top of page
არც ერთი უმუშევარი ჩვენს გვერდით - რეპლიკა

ხატია მუმლაძე

გთხოვთ, კომენტირებისას ისარგებლოდ ქართული ანბანით. ეს აჩემება არა - ეს მიდგომაა.
არაკორექტული და თემას აცილებული კომენტარი წაიშლება

ალბათ ყველას გსმენიათ, რომ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. თუმცა, ცოტამ თუ იცის რა შინაარსისა (თუ დატვირთვის) მატარებელია იგი სინამდვილეში. ცხადია, საყოველთაო აღწერა ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობის განსაზღვრას ემსახურება, მაგრამ, როგორც ჩანს, მხოლოდ ვიწრო გაგებით.
არ ვიცი რეალურად რა აინტერესებს „საქსტატს“, მაგრამ ერთი პრიორიტეტი რომ აქვს, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ეს მთელი საქართველოს დასაქმებულად გამოცხადება.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ აღმწერის პოზიციაზე დავსაქმდი და დეტალებში მომიწია იმის გარკვევა თუ რა სახის აღწერასთან გვაქვს საქმე.  წინა მოსამზადებელი ტრენინგები ჩაგვიტარეს და დაწვრილებით განგვიმარტეს აღწერის ინსტრუქციაში მოყვანილი დებულებები. გაგვაცნეს ჩვენი უფლება-მოვალეობანი და ჩვენვის დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესრულება გვისურვეს.   ტრენინგების მსვლელობის დროს განსაკუთრებით დასაქმების სტატუსმა აღმაშფოთა,  რომელიც ყველა ადამიანის დასაქმებულად გამოცხადებას გულისხმობს, განურჩევლად იმისა მართლა მუშაობს თუ არა ხელფასით ანაზღაურებად პოზიციაზე. საქსტატის მიხედვით, პირი რომელიც 2014 წლის ოქტომბრის თვიდან ერთი საათით მაინც ასრულებდა გარკვეულ სამუშაოს, რომლის სანაცვლოდაც გასამრჯელოს იღებდა , დასაქმებულის სტატუსი მიენიჭება. ასევე დასაქმებულად ჩაითვლებიან ის პირები, რომლებიც სოფელში სოფლის მეურნეობას მისდევენ. ჩემთვის გაუგებარია, რის მიხედვით ადგენენ ასეთ დებულებებს, საერთოდ თუ არიან საქმის კურსში, რა დღეშია დღეს გლეხი, რომელიც საკუთარი ოფლის ფასად მთელი წლის სამყოფ მოსავალსაც რომ ვერ იღებს. ყოველივე ამან გულწრფელად აღმაშფოთა და წინასწარი პროგნოზიც გავაკეთე, აღწერის დამთავრების შემდეგ, ჩვენი პატივსაცემი მთარობა ტელევიზიით ოფიციალური სტატისტიკის შედეგებს გამოაქვეყნებს  და ამაყად გამოაცხადებს, რომ საქართველოში უმუშევრობის პრობლემა დაძლეულია! 

01.11.2014

bottom of page