

არსებობს ადამიანი, რომელსაც თქმა შეუძლია, თუმცა დუმს.
ასეთი კაცი ქარის წისქვილს ჰგავს, რომელიც გამუდმებით იქნევს ფრთებს, მაგრამ არასოდეს მიფრინავს
ვ. კლიუჩევსკი
საქართველოს უალესი ისტორია ყველამ ერთად შევქმენით და აქ უმნიშვნელოა ვინ მეტად იღვაწა და ვინ ნაკლებად - მთავარია, რომ ის ასეთია, ჩვენ კი დღემდე ვიმკით მაშინ დათესილს.
რეალობა ჩამტვრეულ ხიდს ჰგავს. წარსულის განსხვავებულმა აღქმამ დიფერენცირებული აწყმო გააჩინა, შეგვაცვლევინა ცხოვრების წესი და, რაც ყველაზე მთავარია, ერთმანეთს დაგვაპირისპირა.

ხატია მუმლაძე
ჩვენი ოსი ბებო
16.06.2014

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. თუმცა, ცოტამ თუ იცის რა შინაარსისა (თუ დატვირთვის) მატარებელია იგი სინამდვილეში. ცხადია, საყოველთაო აღწერა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის განსაზღვრას ემსახურება, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვიწრო გაგებით.
არ ვიცი რეალურად რა აინტერესებს „საქსტატს“, მაგრამ ერთი პრიორიტეტი რომ აქვს, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ეს მთელი საქართველოს დასაქმებულად გამოცხადება.