

არსებობს ადამიანი, რომელსაც თქმა შეუძლია, თუმცა დუმს.
ასეთი კაცი ქარის წისქვილს ჰგავს, რომელიც გამუდმებით იქნევს ფრთებს, მაგრამ არასოდეს მიფრინავს
ვ. კლიუჩევსკი
Maka Kartheiser

29.09.2013
რამდენიმე კვირის წინ, ტომმა მკითხა:
- მივლინებით სან ფრანცისკოში მივდივარ. წამოხვალ?
- განა ეგ საკითხავია?!
აი, ასე დაიბადა სან ფრანცისკოს იდეა.
მოგზაურობა ჩემი სტიქიაა. არ ვიცი, მერწყულობას დავაბრალო სიახლეებისკენ სწრაფვა თუ რას, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის ჰაერივით მჭირდება, მოგზაურობა კი პირდაპირ მიზანში არტყამს: ახალი ადგილები, საინტერესო ადამიანები, ამბები, ისტორიები...
სან ფრანცისკოში ნამყოფი ვარ და ვიცი - განსაკუთრებული ოთხი დღე მელის.
იქაურობას ღმერთმა უამრავი სიმდიდრე დააფრქვია: ულამაზესი ბუნება, ლურჯი ოკეანის უსაზღვროება, დასახატად გამზადებული, სუნთქვის შემკვრელი ხედები, სულში სითბოს ჩამღვრელი მზე, მწვანედ გადაშლილი ვენახები, მთები და...
ყვავილები, ყვავილები და ყვავილები!
ყველგან!
მოულოდნელად, გულდაწყვეტა ვიგრძენი...
გამახსენდა - 5 წლის წინ, ჩემს საქართველოს ვადრიდი იქაურობას, ჩემი სამშობლოს - მის შეუდარებელ ბუნებას.
ჩვენც ხომ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის ასე აყვავება?
მასზე გულშემატკივარი ლიდერები ხომ მართავდნენ თუ მართავენ მას?!
მთლიანობის განცდა უნდა გაგვაჩნდეს, ერთობის განცდა;
შეგვეძლოს ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით - მოვეხმაროთ ერთმანეთს.
ნუ მივატოვებთ გაჭირვებულს - ვიზრუნოთ!
მოვინდომოთ და ჩვენც გვექნებოდა გამთლიანებული, მოვლილი, ერთგული, მზრუნველი, შრომისმოყვარე, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი ქართველებით სავსე საქართველო.
„ნუთუ, უტოპიაა ასეთი საქართველო?“ - ვეკიხები საკუთრ თავს.
მე მჯერა!
რეალობა ჩემი ოცნების დამარცხებას კი ცდილობს, მაგრამ მასზე არანაკლებ ჯიუტი ვარ
გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება