top of page

Hannah Red

23.11.2013
 

„კრესლოში“ ვზივარ.
ავიხედე ზევით და, დროისგან გაცვეთილ იდეაში, ოდესღაც თეთრ, მაგრამ ახლა, უკვე ყვითელ ჭერს ვხედავ. 
ჭერიდან, მზერა ოდნავ ქვევით გადამაქვს და კედელზე ძველ ნოხს ვხედავ - ნოხის გვერდით "კალონკას", კარმას.
სკამზე შემოწყებულ ფეხებს.
ფეხებზე ლოკი ზის და თბება.
გვერდით მაგდა ზის.
Sigur Ros-ს ვუსმენთ.
უკან ნინა ზის.
აქედან მთელი პლატო ჩანს - კორპუსები რიგებად... ნაცრისფერები.
პატარა ფანჯრებიდან შუქი ჩანს.
ალბათ, მოპირდაპირე კორპუსიდან, ჩვენც ასე - ნაცრისფრად ვჩანვართ.

Sigur Ros...

ფანჯრებში...
ზოგი ნაქირავებში, ზოგი ნაგირავებში და ზოგიც, საკუთარ ბინაში ცხოვრობს.
ფანჯრებში ოჯახები ცხოვრობენ.
ზოგს 5, 4, 3, 2, ან 1 შვილი ჰყავს. 
„ვაჟიშვილები“ და „ქალიშვილებიც“.
ზოგს ჯერ არ ჰყავს, მაგრამ პროცესშია.
ზოგი სტუდენტია.
უმეტესობა ისე ფუსფუსებს თავის ოჯახურ ცხოვრებაში, რომ სულაც არ აინტერესებს ჩემ ფანჯარაში რა ხდება. 

* * *  
ლოკი (ჰო, მართლა - ჩვენი კატაა) ამ წუთას, მიაშტერდა რაღაცას და გაქვავდა.
ახასიათებს ეს.
ამ, დროს ვხვდები, რომ ამ ოროთახნახევრიან ბინაში მეჯის, ანას და ჩემს გარდა, კიდევ ვიღაც „დაძრწის“. 

 

* * * 
 

Sigur Ros 

ჩვენს ფანჯარში...
საღაამოობით, სამივენი facebook-ზე ვატარებთ...
მეგობრები ამოდიან და იწყება:
„ბიჭები, სექსი, ტანსაცმელი გამოვიწერე, აუ მიხდებაა?“
და მე:
„აუ მეძინება“.

ფისო გველაპრაკება.. მე, ვწუწუნებ, რომ "ლაპტოპი" აღარ მაქვს და არც ვიცი, როდის დავიბრუნებ. ( thank's ჩემ ბაბულიკა მეგობრებს)...
ძალიანაც, თუ არ დაგვეზარა "სალვეში" მივდივართ.

ახლა თან ვწერ და თან ტელეფონს ვტენი. და მიხარია პატარა ბავშვივით - თითქოს  მართლაც დღიურს ვავსებ.
კალამი და რვეული.
ხელით, წერას გადავეჩვიე.
ჩემთვის ვწერ.
რაღაცნაირად უნდა დამეწყო მე-ბლოგე.
ვიწყებ იმიტომ, რომ მეზარება ხელით წერა - რვეულში. 

ისევ Sigur Ros. 

უნივერსიტეტში გამოფენაა...
დავიღალე - დარბაზს ვამზადებდით. 
გამოფენაზე მოსულ სტუმრებს გადავუღე.

ცხოვრების ისევ ძველებური რიტმი...
აი, აქედან დავიწყებ:
ვინ ვარ?
მე..
მე.
მე??? 

ძველებური რიტმი.
პარასკევი, შაბათი, კვირა. „Cafe Gallery“, " მტკვარზე და „ივენთი“ მთაწმინდაზე „MODESELEKTOR"-ი.
ალბათ, აქედან უნდა დამეწყო თუმცა, დაგეგმილად არ დამიწყია წერა. 

ძალიან მოკლედ.
მე ვიყავი ის ტიპი ვისაც გამარჯობის მაგივრად, მწერდნენ: "აუ, მოსაწვევს ვერ გამიჩითავ?“
სექტემბრიდან არსად ვყოფილვარ.
რაღაცნაირი გავხდი...
აღარ, მომწონს „შარდენი“
თუმცა, კარგ ფესტივალზე უარს არასდროს ვიტყვი.
აი, ის ტიპი გავხდი "ძარა'ს" პალტოში 250 ლარს, რომ აღარ იხდის და "მალსითაც" კმაყოფილდება.
სავარაუდოდ, ღირებულებები შემეცვალა. 
მყავს 2 და hometown-ში, კატა, ზაზუნა და კუ.
:)) 
კიდევ რამდენიმე მეგობარი, რომელთაც გამო hometown-ში ყოველ შაბათ-კვირას ჩავდივარ. 
კიდევ, 20 წლის გავხდი.
კიდევ, 1 წელი დამრჩა და Fini a la ბაკალავრიატი.
მერე? გათხოვება?
ჰმ, არა - წინ, მაგისტრატურაა.
სადმე, საქართველოს იქეთ, ან აქ - რომელიმე „მაგარ“ უნივერსიტეტში გავივლი.

კიდევ, პირადი ცხოვრება - ისეთივე არეული, როგორც ეს პოსტი.
როდესაც მახსენდება, ვწერ. 
მასაც, როცა ვახსენდები მწერს. 

* * *
მაგდას, კოლა დაექცა. დედა-მოვდღან. :)

გავაგრძელოთ.

სტილი? 
ხან „ძარას“ 250-ლარიანი პალტოები და ხან ჩაჩები...
ხანაც, „მალსის“ დიდი, გაწელილი სვიტრები და მარტინსები.
თმის ერთი ნახევარი ყავისფერია, მეორე - წითელი.
2 ტატუ (ჯერ)
ახლო მომავალში - ტუჩის გახვრეტაა. 

Sigur Ros

„კრესლოში“ ვზივარ. 
მცხელა.
ხელი, დამეღალა. 
კარმას გამოვრთავ და...
ისევ, Sigur Ros-ს ვუსმენთ...

 

P.S. მეორე კატაც მაჩუქეს - ალექსას დავარქმევ. 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page