top of page

Maka Kartheiser

02.02.2014
 

დაბადების დღე...

მართლაც და, რა საოცარი დღეა?! 

დღე,  ჩვენ  რომ მოვევლინეთ  ამ  სამყაროს - რაღაც განსაკუთრებული განწყობა გაქვს ადამიანს...

მე ვყუჩდები...

ვჩუმდები და ასე გარინდული  ველოი მოლოცვების წვიმას საყვარელი ადამიანებისგან. ბედნიერ, კრიალა წვიმას. ისეთს, მზე რომ პირს იბანს და აბრწყინებს  სულსა და გარემოს.

მოკლედ, ასეთი დღე მქონდა გუშინ... უფრო სწორად ორი ასეთი  დღე - მოლოცვების წვიმა.

ახლა ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, იქნებ არც ისე ცუდია, სადღაც, ათასობით კილომეტრის მოშორებით, ამერიკის  კონტინენტზე რომ ვცხოვრობ - დროში სხვაობის გამო „მოლოცვების წვიმას“ ორჯერ ვღებულობ - დაბადების დღის სიხარული მთელი ორი დღე მიგრძელდება.  

რახან, სხვაგან ცხოვრებას ეს დადებითი მხარე მოვუძებნე, ერთ რამესაც დავამატებ.  კიდევ იცით  რა აქვს კარგი სხვა კონტინენტზე ცხოვრებას?

ერთი წამიც არ მეკარგება ძილში 

როდესაც მე მძინავს, საქართველო ფიქრობს, იღწვის, ფორიაქობს, წერს და ჰქმნის რაც შესაქმნელია. მერე, მე დილას თვალს ვახელ და მთელი დღის ნაფიქრალ-ნამოღვაწარი მხვდება: იმეილები, ფეისბუკის სტატუსები თუ კიდევ სხვა და სხვა მიღწევები თუ საქმეები...

მერე მე ვიწყებ ჩემს წილ საქმიანობას და... 

ყველაფერი სწრაფად და შედეგიანად მიდის.

 

მოკლედ,  ასე და ამგვარად,  მივიღე ულამაზესი მოლოცვები, სიყვარულის სიტყვები და თავად სიყვარულები თქვენგან, ყველასაგან.

რასაცა გასცემ, შენიაო...

ახლა მეც გიბრუნებთ ასმაგად თქვენგან მოძღვნილ გრძნობას - ნატვრებად, სურვილებად,  სიხარულად, სიყვარულად და მადლობად.

თუმცა, ყველაზე დიდი საჩუქარი მაინც ჩემი ბიჭებისგან მოძღვნილი ღია ბარათი და სანდროს დაწერილი პოემა იყო.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page