top of page

Maka Kartheiser

26.10.2014

 

ეს დღეები შეძრწუნებული ვარ!

მგონი, მთელი საქართველო შეძწრუნებულია!

ქარბორბალასავით დატრიალდა ძალადობა საქართველოში თუ რა ხდება?

დატრიალდა თუ???

ჩვენ,  ქართველებს, იმ ქათამივით ხომ არ გვჭირს, კვერცხი რომ მოადგება გამოსასვლელად და მერე დაიწყებს კაკანს  და ადგილის ძებნას?

კი, მე მგონი სწორედ მაგ ქათმებს, ან სირაქლემებს ვგევართ, საფრთხის მოახლოებისას თავს რომ ჩარგავენ მიწაში და თავი ქუდში ჰგონიათ.

სამწუხაროდ, გონიერებით არც ქათამი და არც სირაქლემა გამოირჩევა. და მაპატიეთ, მაგრამ არც ჩვენ, ქართველები ვასხივებთ გონიერებას, თუ კი ამდენი წლის მანძილზე, მოსალოდნელი საფრთხის აზვირთებას ვერ ვამჩნევდით.

ახლა ვიღაცა შემეკამათება, ვამჩნევდითო. და თუ ვამჩნევდით, ხმას რატომ არ ვიღებდით?

ვიღებდითო - ალბათ ამასაც მეტყვიან.

ჰოდა, კაი ბატონო, ვიკამათოთ კვლავ და კვლავ, და ისევ არსად წავალთ, არაფერს მივადგებით.

ახლა წარსულ შეცდომებზე კამათს აზრი აღარ აქვს. ახლა წითელი გვინთია, აი,  ის წითელი შუქი, მძღოლებს  ან  ფეხითმოსიარულეებს  რომ აფხიზლებს და იცავს  შესაძლო კატარსტოფისგან.

ჩვენ ეს წითელი კაი ხანია გვენთო, მაგრამ ვერ ვხედავდით.

იქნებ, ახლა მაინც გამოვფხიზლდეთ, გამოვიღვიძოთ ღრმა ძილისგან, შევძრწუნდეთ, ხმა ავიმაღლოთ

და პრობლემების მოსაგვარებლად, რეალური ნაბიჯების დაგეგმვმა დავიწყოთბ

და რაც მთავარია, უნდა გავერთიანდეთ!!

უნდა მოვსპოთ პარტიებად, ჯგუფებად, „ქოცებად“ და „ნაცებად“ ერთმანეთის დაყოფა და სიძულვილი.

ნუ დავამტკიცებთქ რომ 100 ან 200 წლის მანძილზე, ოდნავადაც არ გავზრდილვართ, არ ავმაღლებულვართ, არ გავნათლებულვართ.

მე მჯერა რომ დავამტკიცებთ, რომ ერთიანობა შეგვიძლია, რომ ვაჯობებთ ბოროტს და ვაზეიმებთ კეთილს.

P. S. საქართველოს ქალTა საბჭო მოგმართავთ ყველა ქალს, ვინც თვლით, რომ დარღვეულია თქვენი უფლებები, ხართ ძალადობის მსხვერპლი. გთხოვთ, წერილობით მოგვმართოთ ქალთა საბჭოს (KaltaSabcho@yahoo.com) და თქვენ მიიღებთსაჭირო რეკომენდაციებს და კომპეტენტურ პასუხს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. კონფიდენციალურობა დაცული იქნება.

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page