top of page

Maka Kartheiser

04.07.2014

რა მშვენიერი დილა გათენდა...

ვაღებ კარებს და გავდივარ  ეზოში. მზე ისე ლამაზად აცხუნებს, ისედაც ხასხასა მწვანე ბალახს სიმწვანეს მატებს, ულურჯეს ცას  - სილურჯეს და სულსაც უხარია.  ბოტასები მაცვია და ჩემს  დილაუთენიურ  სეირნობა-ვარჯიშისთვის მზად ვარ.  ჩიტების ჭიკჭიკი ბენების მუსიკად მომყვება ამ გზაზე და მეც ვტკბები მათი სმენით.  უბრალოდ, ვტკბები ამ დღის მშვენიერებით.

ამ ბოლო დროს, კლიმატი ზოგადად შეიცვალა სამყაროში. ჩვენთან გაზაფხული, ლამის არ გვიგრძვნია. ივნისიც მოღრუბლული და გრილი იყო. იმ ღამეს ტორნადოს სირენები ჩაირთო, რომლითაც ხალხს აფრთხილებენ საშიშროების მოახლოებას. ყველანი წამოვცვივდით და ქვედა სართულში ჩავცვივდით. ვისხედით და ველოდით...

რას? არ ვიცოდით? ალბათ,  ერთადერთი, ღმერთისგან დანდობას ველოდით.

ალბათ, მხოლოდ ასეთ კრიტიკულ მომენტებში გადავაფასებთ ადამიანები ღირებილებებს: რაა მნიშვნელოვანი და რაა ძვირფასი. სხვა დროს,  ისე ვართ ჩაფლულნი მატერიალური და ეგოცენტრული სამყაროს სულის გამომფიტავ ძალებთნ ჭიდილში,  გამოფხიზლების  და დაფიქრების დროც არ გვრჩება.

და ვნერვიულობთ უმნიშვნელოზე, ვიბრძვით სახელისა და პოზიციისთვის, ვცდილობთ სხვაზე ძლიერნი გამოვჩნდეთ, ვცდილობთ გავიმარჯვოთ, შევეჯიბროთ, ვაჯობით

არადა და რა მარტივია ბედნიერება.

ლეონარდო და ვინჩის უთქვამს: უბრალოებაა უდიდესი დახვეწილობაო

დღეს 4 ივლისია, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ამერიკელები  ბუნებაში ატარებენ: პიკნიკები, ერთად ყოფნა, გართობა, სიცილი,  მხიარულება. მარტივად და ბედნიერად.

ჩვენც, აქვე, ტბის პირას გავდივართ. მიგვაქვს ჩვენი წილი საჭმელ-სასმელი და ვუერთდებით ჩვენს ამერიკელ მეგობრებს.  ყველას იახტ კლუბი გვაერთიანებს, ასე საერთო ინტერესი და სასაუბრო ბევრია.  აფრიანი ნავები, რომლითაც ბავშვები ზაფხულის არდადეგებს ჯანმრთელად, აზრიანად, და დასამახსოვრებლად ატარებენ ალამაზებს ხედს....

 

შებინდებისას, ტბები ივსება ნავებით -  ნავებზე ბედნიერი ადამიანები. და მხიარული მუსიკით და  ფეიერვერკები ფერადდება ცა.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page