეს, შენც აგიყვანენ.

- აგიყვანეს? - დაიბნა.

ჩემი კურსლებიც..
- როგორ, პასუხი გითხრეს?

რამდენიმე საათში გავიგე, რომ ჩემი მეგობარის აიყვანეს.
- რომ გახვალ, ბავშვებს არ უთხრა ოღონდ - გააფრთხილეს.

მას ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვთვლიდი. სხვა კონკურსანტების შესაძლებლობები არ ვიცოდი, მაგრამ...
გამიხარდა, რომ ერთად მოვხდით. ვიცი, რომ თუ ერთ ნაკადში მოვხდებით, მისგანაც ბევრს ვისწავლი. მას მერე, რაც ჟურნალისტიკაზე ჩავაბარეთ, მინდოდა, რომ თვალი მედევნებინა, თუ როგორ მუშაობს.
Perfi, ძალიან დახვეწილია - კარგი გემოვნება აქვს.
ვიცი, რომ მომდევნო 2 თვის განმავლობაში სიტყვა „მეზარება“ უნდა დავივიწყო. მე, ხომ რადიო „თავისუფლების“ მედია სკოლაში ჩავირიცხე და თუნდაც იანვრის ნაკადში მოვხდე, ხმას არ ამოვიღებ იმაზე, რომ მთელი თებერვალი არდადეგებზე ამ გაყინულ თბილისში მომიწევს დარჩენა.


P.S.

ვიდრე, დრო მაქვს, წავიწუწუნებ: ნეტავ, იანვრის ნაკადში არ მოვხდე ..... 

ნეტაიი მე-ე-ე - რა მაწუწუნებს?... :

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page