

არსებობს ადამიანი, რომელსაც თქმა შეუძლია, თუმცა დუმს.
ასეთი კაცი ქარის წისქვილს ჰგავს, რომელიც გამუდმებით იქნევს ფრთებს, მაგრამ არასოდეს მიფრინავს
ვ. კლიუჩევსკი
Maka Kartheiser

10.10.2014
ესაა დიალოგი საკუთარ თავთან. ანდაც სხვასთან. ეს არაა ახლა მნიშვნელოვანი.
დიალოგი ბედნიერებასა და სიყვარულზეა.
- მომწონხარ...
- ძალიან კარგი, უნდა მოგწონდე. აბა, რატომ არ უნდა მოგწონდე?
- და „უნდა“ რატომ?
- და რატომ „არ უნდა“ ?
- „მომწონხარ“ უკვე სხვა „ლეველია“.
- ძალიან კარგი, მოწონება უკვე კარგია.
- ყველა მოწონება ახლო ურთიერთობით არ მთავრდება, ზოგჯერ მეგობრობითაც მთავრდება.
- ჰოდა, მეც მაგიტომ გითხარი, რომ კარგია.
- რა არის შენთვის ბედნიერება?
- ჰმ, ეს უკვე რაღაც ინტერვიუს ჰგავს, კარგია. ბედნიერება სხვადასხვანაირია, ალბათ. პირადულზე თუ ვისაუბრებთ, ალბათ, სულის, სხეულის და გონების ერთიანობაა.
- ეგ როგორ გავიგოთ?
- აი, რასაც ფიქრობ, რასაც გრძნობ და რასაც აკეთებ, ერთი და იგივე რომაა...
- სულის და სხეულის ერთიანობა... ეს შენი აზრია?
- კი ჩემი.
- გყვარებია?
- ახლაც მიყვარს
- გვერდით გყავს?
- ე, რა ჯიქურ მოდიხარ?! ახლა უხვევ ინტერვიუს პრინციპებიდან, და პირადზე გადმოგდიხარ? თანაც, ჩემი ჯერია. გყვარებია?
- კი
- ახლა?
- ნუ.....
- ახლა გიყვარს?
- ხომ გითხარი, კი-მეთქი.
- გილოცავ. ბედნიერი ხარ.
- მართლაც!
- ქორწილში არ დამპატიჟბთ?
- ჰა-ჰაჰ!.. როგორ ადამიანს ინატრებდი?
- მთლიანად ჩემიანს?
- განავრცე... არ დაგავიწყდეს, ახლა შენი ნატვრის დროა. როგორსაც ინატრებ, ისეთს იპოვნი.
- შენ ხომ დაკავებული ხარ და უბრალოდ, მეხმარები?
- ჰო, რატომ, არ შეიძლება მეგობრულად დაგეხმარო?
- ..არ ვიცი, რეცეპტით ვერ გამოიწერ.
- ინატრე. სამყაროშო დაიფრქვევა შენი სურვილი და აგისრულდება.
- შენ მომწონხარ.. აი, შენნაირს ვინატრებდი.
- ძალიან კარგი. აი, უკვე იცი, როგორ ადამიანს ეძებ. მართალია, ცოტა გაგიჭირდება ჩემნაირის პოვნა, მაგრამ იმედია, იპოვნი.
- წავალ დავიძინებ...
- კარგი, მეც წავალ
გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება