top of page

Hannah Red

05.02.2014
 

პრიმიტიულობა.
ტოლერანტობა.
სნობები და სნობიზმი...
რამდენიმე დღეა, მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებს თავში.
ეს ბოლო დღეებია, ამ სამი მიმართულებით დავაკვირდი და, შეიძლება ითქვას, რომ ყველგან თვალში მეჩხირება.
პრიმიტიულობის პიკზე ვართ.
ტოლერანტობა - ნული.
სნობები ვართ?
ვართ!
სიტყვა პრიმიტიული ანუ მარტივი.  ყველაფერი მარტივი კი ამავ დროულად ძნელია ქართველებისთვის.
პრიმიტიულები ვართ.
გიფიქრიათ, როგორ პრიმიტიულ, ანუ მარტივში საზოგადოებაში ვცხოვრობთ?
პრიმიტულები ვართ იმიტომ, რომ ის გვადარდებს თუ ამჯერად ვინ და როგორი მანქანით მოაკითხა ჩვენს მეზობელ გოგოს.
პრიმიტიულები ვართ იმიტომ, რომ გვადარდებს „ქალიშვილია თუ არა ნეტავ ჩემი შვილი ისევ და ისევ?..“
პრიმიტიულები ვართ იმიტომ, რომ გვადარდებს როგორ გამოიყურება ჩვენი შვილი და აქვს თუ არა ბოლო მოდელის ტელეფონი...
ეს სია უსასრულოა.
OMG, რატომ გვადარდებს ეს ?
რამდენიმე რჩევა მაქვს...
პირველი რჩევა: „не делай из мухи слона“. ანუ, მერე რა, რომ მეზობლის გოგოს ყოველდღე სხვა და სხვა მანქანით აკითხავენ და თანაც აუცილებელი არ არის თან დააყოლოთ: „მაი, კახპა მაი.“
მოაკითხავენ მას თუ არა, ამით შენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ თვალთვალი და დაკვირვება მთელ ქვეყანას გვირჩევნია!
მერე რა, რომ შენი შვილი შეიძლება აწ უკვე ქალწული არ არის? იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ  აღარც პატარა გოგოა უკვე. ზოგი, საერთოდ, შვილს ნატრულობს და სინჯრიდან გამოჩეკილი იქნება თუ არა, მისთვის სულ ერთია.
მერე, რა რომ შენ შვილს ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს?  ეგრე, ზოგს, ბოლო მოდელის კი არა, სულ არ აქვს ტელეფონი და პურს ნატრულობს.
პრიმიტიულობიდან სნობიზმიც გამოსჭვივის - რაღაც ახლოს არიან ერთმანეთთან.
არ გვაქვს ფული, მაგრამ გვაქვს სესხი „i-phon” -ზე.
გაქვს მწვანე თმა და გრცხვენია მისი.
ისევ და ისევ დარდობ თუ სხვა რას იტყვის ამაზე - მერე რა, რომ შენ მოგწონს?
თურმე, ჯერ ბევრი გიკლია, რომ რაიმე შენი ვინმეს მოსწონდეს.
რას ნიშნავს აკლია? აუცილებლად მაგარ მანქანაზე უნდა იჯდეს და დიდი „ავტორიტეტის“ მქონე პირი უნდა იყოს? მაგრამ მაღალი დონის „ავტორიტეტის“ ოჯახის შვილი ან შვილიშვილი თუა?
მერე რაა...
ალბათ ფიქრობთ - „მერე რა?“.
დაუსაბუთებელი პასუხია, მაგრამ სწორედ რომ პირიქით - ძალიან დასაბუთებულია.
თითოეულმა, ადამიანმა უნდა მიხედოს თავის ტრაკს, სულს და გონებას.
მაშინ მოისპობა სნობიზმი და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა.

ვფიქრობ, როდესაც მავანი ვერ ხვდება, რატომ შეიძლება გაიკეთოს ადამიანმა ტატუ, პირსინგი ან თმა შეიღებოს არა შავ, ყავისფერ ან ქერა ფერში, არამედ ლურჯ ან მწვანე ფერში, ის ადამიანი ზეპრიმიტიული აზროვნების არის და პლუს, სნობიც.
რაღაცნაირად ურთიერთგამომრიცხავი კი არა და...
ანუ, არ შეიძლება ადამიანი იყოს ან პრიმიტიული ან სნობი.
თუ პრიმიტიულია ე. ი. სნობიც არის, ან პირიქით.
ტოლერანტობა?
რა ვიცით ჩვენ ტოლერანტობა?
ამბობენ, ქართველებმა ერთმანეთის მხარში დგომა იციანო..
ეჰ!
არა, მესმის რომ ყველას ვერ ამოუდგები მხარში ან ვერ დაეხმარები, ან ყველა მოსაზრებას ვერ გაიზიარებ და ვერ იქნები ამა თუ იმ საკითხის მიმართ ტოლერანტი.
სიტყვა ”ტოლერანტობა” ლათინური სიტყვა Tolerantia –  მოთმენა, შეწყნარება, ატანა, დაშვებას ნიშნავს.
შემწყნარებლები მხოლოდ ჩვენს სოციალურ გვერდებზე ვართ.
ბოლო მოვლენებიდან ავიღებ მაგალითს.
ალბათ ჩემს და თქვენს „ფრენდებში“ უმეტესობას გაზიარებული აქვს უკრაინის ფერებში ფოტოები.
თუმცა, არც იციან რა ხდება...
მართალია მეც მიყენია თუმცა, ვიცი რატო დაიწყო ეს ყველაფერი...
მე:  ტელევიზორს არ უყურებ ლამის სამოქალაქო ომია უკრაინაში.
თ: აუ, მაგრად მკიდია უკრაინა. მაგათი $%^#@#$$%&^*  რუსეთი, გადაუვლის ზედ.
თუმცა, ამ ადამიანს გაზიარებული აქვს  სტატიები და ფოტოები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. 
დვანს რომ აგურ-აგურ შლიდნენ, სოციალურ სივრცეში ყველა თავდადებით იბრძოდა საქართველოს ტერიტორიისთვის.
და იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ სეირი უფრო გვიყვარს, ვიდრე განცდა, ჩაკვირვება;
ჩვენ თითქოს არ ვართ ამ ქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში.
მხოლოდ ვაკვირდებით... - დაახლოებით ასეთ რამ თქვა გოგი გვახარიამ.
ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვს მისთვის ოც კაპიკს მხოლოდ მაშინ „გავატოლერანტებთ“, როდესაც მეგობარი მოგვყვება.
ვიდრე, ბათუმში წამოვიდოდი..
მეტროდან ამოვედი.
გაჩერებაზე ავტობუს 15 წუთი ველოდი.
საავტობუსო გაჩერების ადგილას „CLK”–ამ მოაყენა თავხედურად. ორი ქალი ისხდა  და ისე იხედებოდნენ მანქანიდან, თითქოს  „კაკ მინიმუმ“ ოთხმოცათასიან მანქანაში ისხდნენ. სიგარეტსაც, ზუსტად ისე ეწეოდნენ, როგორც „სალიდნი კახპები“...
შემწყნარებელნიც იყვნენ, ალბათ... ოღონდ თავისი საყვარლის ლოგინში...

ეუცრად, ვიღაც კაცმა, რომელსაც წელზე მთელი მისი „სახლი“ ეკიდა, ფანჯარაზე მიუკაკუნა და სიგარეტი სთხოვა.
ქალმა, ლამის „მიაბიჩოკა“.
- გადი გამცილდი, არ მაქვს სიგარეტი - უთხრა ღრენით.
არ, ვიცი რამეს აეწება თუ არა ის ქალი იმ დღეს... (ძალიან ცუდად გავხედე)
თუმცა, ჩემ დაჟინებულ მზერას ნამდვილად აეწება.
ახლაც, სიბრაზით ვიხსენებ - დიდი-დიდი პარლამენტს ეწეოდა და ისიც დაენანა.
ერთი ღერი სიგარეტი დ ა ე ნ ა ნ ა!
ასევე, ბოლოს განვითარებული ამბებიდან...
ვამბობთ, რომ სხვა რელიგიებისადმი ტოლერანტულად ვართ განწყობილები. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობას ნამდვილად არ მოეწონა პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კიდევ ოთხი კონფესია მიიღებს დაფინანსებას.
ყველა თანასწორია. მართმადიდებლობა არ არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია. ყველა მრწამსისა და აღმსარებლობის ადამიანს აქვს აქ სუნთქვის, სიარულის და არსებობის უფლება.
იცით თუ არა, რომ ტოლერანტობის ზუსტი განმარტება გამოკითხვაში გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 34% იცის, ხოლო იქიდან გამომდინარე რომ მედიაში აქტუალურად განიხილება თვითგამოხატვისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის, ან მისი შეზღუდვის საკითხი, ლოგიკური იყო, რომ მოსახლეობის 10% ტოლერანტობა მხოლოდ სხვისი აზრის პატივისცემა ჰგონია. ტოლერანტობის განმარტება არ იცის საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტმა. მათ შორის, ვინც ტოლერნატობის მნიშვნელობა არ იცის , უმრავლესობა ახალგაზრდა ასაკისაა.

P.S
და კიდევ, იცით რა? ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება. არ, ვიცი რამდენად გასაგებად გადმოვეცი ეს ყველაფერი. ჩემი აზრი, თუ ვერ გაიგეთ არ მეწყინება.
თუ წამოჭრილ სამ საკითხზე (პრიმიტიულობა, ტოლერანტობ და სნობიზმი), როგორც ჩვენი საზოგადოების პრობლემატიურ საკითხზე, ფიქრს დაიწყებთ, ჩემი მისია შესრულებული იქნებ

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

bottom of page