top of page

Hannah Red

04.01.2014
 

ღამის 2:17 – ია.
ვზივარ და სიჩუმეს ვუსმენ. ჩემ თავის ტკივილს ვუსმენ. ნერვები კანკალებს თავში.
რა გასაკვრია, თუ მეძინება.
დღეს რაღაცნაირი დღე იყო. რაღაცნაირი იმიტომ, რომ ყველას საშინელი სამოქალაქო ომი ახსენდებოდა. დრო, როდესაც დებს ძმები ავტომატებით აცილებდნენ... ქურთუკის გამო...
გვერდით საადრბაზოში, ყელს ჭრიდნენ ვიღაცას...
ერთი სიტყვით იმ ბნელ 90–იანებს.
მიხარია, რომ მაქვს კომპიუტერი, ინტერნეტი, „აიფონი“ და სხვა ბევრი რამ, რაც 90–იანებში არ იყო...
წარმოდგენაც არ მინდა..
ჩვენ იქ წამითაც ვერ გავჩერდებოდით.
ვერ დავდგებოდით პურის რიგში..
თუმცა, სანთლის შუქზე ნასწავლს გაკვეთილებს მეც მოვესწარი - ჩემ დებს უფრო გაუმართლათ.
დღეს, კაფე „ გარდენში“ ვისხედით.
ბავშვები „ჯოკერს“ თამაშობდნენ. ამიტომ რადგანაც მე არ ვიცი ჯოკერი, წიგნის თაროებისკენ გავეშურე. ორჰან ფამუქის „თოვლი“ ავიღე. გადავხედავმეთქი...
მეგობარმა, რას კითხულობ, მოგწონსო? - მომაყარა კითხვები.
დიდად შთამბეჭდავი დაწყება არ ჰქონდა... ამიტომაც ისე რა-მეთქი, ვუპასუხე.
უინტერესო და ძალით წაკითხვად წიგნებზე ვსაუბრობდით. ბოლოს ვუთხარი, რომ „გროზნოს ანგელოზი“ წავიკითხე. კარგი და ემოციური წიგნი გამოდგამეთქი.
თავის მეზობელ ჩეჩენ ბავშვზე მომითხრო. ის, რა თქმა უნდა აგრესიულია და მაშინ, როდესაც 12 წლის იყო პისტოლეტით და ყუმბარით დარბოდა.
მე, რა თქმა უნდა, არაფერი გამკვრვებია. 
ლაპარაკისას, გავიხედე და შევნიშნე, რომ „აჭარის ტელევიზიის“ ერთ–ერთი ჟურნალისტი კითხულობდა ამ წიგნს.
„გიო შეისვენე ერთი თავის წაკითხვას რომ დაამთავრებ. ისე შევყევი წიგნს, რომ მესიზმრებოდა ამბები მერე“
„მყარი ფსიქიკა არ გქონია შენ. მე, პირადადაც ვიცნობ ასეთ ხალხს“
გიოს, სამხედრო ჟურნალისტიკა იზიდავს. ამიტომაც, უგულოდ ისმენს ასეთ ისტორიებს. მირჩია „Груз 200“ მეყურებინა. მეც, დავინტერესდი და ვუყურე.
არ ვიცი, როგორ არ შევიგინო.
გინებას ვწერ და ვშლი.
უზომოდ ემოციური და მძიმე  კადრები. ფილმი კინორეჟისორმა და სცენარისტმა ალექსეი ბალაბანოვმა გადაიღო. (‘’брат“, „ брат 2“ მისი ფილმებია)
ასეთი ფილმების შემდეგ ხვდები, რომ საბჭოთა კავშირი სულ არ იყო კარგი. იქ უსამართლობა სუფევდა ყველგან.
ხვდები, რომ იქ ღმერთი არავისთვის არ არსებობდა.
ხვდები, რომ რუსები შენძრეული ლოთები არიან.
ხვდები, რომ ფსიქიკა არ უვარგად. ამიტომაც ჰყავთ ამდენი მანიაკი ...
მივხდი, რომ რუსეთში ჩასული არასდროს არ ვენდობი „უცხოს“ (არა მხოლოდ რუსეთში).
ხვდები, რომ ხანდახან ჯობია წინ გაიხედო.
ერთი დღე ცვლის მთელ შენ ცხოვრებას.
ხვდები, რომ დედა მოდღნული ერია! (გულიდან ამოფეთქა. მაპატიეთ უცენზურობისთვის)
ამ ბოლო დროს, ძალიან მძიმეს ვკითხულობ და ვუყურებ.
არ ვიცი, უკვე მერამდენე ჩანაწერში ვწერ ამას, მაგრამ მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე.
დღეს, ამ ყველაფრამდე რადიო „თავისუფლების“ გვერდზე რუბრიკაში „თავისუფლების დღიურებს“ ვკითხულობდი.
ჯერ დედა სიდონიას დღიურები წავიკითხე.
შემდეგ კი მალხაზ სონღულაშვილისა (ბაპტისტურ–ევანგელისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი). მის ერთ–ერთ ჩანაწერში საკითხი იმ თემას ეხებოდა, რომელიც ამ ბოლოს ძალიან მაინტერესებს. ის წერს:
„პრეგოში“ სიარული მე და ავთო გურულმა დავიწყეთ 1999 წლის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს. მაშინ ჩვენ ერთად ვუპატრონეთ ჩეჩნეთიდან გამოქცეულ ლტოლვილებს. ბიბლიური საზოგადოება ლტოლვილთა თავშესაფარი გახდა რამდენიმე წლის მანძილზე. ხშირად გვყავდა სტუმრად ხან ჩეჩენი ბავშვები და ხან ლტოლვილების მეთაურები - ძმები აბდულა და იბრაჰიმ ახმედოვები. აბდულა იმამი იყო, იბრაჰიმი - ჯოხარ დუდაევის გენერალი. ბავშვებს ძალიან უყვარდათ „ბატონო ზაალის“ პიცა და ხშირად მიგვყავდა ისინი „პრეგოში“...
ჩეჩენი ბავშვებიოო?
1999–იო?
საქართველოშიო?
გავიფიქრე, ეს ხალხი უნდა მოვძებნო და..
და..
და, და..... შემდეგ რა იქნება არც მე არ ვიცი თუმცა, მეც დიდი სიამოვნებით მოგიყვებოდით, რომელიმე ჩეჩენი ლტოლვილის შესახებ.
ლტოლვილები მარტო აფხაზები არ არიან. სხვა ბევრი ლტოლვილიც გვყავს.
მათთაც აქვთ პრობლემები და გულისტკივილი.
2008 წლის ომზეც და 2008 წლის ომის ბავშვებზეც ვიფიქრე.
მაგრამ, არ მინდა ეს ყველაფერი მაია ასათიანის შოუს დაემსგავსოს ან იმ უმსგავსო სიუჟეტებს, სადაც მშიერ და ღატაკ ბავშვებს აჩვენებენ.
არ მინდა, რომ უკვლოდ ჩაიაროს ამ ყველაფერმა.
ამ, ბოლო დროს მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.
ალბათ, 20 წლის ასაკში ოსნე საიეშტადიდობაზე (გროზნოს ანგელოზის ავტორი) ფიქრი ჯერ კიდევ ადრეა.
თუმცა, მაია ასათიანი ნამდვილად არ მინდა გავხდე. 

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page