top of page

Hannah Red

29.12.2013
 

მატარებელში ვზივარ.
მონოტონური ხმაური.
ჩემს წინ უცხო ზის.
დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მათვალიერებდა.
თვითონ ჩვეულებრივი იყო - 2 წუთი საკმარისი იყო მის შესათვალიერებლად.
ჩანთიდან წიგნი ამოვიღე, რომელსაც უკვე 4 დღეა ვკითხულობ.
„სისხლის ტალახში იღვრება და დაღმართზე წვრილ წითელ ღარებად იკვალავს გზას.....“
„საკანალიზაციო მილში ერთხელ კატაც დაუხრჩვია, მაგრამ როცა ძაღლს კლავს, სულ სხვა განცდა ეუფლება..“
„ბრძოლა მწყურია. სამშობლოსთვის წამებული უნდა გავხდე“
„თემურმა ეზოში გაიხედა და დაინახა, რომ მათი სახლის ჭიშკართან რაღაც დაგორდა –  ბილიკზე მეზობლის თავი მძიმედ მიგორავდა“.
წიგნის პირველი თავი დაახლოებით ასე იწყება. მისი,  მთავარი გმირები ბავშვები არიან.
ბავშვები, რომლებიც ჩეჩნებისა და რუსების ომის დროს დაიბადნენ და ეს მფრინავი ყუმბარები, თვალწინ აფეთქებული მშობლები და ჭიებით სავსე გვამები თავისი თვალით ნახეს. წიგნის კითვისას აუცილებლად იფიქრებ რა კარგია, რომ საქართველოში დაიბადე. ამ დროს, არასდროს არ გაიფიქრებთ – ერთხელ ვიბადები და ისიც საქართველოშიო.
წიგნი კარფურში ვიყიდე. ყლდაზე, აწერია ჩეჩნეთის ისტორიები. ავტორს არ დავაკვირდი. პირველივე , რაც გავიფიქრე „ ჩეჩნეთის ისტორიები აუცილებლად დოკუმენტალური ჟანრი იქნება და არც მეტი არც ნაკლები, რომელიმე ჟურნალისტის“. ვინ შეიძლება ყოფილიყო ავტორი ისიც გავიფიქრე, მაგრამ ვერ გავარტყი. წიგნს, რომელსაც „გროზნოს ანგელოზი“ ჰქვია ჟურნალისტმა, ოსნე საიეშტადმა დაწერა.
ჩეჩნებს დამოუკიდებლობა უნდოდათ. თუმცა, დღეს მაინც რუსეთის ქვეყანაა. მას, პუტინის მიერ არჩეული პირი  მართავს.  ამჯერად რამზან კადიროვი უმცროსი. ქვეყანაში, თითქოს და დემოკრატია. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას არ უნდათ, რომ მათი შვილები ქრებოდნენ უგზო–უკვლოდ, სცემდნენ და აწამებდნენ. ისინი ჩუმად არიან.
ანა პოლიტოვკსაია მუშაობდა სტატიაზე, რომელშიც ჩეჩნეთში გამხდარი ძალადობის და წამების ფაქტები უნდა გამოეაშკარავებინა. ჟურნალისტი სტატიის გამოქვეყნებამდე მოკლეს. ანა, ჩეჩენი ხალხის უფლებებს იცავდა. ანას მსგავსად „შემთხვევით“ კიდევ, ბევრი ჟურნალისტი ან მოკლეს ან გადაურჩნენ სიკვდილს...
ჩეჩნები ბანდიტებად არ იბადებიან. They Becomes! ბავშვებს, სურთ შური იძიონ, ნაღმზე აფეთქებული მშბლებისთვის, დებისთვის, რომლებსაც ბიძიები აპაუტიურებდნენ ....
თითოეული თავის შემდეგ უნდა დამესვენა. მე ამას არ ვაკეთებდი. ზოგჯერ, ვერ ვხდებოდი რას ვკითხულობდი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვწინა ისტორიას ვაანალიზებდი. ზოგჯერ გულიც ამრევია.
შემდეგ „მანდარინებს“ ვუყურე. იმის, ახსნა თუ რა ემოციები მქონდა ძნელია. ხვდები, რომ ომი სისულელეა. ალბათ, იმიტომ რომ მე არ მაინტერესებს მომავალი... არ მაინტერესებს, რომ მომავალი თაობა უკეთეს სახელმწიფოში იცხოვრებს.... არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ამ ომს ჩემი შვილი შეეწირება... არ მაინტერესებს ის, რომ ვინმე იტყვის ვაჟკაცი შვილი გყავს.... არ მაინტერესებს, მილიონი წლის მერე მე, რომ აღარ ვიქნები და არც ჩემი შვილი – რა იქნება...
ეგოისტი ვარ, ვიცი. მერე რაა?..
ხვდები, რომ შენი პრობლემები რეალურად პრობლემები არ არის....
ხვდები, რომ ისეთი პროფესია გაქვს, რომელსაც შეუძლია ადმაინების დახმარება.

ხვდები, რომ „ თანასწორი არ არიან ბრმა და მხედველი“ ( ყურანი, აია 19)

ხვდები, რომ ცხოვრება უსამართლოა და უნდა იბრძოლო უსამართლობის წინაამღდეგ.

ხვდები, რომ მატარებელში ან მარშუტკაში შენ წინ თუ გვერდით მჯომს არ ადარდებენ ჩეჩენი ბავშვები. მას მისი ბავშვები ადარდებს, რომლისთვისაც პური მიაქვს და ხვდები, რომ ისინიც ეგოისტები არიან.

საახალწლო განწყობა არ მაქვს. ნეტავ, რატომ? (ფორმალობაა. ახალი წელი ტრადიციაა, რომ დათვრე მძორივით და გაათენო სადმე.)

ხვდები, რომ ამ დროს შენი შვილების გარდა სხვაც გაწუხებ, გტკივა.

ხვდები, რომ ევროპაში მოგზაურობა აღარ გინდა.  (არც არასდროს მინდოდა)

თავის, რიგს შემდეგი წიგნი ელოდება. ისევ , ოსნე საიეშტადის – „ ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ . ამჯერად, ავღანელი ბავშვების ისტორიები მელოდება.

საბოოლოოდ კი მთავარს ხვდები, რომ „ალაჰისაა დასავლეთიც და აღმოსავლეთიც“ (ყურანი, აია119) 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page