top of page

Hannah Red

22.02.2014
 

ბათუმში მშვიდობაა.

მართალია ცოტა „პოლიტიკურად მშვიდად“ არც აქ არიან, მაგრამ დღეს პოლიტიკა გადავდოთ.
ან, რავი... ცოტას ჩავრევ.
ყველამ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ახალი თაობის ნარკოტიკი - „ბიო“.
„ბიო“ კლავს თუ არ კლავს, შიგნიდან განგრევს.
მეც გამოვცადე „ბიოს“ ეფექტი.
„ბიო“ მანამდეც მოწეული მქონდა. თუმცა, ერთ დღეს ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ხდებოდა ხოლმე.  მე ჩემs მეგობრებს შორის ის პიროვნება ვიყავი, ვისზეც არაფერი მოქმედებდა - არც „პლანი“, არც „ბიო“...

„ბიო“ და ჯანდაბა!..
ახლაც, რომ ვიხსენებ, თითქოს ბრუნდება ის გრძნობები.

ხშირად არ ვეწევი, ანუ, მოწეული მქონდა. სიმართლე რომ ვთქვა რაღაც არც დავფიქრდი, ისე ვთქვი, რომ „კაი, მოვწევ“.

მოვწიეთ. გამოუძინარი ვიყავი. კინოში წავედით. დავჯექი და, ვაი!..
გული ამიჩქარდა, რაღაცამ აიარა და ჩამოიარა მთელ სხეულში - ქვემოდან ზემოთ. ბოლოს, თავთან გაჩერდა. თითქოს იქედან გაღწევა ეწადა, მაგრამ თავი საზღვარი იყო, რომელიც არ ატარებდა.
წამოვხტი და გავედი. უნებურად დავპანიკდი - უბრალოდ, ვერ ვაკონტროლებდი ფიქრებს, აზრებს..
ვიცოდი, რომ 30 წუთში კარგად გავხდებოდი, თუმცა, ოცდაათიც გავიდა, ორმოციც, სამოციც და 3 თვეც...

იმ მომენტში არ მომწონდა გრძნობა, რომელსაც აჩქარებული გული იწვევდა. თან ცხვირის ქვევით ვერ ვგრზნობდი ვერაფერს. ვერ ვგრძნობდი პირს და ენას. საშინელი გრძნობაა, როდესაც ენას ვერ გრძნობ - გგონია, რომ სადაცაა გადაყლაპავ. გაუთავებლად ვლაპარაკობდი - მეშინოდა პირის მომუწვა. მეგონა, რომ კრიჭა შემეკრებოდა.

რაღაცნაირად ოდნავ უკეთ გავხდი.
რომ ჩამეძინა, თენდებოდა.
ერთი კვირა ვერ ვჭამდი. საფეთქლები მიხურდა. ალბათ 360 გრადუსი იყო ჩემ თავში - ტვინი იწვოდა. ენას ისევ ვერ ვგრძნობდი... წყლის გარეშე გარეთ ვერ გავდიოდი. როცა წყალი მიმთავრდებოდა, პანიკა მეწყებოდა.

ერთი კვირის შემდეგ, ჩემი დაქალი ვნახე. ისტორია განმეორდა ოღონდ სხვა „კამანდასთან“ ერთად.
არა, არ მომიწევია.

 - მოწევ ?

- არა, მადლობთ. ისიც მეყოფა რაც მოვწიე.

 - ცუდად გახდი? კრიჭა შეგეკრა?

წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, მანდაქანიდან გიჟივით გადავხტი და წყალი ვიყიდე.
და ისევ იგივე: ზემოდან ქვემოთ.. წნევა... ენას ისევ ვერ ვგრძნობ...

ბოლოს, რაღაცნაირად დავწყნარდი და მანქანაში დავჯექი. ვაჟა-ფშაველაზე აღმოვჩნდი. ვიდრე, ეწეოდნენ მე გავედი. გული მერეოდა. ფერი არ მედო. ისევ ისე ვიყავი....

- კაი, მე ძაან ცუდად ვარ და წავალ სახლში.

- გაგიყვანთ.

- არა, იყოს. გავისეირნებ.

ვაჟას მესამე კვრატალიდან  დოლიძეს დასაწყისამდე ჩავისეირნე. იმდენმა სასწრაფომ და პატრულმა ჩამომიარა, მზად ვიყავი, რომელიმე გამეჩერებინა. თუმცა, თან იმასაც ვფიქრობდი, უფრო დავპანიკდები და ცუდად გავხდებიმეთქი.
ჩემმა დაქალმა მომაკითხა და სახლში წავედით.

ყოველ კვირაში ახალი შეგრძნებები მეუფლებოდა.
გავიდა ერთი თვე და ბათუმში წასვლის დროც დადგა. მანქანით მოვდიოდი და გზაში, თუ კი რამ ცუდი შეიძლებოდა, ყველაფერზე მეფიქრებოდა.
„აუ, ცუდად რომ გავხდე ეხლა სადღაც დაუსახლებელ პუნქტში ვართ.. ვიდრე, სასწრაფო მოვა...“

ბათუმში ვარ.

და ვაი და ვაიიი... აქ დაიწყო არდავიწყება (უკვე, ერთი თვე გავიდა).

ყველაზე ამაზრზენი რაღაზეები მახსენდებოდა. ვერასდროს ვხდებოდი, რა არის ქვეცნობიერი. ის ნამდვილად არსებობს.

ქვეცნობიერი არის რაღაც, სადაც ყველაფერი ილექება. არაფერი იშლება და არაფერი გავიწყდება.

თუ კი ოდესმე ძალიან გაბრაზებულს მიფიქრია - მოვკლავ... ან, რა მოხდება ვინმე რომ მოვკლა?
კოშმარები, რომლებიც მესიზმრებოდა.

სახლში გაჩერება არ შემეძლო. არ ვეკარებოდი დანებს...
ბათუმში, რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობ. „მარშუტკიდან“ გადმოსული ვერ ვხდებოდი ხოლმე, სად ვიყავი და როგორ მივიდე იქ, სადაც მივდიოდი. არ ავდიოდი მაღალ სართულებზე. ვერ შევდიოდი ლიფტში, სუნთქვა მეკვრებოდა და ა.შ

ნერვებს მიშლიდა რიგები, ბევრი ხალხი, დიდ გზებზე ბერვი მანქანა,...
გული მერეოდა და მიმდიოდა.. ცოცხალ–მკვდარივით ან, მინიმუმ, ორსულივით ვიყავი.

ყველაზე ცუდი უკვე გულის აჩქარების გრძნობა კი არა, ჩემი ქვეცნობიერი იყო და აზრები, რომლებიც ბუდეს იდებდნენ ჩემში.

ერთ,  მშვენიერ საღამოს,  რეკლამას ვუყურებ და... „პოსკრიმტუმს“ სიუჟეტი გაუკეთებია - „ბიო კლავს“. აჩვენებენ სინქრონს სადაც, ნევროლოგი საუბრობს სიმტომებზე...
გადახტა.
დანა....

უცებ, მეგონა ჩემზე საუბრობდა. 

21:00

სახლში ვარ - ოჯახთან ერთად „P.S”  ვუყურებ.

დამთავრდა „P.S”

 - დეეე, წამო იქეთ ოთახში რა.

 - მოვალ ეხლა

 - დეეე, ახლა რაღაცას გეტყვი და არ იყვირო კაი? და მამიკოსაც არ უთხრა.
- ?
- ხო, ვგრძნობდი, რომ რაღაც გჭირდა. ვიფიქრე სადმე კლუბში რამე ხომ არ გადაყლაპე...

ნაცნობმა ნევროლოგმა დედას გადასხმები ურჩია. მას, შემდეგ 3 დღე გადასხმებს მიკეთებდნენ, მაგრამ აზრები ვერ „გადავასხი“.

ყველაფრის ხალისი დაკარგული მქონდა. დალევითაც, დღემცე არ ვსვამ.

საშინელი თავის ტკვილებიც ვერ „გადავისხი“.

თბილისში ვარ.
სექტემბერია - გამოვიარე ივნისი, ივლისი და აგვისტო.

სახლში მარტო არ ვრჩები - მე–7 სართულზე ვართ...

მერე, უძილობები. ოღონდ ისეთი კი არა 4–მდე რომ ინტერნეტში  ხარ შემძვრალი. არა. აი, ისეთი, პირველზე რომ გეძინება, უკვე იძინებ და გგონია, რომ უკვე გათენდა..
ნურას უკაცრავად - თურმე, 15 წუთია გასული.
მერე, დილამდე... 

მერე, ნევროლოგმა დამწყნარებლები გამომიწერა. იმოქმედა მცირე ხნით. მერე ვიძინებდი. ახლა, ისევ ვერ ვიძინებ დილამდე.
დავაკვირდი, რომ საერთოდ თბილისში ვერ ვიძინებ. იმიტომ, რომ ახლა ბათუში ვარ და ძალიან ჩვეულებრივარ 15 წუთში ვითიშები.
იქ, სანამ ჩიტების ჭიკჭიკს არ გავიგებ...

რაღაცებიი დღემდეც მჭირს, მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანის ნება ისევ მიბრუნდება.

 

მოკლედ, ხალხო, ამდენი ხომ ვილაპრაკე და ვილაპარაკე.. ეს მე იმიტომ კი არ დამემართა, რომ ძალიან დავპანიკდი ან რაღაც...
იმიტომ, რომ „ბიო“ ქიმიაა. ის არ გამოდის ორგანიზმიდან ერთ თვეში.

პრობლემა, უბრალოდ ის გახდა, რომ ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ნარკოტიკების გარეშე სოციალიზაცია. კლუბი და ნარკოტიკი განუყოფელი „მეგობრები“ გახდნენ. ჩაკეტილები არიან. გაქცევა უნდათ. ისინი თვითონვე არიან ამ ჩაკეტილი საზოგადოების დარაჯები. თავისი თავის დარაჯები. უნდა ვისწავლოთ სტერეოტიპების დანგრევა. ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ. საზოგადოების ჩაკეტილობას კი მივყავართ იქამდე, რომ რაღაც გარე ნებით ვცდილობთ გარესამყაროში მოხვედრას და იზოლაციას. გარესამყარო კი არ არსებობს. ან, თუ არსებობს, ის ჩვენდამი მტრულად არის განწყობილი.

ჩვენ ვეწინააღმდეგებით სიახლეებს - გვგონია, რომ ყველაფერი ცუდია. არა, მართალია - „ბიო“ სიახლეა და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ყველამ მივხდით, რომ ცუდია. არა ერთი ადამიანის ცხოვრება შეიწირა.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტი „გალერიში“.  ვფიქრობ, რომ  უფრო დიდი ყურადღება „გალერის“ დახურვის ამბავს დაეთმო, ვიდრე, რაიმე სანქციების გატარებას. კლუბის ადმინისტრაცია ვერ გააკონტროლებს ვინ, როგორ მდგომარეობაში შედის. „გალერიში“ არ ყიდიან ნარკოტიკებს, მაგრამ ჯიბეში თითქმის ყველას აქვს თუ არ გაქვს, გაგინაწილებენ. თუმცა ეს მარტო „გალერიში“ არ ხდება ასე - ეს ყველა კლუბში ხდება.

„გალერიში“  გული მოწეულსაც და არამოწეულსაც გაუჩერდება. მითურმეტეს როცა აჩქარებული გაქვს....

დაფიქრდით, რას აკეთებთ...
ის აზრი, რომ „მე ეს არ დამემართება“...
არასდროს იცით, რა დაგემართებათ და რა არა .... როგორ მიიღებს თქვენი ორგანიზმი ამა თუ იმ ნარკოტიკს არ იცით.
დაფიქრდით, გიღირთ თუ არა 30 წუთიანი კაიფის გამო მომავლის დაკარგვა. მგონი, ჯობია ისევ 500 ლარი გადაიხადოთ.

კიდევ, როდესაც თქვენი ძმაკაცი ცუდად არის და კრიჭა ეკრება, დარეკეთ სასწრაფოში. მართალია, სასწრაფოს პატრული მოჰყვება, მაგრამ  მგონია, რომ ძმაკაცის დაკარგვას, ისევ ჯობია 500 ლარი გადაიხადოთ.

არც ის არის გამართლება" „ ვიცით, რომ ბიო ***–ობაა მაგრამ ანალიზები არ აგდებს. „პლანი“ დეკრიმინირიზებული, რომ იყოს ბლა-ბლ-აბლა-ბლა....“

ნუ აქცევთ„ბიოს“ მოწევას პროტესტად - არ მოხდება ეგ დეკრიმინალიზაცია.

თუ „პლანი“ „ოფიციალური“ იქნება, გინდათ თქვათ, რომ „ბიოს“ ვერ (არ) მოწევთ ?

მაინტერესებს - მაშინ, როცა „მოსავალი“ აღარ იქნება, რას მოიმოქმედებთ?
მართალია, მეგობარმა ასეთი რამ მითხრა „პომიდორი ზამთარში არ ხარობს, მაგრამ ხომ მაინც არისო... “
ხოდა არავინ არ ყიდულობს, ცეცხლის ფასი აქვს. 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page